3 სხვადასხვა საჭიროების ელექტრო ფრეზი Crown-ისაგან

თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს ხეზე, დიდ სარგებელს მიიღებს ელექტრო პრეზით მუშაობით, მათი მრავალფეროვნების და მრავალფუნქციურობის გათვალისწინებით. ელექტრო ფრეზი ხშირად გამოიყენება დურგლების და კაბინეტების ხის ინვენტარის მწარმოებლები ისეთი მასალების მოსაჭრელად, დასაჭრელად, კიდეების ფორმირებაზე და გრავირებაზე, როგორიცაა ხე, პლასტმასი, ლამინატი ან ფორმიკა.

ელექტრო ფრეზის სახეობები ძირითადად იყოფა სხვადასხვა ტიპებად, როუტერის ბაზის მიხედვით. ფიქსირებული ბაზის ელექტრო ფრეზით ჭრა უნდა დაიწყოს მასალის კიდიდან და მისი დახმარებით შესაძლებელია შეიქმნას ფორმები, ან ზედა თხელი ფენის გაცლა. მეორეს მხრივ, ჩაძირვის ელექტრო ფრეზი აღჭურვილია ისე, რომ დაიწყონ ჭრა მასალის ნებისმიერი ადგილიდან, რადგან ფრეზის საჭრელი ბიტი მოძრავია. ასეთი ელექტრო ფრეზი ასრულებს მეტი დავალებას, ვიდრე ფიქსირებული ბაზის ელექტრო ფრეზი, მათ შორის, კარებში დეკორატიული დიზაინის გაკეთება, ან პანელებისგან ფორმების ამოჭრა. თუმცა, ისინი ხშირან ნაკლებად კომპაქტური მანქანებია.

ელექტრო ფრეზის გამოყენება შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბეწვა ხერხთან ერთად გამოყენებისას. ბეწვა ხერხი ქმნის შაბლონს, რომელსაც ფრეზი ჭრის დროს მიჰყვება, რაც საშუალებას აძლევს ელექტრო ფრეზს ზუსტად ამოჭრას კონკრეტული ფორმები, თუნდაც საკინძებისა და სახსრებისთვის საჭირო ფორმები. ასევე ხელმისაწვდომია ფრეზის მაგიდები, რომლებიც ელექტრო ფრეზის გამოყენებას მაქსიმალურად კომფორტულს და ეფექტურს ხდის.

უსაფრთხოება

ელექტრო ფრეზი ძალიან მძლავრი მანქანაა და არასათანადო გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამორთულია. ამოიღეთ ბატარეა, თუ ეს შესაძლებელია, ან გამორთეთ ელექტრო ფრეზი როუტერის ბიტების შეცვლისას, ან თუკი არ იყენებთ მას.

წაიკითხეთ სახელმძღვანელო და გაიგეთ როგორ მუშაობს. გამოცდილი მომხმარებლისთვისაც კი, ახალი ელექტრული ფრეზის შესყიდვისას, ყოველთვის კარგი იდეაა სახელმძღვანელოს წაკითხვა. არსებობს უამრავი დახვეწილი კორექტირება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ელექტრო ფრეზის მოხმარებაში, ამიტომ მათი გაცნობით თქვენი ხელსაწყოდან საუკეთესოს მიიღებთ.

დაიჭირეთ მანქანა ორივე ხელით, დარწმუნდით, რომ ელექტრო ფრეზს ორივე ხელით იყენებთ. უფრო დიდი ელექტრო ფრეზები ქმნიან მეტ ძალას და მათ შეუძლიათ ბრუნვა 27000 rpm სიჩქარით, რაც კიდევ უფრო საფრთხილოა.

ატარეთ შესაბამისი ტანსაცმელი და დამცავი აღჭურვილობა. თქვენ ყოველთვის უნდა ატაროთ სათვალეები, რათა დაიცვათ თვალები ნებისმიერი ნარჩენებისგან, რომელიც შეიძლება აიხლიტოს ელექტრო ფრეზით ჭრისას. ზოგიერთ მასალას დასჭირდება ნიღბის გამოყენება, რათა დაიცვან ტოქსიკური ნაწილაკების ჩასუნთქვისგან.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის, სიმძლავრის, ხარისხისა და ფასის ელექტრო ფრეზი, რომელთა შეძენა დისტანციურად შეგიძლიათ. ხოლო ჩვენი კურიერი მას სახლში მოგიტანთ.

CROWN CT11020-ელექტრო ფრეზი 430W

Crown frezi

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 430W
  • ზომა - 6mm   
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 1.5       
  • კვების წყარო - 220-240V                     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-26000min     
  • მუშაობის სიღრმე - 0-30mm

კომპლექტაცია:

  • საცვლელი პირი
  • ადაპტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი

დაბალი სიმძლავრის ელექტრო ფრეზი იდეალურია სახლის, ავტოფარეხის, სახელოსნოს მცირე პროექტებზე სამუშაოდ. Crown-ის ეს ელექტრო ფრეზი არის ძალიან კომპაქტური და მსუბუქი, რაც ქმნის კომფორტს მუშაობისას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • კომფორტი მუშაობისას
  • გამძლეობა

CROWN CT11012-ელექტრო ფრეზი 1050W

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1050W
  • ზომა - 8mm   
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 3.2       
  • კვების წყარო - 220-240V                     
  • ბრუნვის სიჩქარე - 12000-30000min         
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 6mm
  • მიმმართველი
  • ადაპტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი

საშუალო სიმძლავრის ელქტრო ფრეზი Crown-ი თანაბრად კარგია მცირე და დიდი პროექტებისთვის, ისევე როგორც გადასაადგილებლად ერთი მუშაობის წერტილიდან მეორეში. ეს ელექტრო ფრეზი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია ჩვენს საიტზე განთავსებული ელექტრო ფრეზებს შორის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დაბალანსებული მონაცემები

CROWN CT11002-ელექტრო ფრეზი 1400W

Crown frezi

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1400W
  • ზომა - 12mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 4.2       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 9000-28000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 6mm და 8mm
  • მიმმართველი
  • ადაპტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი     

მაღალი სიმძლავრის ელექტრო ფრეზი, რომელსაც კომპლექტაციაში ყველა საჭირო დეტალი მოყვება, ელექტრო ფრეზის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება