ელექტრო გამათბობელი - თქვენი სახლის სითბოსა და სიმყუდროვისთვის

უცნაურ მეზობლებს რა დალევს და ერთი ჰყვებოდა იმ დღეს: „საინფორმაციოში გამოაცხადეს, თოვლია მოსალოდნელი და ყველა, ვინც სახლიდან გასვლას აპირებს, თან აუცილებლად უნდა იქონიოს: ჯაჭვი, ნიჩაბი, საბანი, საბუქსირე ტროსი, ფანარი, გამათბობელი... ისე უცნაურად მომშტერებოდა „მარშუტკის“ ყველა მგზავრი...“

უცნაურობები მართლაც უამრავი ხდება ჩვენ გარშემო, თუმცა, ამ შემთხვევაში, მეზობელს ერთ რამეში კი უნდა დავეთანხმოთ - როცა გარეთ თოვს და ყინავს, გამათბობელი აუცილებლად უნდა გვქონდეს, ოღონდ არა ჯიბეში, ან ზურგზე მოგდებული, არამედ - სახლში!..

სხვათა შორის, თუკი დრო არ გაქვთ, მოიაროთ ბაზრობები თუ მაღაზიები, Holst.ge ამ დილემას უმარტივესად მოგიგვარებთ: შეიძინეთ ჩვენთან ნებისმიერი სასურველი პროდუქტი, ამ შემთხვევაში, ელექტრო გამათბობელი და დედაქალაქისა თუ ქვეყნის მასშტაბით შეკვეთას ადგილზე მოგართმევთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - 50 ლარის ან მეტ შენაძენზე მიწოდება უფასოა.

სანამ Holst.ge-ზე განთავსებული ელექტრო გამათბობლები გახდება თქვენი მთავარი სამიზნე, მოდით, განვიხილოთ, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ ეს მოწყობილობა, მუშაობის რა თავისებურებებით გამოირჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენისას და ასე შემდეგ.

რატომ ელექტრო გამათბობელი?

როცა საჭიროა მხოლოდ ერთი ოთახის ან მცირე ზომის ბინის გათბობა, ცენტრალური ქვაბის დაყენება აშკარად არ ღირს. ჯერ ერთი, რომ რთულია და ძვირიც და თან დამატებით მომსახურებასაც საჭიროებს. აი, ელექტრო გამათბობელი კი შენობას უმალ გაათბობს, თანაც, მონტაჟთან დაკავშირებული ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა და ძალისხმევის გარეშე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Holst.ge-ზე ელექტრო გამათბობლები იმდენნაირია წარმოდგენილი, სასურველს აუცილებლად შეარჩევთ.

აგერ, ელექტრო გამათბობლების უპირატესობები:

  • ავტონომიურობა - მოწყობილობის მუშაობისთვის მხოლოდ როზეტია საჭირო. სითბოს გამომუშავება არ არის დამოკიდებული საწვავზე;
  • მობილობა - შესაძლებელია, გამათბობელი განათავსოთ ნებისმიერ სასურველ ადგილას, სადაც გაგიხარდებათ, მიიწიოთ სავარძელთან, საწოლთან ან პირიქით, მოშორებით დადგათ. მოდელების უმრავლესობა მარტივად თავსდება ავტომობილის საბარგულში და თუკი ხშირად გიწევთ აგარაკზე გამგზავრება და არც დამატებითი ხარჯის გაღება გსურთ, საკმარისია, გამათბობელი ხელს გააყოლოთ;
  • ეკონომიურობა - მოწყობილობას ჩართავთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. რეგულატორის დახმარებით კი თავად განსაზღვრავთ ხანგრძლივობასა და გათბობის დონეს;
  • კომპაქტურობა - ელექტრო გამათბობელს არ სჭირდება მონტაჟი და არც შენახვისთვის არის საჭირო ცალკე ფართი. მოწყობილობა მარტივად თავსდება თუნდაც საწოლქვეშ.

ელექტრო გამათბობლების სახეობები

ზეთის გამათბობელი - ლითონის ჰერმეტული კორპუსი მინერალური ზეთით არის შევსებული. ჩართვისას ჯერ მატულობს ზეთის ტემპერატურა, შემდეგ - კორპუსის, ბოლოს კი სითბო გარემოში იფანტება.

უპირატესობები:

  • მაღალი ნერციულობა - გათიშვის შემდეგ, გამათბობელი კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას;
  • არ დგება უსიამოვნო სუნი მტვრის დამწვარი ნაწილაკების გამო;
  • უხმაუროა სრული სიმძლავრით მუშაობის დროსაც კი;
  • ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო.

მინუსები:

  • დიდი ზომები;
  • არის საკმაოდ მძიმე და ნაკლებად მობილური;
  • გადაყირავების შემთხვევაში, არის კორპუსიდან ზეთის გაჟონვის რისკი.

კონვექტორი - მოწყობილობა შედგება ნასვრეტების მქონე ლითონის კორპუსისგან და გამათბობელი ელემენტისგან. მოქმედების პრინციპი ფიზიკის კანონებს ეფუძნება: სპირალის მიერ წარმოქმნილი თბილი ჰაერი ზევით ადის და ჩარჩოში გავლის შემდეგ ოთახში ვრცელდება.

უპირატესობები:

  • კედელზე დამონტაჟების, ან ფეხებზე დაყენების შესაძლებლობა;
  • თანამედროვე დიზაინი;
  • რეგულირების შესაძლებლობები;
  • კორპუსის არც ისე მაღალი ტემპერატურა, რაც შეხებისას დაწვის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს;
  • შედარებით მცირე წონა და მობილურობა.

მინუსები:

  • დიდი ფართის გათბობას დიდი დრო სჭირდება;
  • გათიშვის შემდეგ, კონვექტორი მალე ცივდება;
  • სპირალზე მოხვედრილი მტვერი უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზი ხდება;

თბოვენტილატორი - მოწყობილობის კორპუსში, გამათბობელი ელემენტის გარდა, ვენტილატორიც არის დამონტაჟებული. ფრთების ბრუნვის შედეგად, თბილი ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოიქმნება, რომელიც ოთახში სწრაფად ვრცელდება. მოწყობილობა კომპაქტური და ეფექტიანია. ჩართვიდან სულ რამდენიმე წუთში შენობა კომფორტულ ტემპერატურას ღებულობს.

უპირატესობები:

  • შენობის სწრაფად გათბობის შესაძლებლობა;
  • ჩვეულებრივ ვენტილატორად გამოყენების შესაძლებლობა;
  • მცირე წონა და მობილურობა.

მინუსები:

  • სხვა მოდელებთან შედარებით, ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს;
  • ხმაურიანი;
  • აშრობს ჰაერს;
  • გათიშვის შემდეგ სწრაფად ცივდება.

ინფრაწითელი გამათბობლები - ინფრაწითელი გამათბობლების მთავარი ელემენტი ნათურა, ან კვარცის მილაკია. მოწყობილობის გამოსხივება ათბობს არა ჰაერს, არამედ გარშემო არსებულ საგნებს: ავეჯს, ჭერს, იატაკს, კედლებს. ასეთი მოწყობილობის მოქმედების რადიუსში მყოფი ადამიანი სითბოს მყისიერად შეიგრძნობს. ჰაერი ოთახში მოგვიანებით თბება, უკვე უშუალოდ გამთბარი საგნებისგან.

ინფრაწითელი გამათბობლები მრავალვეფორანი ფორმებითა და ზომებით იწარმოება. შესაძლებელია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც კედელზე ან გნებავთ, ჭერზე მიამაგრებთ. ხშირად ირჩევენ პიკნიკებისთვის, ბუნებაში მოწყობილი ვახშმებისთვის, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ეს მოწყობილობა ბრწყინვალედ გამოიყენება ოთახების მუდმივი გათბობისთვისაც.

უპირატესობები:

  • უხმაურო მუშაობა;
  • ღია სივრცეებში გათბობის შესაძლებლობა (ვერანდები, აივნები);
  • ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარება;
  • გათბობის ელემენტებისა და სხვა აალებადი ნაწილების არარსებობა.

მინუსები:

  • გამათბობელი ნაკლებად ეფექტიანია ოთახში წინაღობებით;
  • სითბოს შეგრძნება ჩნდება გამათბობელთან ახლოს, ჰაერი ოთახში კომფორტული მხოლოდ საგნების გათბობის შემდეგ ხდება;

ელექტრო გამათბობლების დამატებითი ფუნქციები

  • ავტომატური გამორთვა - ამ ფუნქციით აღჭურვილია ყველაზე მარტივი მოდელებიც კი: მოწყობილობა გარკვეულ ტემპერატურამდე ცხელდება, შემდეგ კი ითიშება.
  • თერმოსტატი - უფრო ძვირადღირებული და თანამედროვე გამათბობლები შენობაში ტემპერატურას აკონტროლებენ. მოწყობილობა მაშინ ირთვება, როცა ტემპერატურა ეცემა და ითიშება მაშინ, როცა ჰაერი საჭირო დონემდე გათბება. თერმოსტატის ქონა ელექტროენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად ზოგავს.
  • ტაიმერი - ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, გამათბობელი ჩაირთოს ან გაითიშოს ადამიანისთვის სასურველ დროს. მოწყობილობის კლასიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ტაიმერით განისაზღვროს მუშაობის ხანგრძლივობა მაგალითად, მთელი კვირის მანძილზე.
  • დისტანციური მართვა - 21-ე საუკუნემ მოგვიტანა ისიც, რომ გამათბობლების ინსტრუქციაში გვხვდება ინფორმაცია ჩაშენებული Wi-Fi და Bluetooth მოდულების შესახებ. ასეთი მოწყობილობა დისტანციური ბლოკით არის აღჭურვილი და სმარტფონიდან ან კომპიუტერიდან მართვის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია გათბობის ჩართვა სახლში მისვლამდე 2 საათით ადრე.
  • დატენიანება - მოწყობილობის კორპუსში ჩაშენებულია ავზი სუფთა წყლისთვის. გამათბობლის მუშაობა, ხშირ შემთხვევაში, ჰაერის გამოშრობას იწვევს, დატენიანებით კი ამ უსიამოვნო მოვლენის კომპენსირება არის შესაძლებელი.

წესით, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ და იმედია, როცა Holst.ge-ზე ელექტრო გამათბობლის შეძენას მოიფიქრებთ, არჩევანის გაკეთება ბევრად უფრო მარტივად გამოგივათ.

აბა, სითბო, სიმყუდროვე, კარგი ამბები და სასიამოვნო განწყობა გქონდეთ მუდამ!..

Floria - ZLN8380 ელ. გამათბობელი კვარცის 800w

Floria eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - FLORIA
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი  - 6423154008380
  • წონა (კგ) - 0.875
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 2
  • რეჟიმი - 2

Luxell - LX-2832 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით BLACK 1500w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740128326
  • წონა (კგ) - 3.15
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 15m²
  • დახურული სივრცე - 20m²

SCHPINDEL QH1800-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 4 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869005004774
  • წონა (კგ) - 2.6           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებლი       
  • თერმოსტატი - კი   
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • ღია სივრცე - 13m² 
  • დახურული სივრცე - 24m²

KUMTEL -MH-2300 ვერტიკალური ელ-გამათბობელი BLACK 2300W

Kumtell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - KUMTEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2300W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740512798
  • წონა (კგ) - 4.95
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - რეგულირებადი
  • მილაკების რაოდენობა - 2
  • ღია სივრცე - 15m²
  • დახურული სივრცე - 20m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება