პრინციპში, კომფორტი, სითბო და სიმყუდროვე წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიანაც მშვენიერია და არც არაფერი სჯობს, მაგრამ ზამთარში კი ამ მხრივ განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს. შესაბამისად, Holst.ge მზად არის, კომფორტის, სითბოსა და სიმყუდროვისთვის მომხმარებელს ისეთი შესანიშნავი მოწყობილობა შესთავაზოს, როგორიც ელექტრო გამათბობელი გახლავთ.
პატარა, მარტივი, მაგრამ საოცრად კომფორტული გამოსავალი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ელექტრო გამათბობლები და ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ სჯა-ბაასს.
რა უპირატესობებით გამოირჩევა ელექტრო გამათბობელი?
როცა საჭიროა მხოლოდ ერთი ოთახის ან მცირე ზომის ბინის გათბობა, ცენტრალური ქვაბის დაყენება აშკარად არ ღირს. ჯერ ერთი, რომ რთულია და ძვირიც და თან დამატებით მომსახურებასაც საჭიროებს. აი, ელექტრო გამათბობელი კი შენობას უმალ გაათბობს, თანაც, მონტაჟთან დაკავშირებული ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა და ძალისხმევის გარეშე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Holst.ge-ზე ელექტრო გამათბობლები იმდენნაირია წარმოდგენილი, სასურველს აუცილებლად შეარჩევთ.
რაც შეეხება ელექტრო გამათბობლების უპირატესობებს, მოწყობილობას გამოარჩევს:
- ავტონომიურობა - მოწყობილობის მუშაობისთვის მხოლოდ როზეტია საჭირო. სითბოს გამომუშავება არ არის დამოკიდებული საწვავზე;
- მობილობა - შესაძლებელია, გამათბობელი განათავსოთ ნებისმიერ სასურველ ადგილას, სადაც გაგიხარდებათ, მიიწიოთ სავარძელთან, საწოლთან ან პირიქით, მოშორებით დადგათ. მოდელების უმრავლესობა მარტივად თავსდება ავტომობილის საბარგულში და თუკი ხშირად გიწევთ აგარაკზე გამგზავრება და არც დამატებითი ხარჯის გაღება გსურთ, საკმარისია, გამათბობელი ხელს გააყოლოთ;
- ეკონომიურობა - მოწყობილობას ჩართავთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. რეგულატორის დახმარებით კი თავად განსაზღვრავთ ხანგრძლივობასა და გათბობის დონეს;
- კომპაქტურობა - ელექტრო გამათბობელს არ სჭირდება მონტაჟი და არც შენახვისთვის არის საჭირო ცალკე ფართი. მოწყობილობა მარტივად თავსდება თუნდაც საწოლქვეშ.
ელექტრო გამათბობლები და მათი დამატებითი ფუნქციები
- ავტომატური გამორთვა - ამ ფუნქციით აღჭურვილია ყველაზე მარტივი მოდელებიც კი: მოწყობილობა გარკვეულ ტემპერატურამდე ცხელდება, შემდეგ კი ითიშება.
- თერმოსტატი - უფრო ძვირადღირებული და თანამედროვე გამათბობლები შენობაში ტემპერატურას აკონტროლებენ. მოწყობილობა მაშინ ირთვება, როცა ტემპერატურა ეცემა და ითიშება მაშინ, როცა ჰაერი საჭირო დონემდე გათბება. თერმოსტატის ქონა ელექტროენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად ზოგავს.
- ტაიმერი - ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, გამათბობელი ჩაირთოს ან გაითიშოს ადამიანისთვის სასურველ დროს. მოწყობილობის კლასიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ტაიმერით განისაზღვროს მუშაობის ხანგრძლივობა მაგალითად, მთელი კვირის მანძილზე.
- დისტანციური მართვა - 21-ე საუკუნემ მოგვიტანა ისიც, რომ გამათბობლების ინსტრუქციაში გვხვდება ინფორმაცია ჩაშენებული Wi-Fi და Bluetooth მოდულების შესახებ. ასეთი მოწყობილობა დისტანციური ბლოკით არის აღჭურვილი და სმარტფონიდან ან კომპიუტერიდან მართვის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია გათბობის ჩართვა სახლში მისვლამდე 2 საათით ადრე.
- დატენიანება - მოწყობილობის კორპუსში ჩაშენებულია ავზი სუფთა წყლისთვის. გამათბობლის მუშაობა, ხშირ შემთხვევაში, ჰაერის გამოშრობას იწვევს, დატენიანებით კი ამ უსიამოვნო მოვლენის კომპენსირება არის შესაძლებელი.
დასასრულისკენ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ელექტრო გამათბობელი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პრაქტიკული საშუალებაა სახლის გასათბობად, ვინაიდან არ საჭიროებს რთულ მონტაჟს, მუშაობს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით და დაგეხმარება ზუსტად იმ კუთხის გათბობაში, სადაც მყუდროება გჭირდება.
რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი მოდელი: ზოგს მეტი სიმძლავრე აქვს, ზოგიც ეკონომიურობით გამოირჩევა. ამიტომ, მთავარი რჩევაა, შეარჩიოთ გამათბობელი თქვენი სივრცისა და საჭიროებების შესაბამისად.
Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

- ბრენდი - LUXELL
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1500W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 8694740228323
- წონა (კგ) - 3.015
- კვების წყარო - 220-240V
- მილაკების რაოდენობა - 3
- რეჟიმი - 3
- ღია სივრცე - 11m²
- დახურული სივრცე - 21m²
Zilan - ZLN0344 ელ. გამათბობელი კვარცის 1600w

- ბრენდი - ZILAN
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1600W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6423154020344
- წონა (კგ) - 2.425
- კვების წყარო - 220-240V
- დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
- მილაკების რაოდენობა - 4
- რეჟიმი - 3
- ღია სივრცე - 11m²
- დახურული სივრცე - 21m²
SCHPINDEL QH2000 - ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1800W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 4869005006129
- წონა (კგ) - 2.5
- კვების წყარო - 220-240V
- თერმოსტატი - კი
- მილაკების რაოდენობა - 3
- ღია სივრცე - 13m²
- დახურული სივრცე - 24m²