ელექტრო გამათბობელი - სასიამოვნო მიკროკლიმატი ჩვენს სახლებსა და ოფისებში

ზაფხულში ვბრაზობთ, როგორ ძალიან ცხელაო, ზამთარში - სიცივე გვაწუხებს. რას ვიზამთ, ასეა ბუნება მოწყობილი - ზაფხულში ცხელა, ზამთარში კიდევ - გემრიელად ცივა ხოლმე. თუმცა, კომფორტი ხომ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია და არც აქ დაიზარეს გონიერებით სავსე ჩხირკედელებმა და ბევრი იფიქრეს, თუ - ცოტა, ელექტრო გამათბობლები გამოიგონეს. თანაც, ერთი და ორი კი არა, ბევრი და ბევრზე ბევრი.

დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თანამედროვე ელექტრო გამათბობელი ქმნის სასიამოვნო მიკროკლიმატს ჩვენს სახლებსა თუ ოფისებში, ეკონომიურად მოიხმარს ენერგიას და ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადაც აქვს.

იქიდან გამომდინარე, რომ როგორც აღვნიშნეთ, არსებობს უამრავი სახეობის გამათბობელი, ბაზარზე ვხვდებით მოდელებს, რომლებიც განსხვავდებიან მუშაობის პრინციპით, მონტაჟის ხერხებით, გაბარიტებით, გარეგნობით. შევხვდებით, მაგალითად, მობილურ გამათბობელს. ასევე, ისეთს, რომელიც კედელსა თუ ჭერზე მონტაჟდება. აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტში მოიძიებთ ისეთ მოწყობილობას, რომელიც შეიძლება, რომ გახდეს სითბოს როგორც მთავარი, ისე - დამატებითი წყარო.

ელექტრო გამათბობელი და მისი პლუსები

კვარცის, ანუ ინფრაწითელი გამათბობელი - გათბობის მოწყობილობაა, რომლის დანიშნულებაც მცირე ან საშუალო ზომის შენობების გათბობით უზრუნველყოფაა. არსებობს აგრეგატების ორი ნაირსახეობა:

  • მონოლითური;
  • ინფრაწითელი.

- კვარცის მონოლითური გამათბობელი

გარეგნულად ჩვეულებრივ პანელის ბატარეას ჩამოჰგავს, თუმცა ძალიან თხელს. შიგნიდან ნიკელისა და ქრომის სპირალი გასდევს, რომელიც სრულად იზოლირებულია გარემოსგან და რომელიც კვარცის ღუმელს აცხელებს. კონვექციის ხარჯზე, ხდება შენობის გათბობა. დათბობის საშუალო დრო 15 წუთია, ხოლო გაგრილების - 1,5-2 საათი.

კვარცის მონოლითური გამათბობლის უპირატესობებია:

  • კედელზე დამონტაჟების შესაძლებლობა;
  • მცირე ზომები;
  • თანაბარი გათბობა, არასაცხოვრებელ შენობებში განთავსების შესაძლებლობა;
  • მიმზიდველი დიზაინი;
  • უსაფრთხოება (კორპუსი ნაკლებად ხურდება, ამდენად, დამწვრობის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს);
  • მაღალი თბოგადაცემა;
  • ეკონომიურობა (15-16 კვადრატულის გასათბობად 0,5 ვატი სჭირდება);
  • არ აშრობს ჰაერს.

- კვარცის ინფრაწითელი გამათბობელი

შენობაში ათბობს ზედაპირებს. ეს რას ნიშნავს და დაახლოებით მსგავსი პრინციპით „მუშაობს“ მზეც: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტი - სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.

გამათბობლის უპირატესობებია:

  • არ აშრობს ჰაერს ოთახში;
  • კომპაქტურია (მოთავსდება თუნდაც ნებისმიერ კუთხეში);
  • სწრაფად აგენერირებს სითბოს (ჩართვიდან დაახლოებით 2-3 წუთში);
  • შესაძლებელია კედელზე ან ნებისმიერ სადგამზე განთავსება;
  • ენერგოეფექტურია - საათში საშუალოდ 1 კილოვატს მოიხმარს;
  • აქვს მრავალფეროვანი დიზაინი.

რა უპირატესობებით გამოირჩევა ელექტრო გამათბობელი

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ყველაზე მარტივი და ამასთან ერთად, ეფექტიანი მოწყობილობა სახლში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად გახლავთ ელექტრო გამათბობელი და არაერთი უპირატესობითაც გამოირჩევა:

  • ექსპლუატაციის სიმარტივე - მუშაობა რომ დაიწყოს, საკმარისია, მოწყობილობა ქსელს მიუერთოთ. არავითარი დამატებითი მანიპულაცია მოწყობილობას არ სჭირდება;
  • შესაძლებელია მუშაობის რეჟიმის შერჩევა, ტემპერატურის რეგულირება და ჰაერის სინოტივის შენარჩუნებაც კი;
  • მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ იდეალური ვარიანტი, რომელიც უკეთ მოუხდება თქვენი სახლის ინტერიერს;
  • არ ხმაურობს, არ გამოსცემს უჩვეულო ხმებს;
  • ელექტრო გამათბობლის გამოყენებას არ სჭირდება სპეციალური პირობები ან ნებართვები: მხოლოდ გარკვეული დატვირთვის გამძლე ელექტრო ქსელიც საკმარისია;
  • გამათბობლის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერ საფასო კატეგორიაში. თავისთავად, ასეთი მოწყობილობა არც ისე ძვირად ფასობს, თუმცა ყველა მწარმოებელი სხვადასხვა კლასის გამათბობლებს უშვებს. ასე და ამგვარად, სახლის გათბობა პრაქტიკულად, ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში მოხერხდება.

იმისთვის, რომ გამათბობელი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია არც თუ ისე რთული რეკომენდაციების შესრულება:

  • არ უნდა გადაიტვირთოს ქსელი;
  • ღამით გამათბობელი უნდა გაითიშოს;
  • მოწყობილობის კორპუსსა და კედელს (ავეჯს) შორის უნდა იყოს მინიმუმ 50 სანტიმეტრიანი დაშორება;
  • თუკი გამათბობელი რამდენიმეა, არ შეიძლება მათი ერთმანეთის პირისპირ განთავსება, მხოლოდ ჭადრაკულად;
  • გამათბობელზე ქსოვილის გადაფარება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული;
  • სადენი არ შეიძლება შეაცუროთ ხალიჩის, ლინოლეუმისა და სხვა ნებისმიერი საფარის ქვეშ.

Luxell - LX-2832 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით BLACK 1500w

luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8694740128326
  • წონა (კგ) - 3.15
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 15m²
  • დახურული სივრცე - 20m²

KUMTEL-EX-23 ჰორიზონტალური ელ-გამათბობელი BLACK 2300W

Kumtel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - KUMTEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2300W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8694740125707
  • წონა (კგ) - 3.05
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - რეგულირებადი
  • მილაკების რაოდენობა - 1
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 20m² 

Winger - WIHIP20 ინფრაწითელი გამათბობელი 2500W

Winger eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 9100291121826წონა (კგ) - 3.34
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - რეგულირებადი
  • მილაკების რაოდენობა - 1
  • ღია სივრცე - 10m²
  • დახურული სივრცე - 20m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება