როგორ შევარჩიოთ ელექტრო გამათბობელი?

თანამედროვე ელექტრო გამათბობლები მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებია, რომლებიც საკმაოდ მობილური და გამძლეა. მათი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და შეგიძლიათ განათავსოთ სასურველ ადგილზე. იატაკის ზოგიერთ ელექტრო გამათბობელს შეუძლია როგორც ჰაერის გაგრილება, ასევე - დატენიანება.

ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი.

გამათბობლის შერჩევის კრიტერიუმები:

იატაკის გამათბობლის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მოწყობილობის ტიპს და მის სიმძლავრეს. ოთახის გათბობის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ენერგიაზე. ითვლება, რომ 15 მ² ფართობის ოთახი შეიძლება გაათბოს 1 კვტ-იანმა (1000 ვტ) აპარატმა, ხოლო უფრო დიდი ფართობისთვის საჭიროა უფრო ძლიერი მოწყობილობის შეძენა.

გათბობის საჭირო ფართობის გაანგარიშებისას უნდა გაითვალისწინოთ ის ოთახები, რომლებშიც ოჯახი უმეტეს დროს ატარებს. სამზარეულოს ფართობის გათვალისწინება არ ხდება, რადგან ღუმელიდან გამოდის სითბო, რომლის რაოდენობაც საკმარისია მის გასათბობად.

მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოირჩევა რამდენიმე ტიპის გამათბობელი:

  • ზეთის გამათბობლები;
  • ვენტილატორიანი გამათბობლები;
  • კონვექტორი;
  • ინფრაწითელი გამათბობელი.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ! ყურადღება მიაქციეთ ოთახის სიმაღლეს. მაღალჭერიანი ოთახის გათბობა მეტ ენერგიას მოითხოვს. ასევე, გამათბობლის სიმძლავრის დადგენისას, უნდა გაითვალისწინოთ ფანჯრების რაოდენობა და მასალა.

ინფრაწითელი გამათბობლები შეიცავს გათბობის ელემენტებსა და ინფრაწითელ სხივებს. იატაკის, ავეჯის, კედლების ზედაპირები იღებენ სითბოს, აგროვებენ მას და თანაბრად ანაწილებელ ჰაერში. ამრიგად, ოთახში არსებული სითბოს რაოდენობა ორმაგდება. გათბობის ელემენტის ტიპის მიხედვით, ამ ჯგუფში შედის 4 ტიპის გამათბობელი: ნახშირბადის, ჰალოგენის, მიკატერმულისა და კვარცის.

Holst.ge წარმოგიდგენთ Winger-სა და Schpindel-ის ბრენდის წარმოებულ გამათბობლებს. 

როდესაც გადავწყვეტთ გამათბობლის შეძენას რა უნდა გაითვალისწინოთ:

  • როგორი ტიპის გამათბობელი გჭირდებათ
  • რა ზომის ფართობი უნდა გათბეს
  • ენერგოეფექტურობა
  • უსაფრთხოება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია გამათბობლის შეძენამდე განვსაზღვროთ რა ფართობის ტერიტორია უნდა გაათბოს, ამის წინასწარ ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ მოწყობილობა, სიმძლავრისა და ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით.

დიდი ელექტრო ენერგიის გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ თუ შეარჩევთ ენერგოეფექტურ გამათბობელს თქვენი გარემოსა და გასათბობი სივრცის მიხედვით. გარდა ამისა, სპეციალური მახასიათებლები, როგორიცაა ენერგიის დაზოგვის რეჟიმები, რეგულირებადი თერმოსტატები, დაბალი სიმძლავრე და პროგრამირებადი ტაიმერები, ხელს უწყობენ ენერგიის მოხმარების შემცირებას.

უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია გამათბობლის შერჩევისას, რადგან უხარისხო გამათბობელმა შესაძლოა ხანძრის საშიშროება შექმნას. მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად გამათბობლების მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ ინოვაციური და სრულიად უსაფრთხო პროდუქცია შექმნან. 

ზოგიერთ მაღალტექნოლოგიურ გამათბობელს აქვს შიდა ჩამრთველი, რომელიც მოწყობილობის ძირს დავარდნისას ან დაზიანებისას ავტომატურად თიშავს ელექტრო ენერგიის მოწოდებას. აგრეთვე აქვს სხვადასხვა პარამეტრული ფუნქციები, რომლებიც იცავს გადახურებისაგან. თუ გამათბობლის შიდა ნაწილები მიაღწევენ სახიფათო ტემპერატურას მოწყობილობა თავისით გაითიშება. 

ზოგიერთი გამათბობელი (პლიტა) მუშაობისას გარკვეულ ხმას გამოსცემს, თუ მაგალითად თქვენ საძინებლის გათბოობა გსურთ უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. 

Winger - WIHIP20 ინფრაწითელი გამათბობელი 2500W

winger infrawiteli gamatbobeli

მახასიათებლები:

სიმძლავრე 2500W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 3.34

კვების წყარო 220-240V

თერმოსტატი რეგულირებადი

მილაკების რაოდენობა 1

უპირატესობები:

კომპაქტურობა;

სტრუქტურული სტაბილურობა;

დაბალი ენერგიით პატარა ოთახი სწრაფად თბება და სითბოც დიდხანს ნარჩუნდება;

ჰაერი არ არის მშრალი.

SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

schpindel eleqtro gamatbobeli

მახასიათებლები:

სიმძლავრე 1800W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.5

კვების წყარო 220-240V

თერმოსტატი კი

მილაკების რაოდენობა 3

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, მაღალი ხარისხის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე.

eleqtro gamatbobeli

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება