ელექტრო გამათბობელი - ზამთრის განუყოფელი ნაწილი |
ელექტრო გამათბობელი - ზამთრის განუყოფელი ნაწილი |
ზამთარი მოდის. „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებლებისთვის, ეს ფრაზა კარგად ნაცნობია. როგორც ჩანს, წელიწადის ამ დროს, წინ განსაკუთრებული სამზადისი უძღვის. მნიშვნელობა არ აქვს სერიალია თუ რეალობა. ამიტომაც, ჩვენც შეგახსენებთ რომ ზამთარი მოდის და გამათბობლის შესაძენად ზუსტი დროა. მერე კი სიცივეს საიმედოდ შეიარაღებული დახვდებით. ოთახსაც სასურველ ტემპერატურაზე გაათბობთ და გზააბნეულ წვიმის წვეთებს, თვალს მშვიდად მიადევნებთ.
ზამთრის სუსხი ძვლებშიც კი ატანს და ოთახში შემოღწევაც არ გაუჭირდება. ამიტომ, მძლავრი გამათბობელია საჭირო. ჩამოთვლილი ხელსაწყოები კი მაინცდამაინც დიდ ტერიტორიას ვერ ათბობს. სულ მის იმედად ვერ იქნებით. ზოგჯერ ჩართავთ, სივრცესაც საკმარის ტემპერატურას შემატებს და თქვენც, თუმცა, ჯობია უფრო ალტერნატიულ წყაროდ შემოიტოვოთ.
ინსტრუმენტი კომპაქტური და უპრეტენზიოა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გაჩნდება და ჩვეულ საქმიანობაში ჩაებმება. გამოყენება კი ბევრ ადგილას შეიძლება. გათბობა არა მარტო მისაღებში, არამედ საძინებელშიც საჭიროა. რიგი მიზეზების გამო კი ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. სინამდვილეში სრულიად ხელმისაწვდომია. დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, ელექტრო გამათბობელი რომ ჩართოთ, პრობლემა მაშინვე გადაიჭრება. ოთახი იმ ტემპერატურამდე მაინც გათბება, საბნის გარეთ დარჩენილი ხელი რომ არ მიგეყინოთ. დამეთანხმებით, ეს ბევრს ნიშნავს. ბოლოს კი აუცილებელია, გათბობა გამორთოთ და მშვიდ ძილში გადაეშვათ.
როგორმე აბაზანის გათბობაც უნდა შევძლოთ! მერწმუნეთ, მარტივია. როცა საქმეში ელექტრო გამათბობელი ერთვება, ყველაფერი მოგვარებადია. აბაზანაში ყველანაირი სახის გამათბობელს ვერ გამოიყენებთ. ამ სვრცისთვის პატარა და კომპაქტური ხელსაწყოა საჭირო. აუცილებელია რომ წყლის წვეთები არ ხვდებოდეს და საშხაპიდან რაც შეიძლება შორს იდგეს. სხვა მხრივ სრულიად უპრობლემოა. მსგავსი ადგილებისთვის სპეციალური ხელსაწყო არსებობს. მოგვიანებით, მასზეც მოგიყვებით.
ერთი ელექტრო გამათბობელი ყველა სახლში უნდა იყოს. თუნდაც, ახლა არ გჭირდებოდეთ, მაინც. არავინ იცის როდის გამოგვადგება და რა საგმირო საქმეებს ჩაიდენს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ბუნებრივი აირით თბება. ერთ დღესაც კი შეიძლება ტექნიკური სამუშაოები ჩატარდეს და აირის მოწოდება შეწყდეს. ცივი დღეების გათბობის გარეშე გადატანა კი შეუძლებელია. ასეთ დროს კი გვგონია, რომ თავს ზემოთ ძალა არ არის?! სწორედ ელექტრო გამათბობელია ალტერნატივა, რომელიც ღრუბლიან ცაზე მზეს გამოიყვანს. გადაუდებელი სიტუაციებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
ელექტრო გამათბობლებს ათასი განმასხვავებელი თვისება აქვს. მთავარ სხვაობას კი სიმძლავრეში ვაწყდებით. თავდაპირველად ვახსენეთ რომ მთელი სახლის გასათბობად საკმარისი არ არის. მართლაც ასეა, მაგრამ სიმძლავრესაც გააჩნია. მეორე სხვობა სწორედ სივრცეებია. კონკრეტულად, ის ტერიტორია, რომელსაც მარტივად და სრულყოფილად ათბობს. ამიტომ, შედარებით დიდი სივრცისთვის მძლავრი გამათბობელი დაგჭირდებათ. ზოგიერთ ხელსაწყოს კომპლექტაცია მოყვება. მასში კი ჰაერის დამატენიანებელი შედის. მსგავსი სახის ინსტრუმენტები ჰაერს აშრობს. ამის თავიდან ასარიდებლად კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგრამ ყველაზე გამართლებული სპეციალური დამატენიანებლის გამოყენებაა. სხვაობას წონაშიც ვაწყდებით. მძიმე არცერთი არ არის. ხელსაწყოები მსუბუქი ან საშუალო წონისაა.
საიტს რომ თავი დავანებოთ, ბლოგშიც მრავალფეროვნებაა. სხვადსხვა ბრენდის ოთხ გამათბობელს გთავაზობთ. Schpindel, zilan და floria ერთმანეთზე უკეთეს ინსტრუმენტებს წარმოგიდგენთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა უმაღლესი ხარისხისაა. სიცრუე არ გეგონოთ, ზუსტად ასეა. როცა დატესტავთ, იმავეს იტყვით. დროა დეტალურად გავიგოთ, თუ სად რომელი გამათბობელი გამოგადგებათ.
Schpindel - ის ელექტრო გამათბობელზე სასაუბრო ბევრია. მაშ ასე, დავიწყოთ და ახლოდან გავიცნოთ. პირველ რიგში რომ სიმძლავრე არ ვახსენოთ, დანაშაული იქნება. 1800 W დიდი ძალაა. იმდენად დიდი, რომ ოთახს მარტივად და სწრაფად ათბობს. სამი მილაკის საშუალებით, სასურველ ტემპერატურაზე უპრობლემოდ გადართავთ. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, იმ თვისებებთან შედარებით, რაც აქვს. იცოდით რომ გამათბობლის გამოყნება ღია სივრცეშიც შეგიძლიათ ? რა ცოდნა ამას უნდაო იტყვით, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. გარეთაც კი საკმაოდ დიდ ტერიტორიას ათბობს, ამიტომ, მოშორებითაც რომ მოეწყოთ, სითბო მაინც მოგწვდებათ. ასე რომ, მეგობრების მოპატიჟება და აივანზე ცხელი ჩაის დაგემოვნება, თამამად შეგიძლიათ. Schpindel - ის ელექტრო გამათბობელი კი, სითბოს არ მოგაკლებთ.
უპირატესობები:
შემდეგი ბრენდი Zilan - ია. ბევრი საქებარი სიტყვით უნდა შევამკოთ, რადგან იმსახურებს. მაღალი სიმძლავრე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დახურულსა და ღია სივრცეში გამოვიყენოთ. ორივე ადგილს თბილ ჰაერს მატებს, მაგრამ ოთახში ბევრად ეფექტურია. უფრო დიდ დახურულ ტერიტორიას ათბობს, ვიდრე ღიას. კომპლექტაციაში ჰაერის დამატენიანებელი მოყვება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არც გამომშრალი ჰაერი იქნება და არც თავის ტკივილი. ხელსაწყო ოთხ მილაკიანია. მათი მეშვეობით კი სასურველ ტემპერატურაზე სწრაფად გადართავთ. ასევე, თერმოსტატი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ვერ ვიტყოდით რომ მსუბუქია, უფრო საშუალო წონისაა. რაც უნდა იყოს, ფაქტია რომ ხელსაწყო ძალიან კომფორტულია.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
როდის იყო Zilan ერთი ხელსაწყოთი იფარგლებოდა ? მეორე გამათბობელი რადიკალურად განსხვავებულია. სიმძლავრის კუთხით არა, უფრო სხვა მხრივ. ინსტრუმენტს რეგულირებადი თერმოსტატი და ოთხი მილაკი აქვს. ორ რეჟიმში მუშაობს, რაც დამატებითი უპირატესობაა. ასევე, ერთი კარგი ფუნქცია აქვს, კერძოდ, გადახურებისგან დაცვა. ელექტრო გამათბობლების ნაწილი, დიდხნიანი მუშაობის შემდეგ, უჩვეულოდ ცხელდება. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, სწორედ ეს არ გვათბობს ? კი, ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გადახურებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, როცა ხელსაწყო ნორმაზე მეტად გაცხელდება, დამცავი ფუნქცია ავტომატურად ჩაირთვება.
უპირატესობები:
აბაზანის გამათბობელი ვახსენეთ და აი, ამ ნაწილსაც მივადექით. ხელსაწყოს გამოყენება ყველგან შეიძლება, კონკრეტული სივრცე არ აქვს. თუმცა, მხოლოდ პატარა ტერიტორიას ათბობს. ამიტომ, აბაზანაში საუკეთესოა. ორ მილაკიანია და ტემპერატურის კონტროლი მარტივია. უპირატესობებს შორის ხელმისაწვდომი ფასიცაა. ინსტრუმენტი ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია. მოკლედ, თავსაც შეგაყვარებთ და მაქსიმალურადაც გაგათბობთ.
უპირატესობები: