ელექტრო გამათბობელი - აუცილებელი ნივთი ზამთრისთვის

ხეებს ფოთლები ელვის სისწრაფით სცვივა. ღამეები უფრო გრძელი და ცივია. მზის სხივებმაც ძალა დაკარგა, ადრინდელივით ვეღარ გვათბობს. ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ზამთარი კარს მოგვადგა. ამ სუსხიან სეზონზე კი მხოლოდ სითბო თუ გვიშველის. პირველ რიგში, ადამიანები რომ ერთმანეთის მიმართ გავცემთ, ის იგულისხმება. ოდნავ სხვანაირ სითბოს კი ელექტრო გამათბობელი გვჩუქნის. სწორედ ამ საჭირო ინსტრუმენტზე უნდა გიამბოთ.

რამდენია სითბოს გავრცელების მასშტაბი ?

ელექტრო გამათბობლებს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მთელი სახლის სითბოში გახვევა, არ ძალუძს. ინსტრუმენტის ეფექტურობის არეალი უფრო მცირეა. ხელსაწყო კარგად ათბობს ერთ ოთახს და ისიც საშუალო სიდიდის.  ელექტრო გამათბობლები ამის მიხედვითაც განსხვავდება. ზოგი უფრო დიდ სივრცეს ათბობს და ზოგი შედარებით მცირეს.

ელექტრო გამათბობელი, როგორც საიმედო ალტერნატივა

ადამიანების უმრავლესობა გაზის გამათბობელს იყენებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ელექტრო გამათბობელი არაფერში გჭირდებათ. როცა ქარის გამყინავი ხმა ჩაგვესმის და გარეთ ზამთარი ბობოქრობს, სითბოს გარეშე წარმოუდგენელია. გაზის მილი რომ დაზიანდეს და ბუნებრივი აირის მოწოდება შეწყდეს ? მაშინ ელექტრო გამათბობელს გაიხსენებთ. იმედია მილს არაფერი მოუვა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ...

რას გთავაზობთ Holst.ge ?

შეარჩევთ, გამოიწერთ და რამდენიმე დღეში ნივთს ჩაგაბარებთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და სიმარტივეს გთავაზობთ. საკურიერო მომსახურება უფასოა, მთელი საქართველოს მასშტაბით. (50 ლარზე მეტ შენაძენზე) ამჯერად, სამი ბრენდის ხელსაწყოს წარმოგიდგენთ. თქვენი გულის მოგებას, Kumtel, Schpindel და luxell შეეცდება.

KUMTEL -MH-2300 ვერტიკალური ელ-გამათბობელი BLACK 2300W

ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მის შეყვარებას დიდი დრო არ სჭირდება. Kumtel - ის ელექტრო გამათბობელი , თავს მახასიათებლების გაცნობისთანავე მოგაწონებთ. ხელსაწყო მძლავრია და საკმაოდ დიდ ტერიტორიას ათბობს. როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეშიც გამოიყენება. ბინას კაფეებსა და მსგავს ადგილებშიც იდებს. ინსტრუმენტი მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია.

Kumtel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - KUMTEL   
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი       
  • სიმძლავრე - 2300W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.95         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • თერმოსტატი - რეგულირებადი     
  • მილაკების რაოდენობა - 2   
  • ღია სივრცე - 15m²   
  • დახურული სივრცე - 20m²

უპირატესობები:

  • რეგულირებადი თერმოსტატი
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა

SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

Schpindel - ის კვარცის გამათბობელი ღიასა და დახურულ სივრცეს ათბობს. შეგიძლიათ აივანზე, ეზოსა თუ სახლში გამოიყენოთ. თავს არ ზოგავს და მაქსიმალურს აკეთებს. ხელსაწყო სამ მილაკიანი და მარტივად მართვადია. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი       
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • თერმოსტატი - კი     
  • მილაკების რაოდენობა - 3   
  • ღია სივრცე - 13m²   
  • დახურული სივრცე - 24m²

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი რესურსები

Luxell - LX-2819 ელ. გამათბობელი კვარცის 2-რეჟიმით BLACK 1200w

შემდეგი გამათბობელი Luxell - ს ეკუთვნის. მილაკების მეშვეობით სასურველ რიცხვზე დააყენებთ და დანარჩენს თავად მიხედავს. დახურულ სივრცეს უკეთ ათბობს, ვიდრე ღიას. ინსტრუმენტი მსუბუქია. გადაადგილება პრობლემა არასდროსაა.

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL     
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი       
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მილაკების რაოდენობა - 2   
  • რეჟიმი - 3     
  • ღია სივრცე - 10m²   
  • დახურული სივრცე - 15m²

უპირატესობები:

  • სამი რეჟიმი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება