ელექტრო გამათბობელი, ეფექტური გათბობისთვის

ზამთარი მოვიდა და გათბობის საშუალება, ყველაზე აქტუალური საკითხია. ასეთ დროს, სწრაფი და კომპაქტური საშუალება კი ელექტრო გამათბობელი არის. უამრავი ელექტრო გამათბობელი არსებობს, რომლის შეძენაც ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ, თუმცა ყველა მათგანი არ არის გონივრული არჩევანი. იმისათვის, რომ თქვენზე მორგებული ელექტრო გამათბობელი შეიძინოთ რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.

Luxell დაბალბიუჯეტური ელექტრო გამათბობელი

Winger-ის ელექტრო გამათბობელი თერმოსტატით

Zilan-ის ელექტრო გამათბობელი ჰაერის დამატენიანებელით

Schpindel-ის უმაღლესი ხარისხის გამათბობელი თერმოსტატით

სიმძლავრე

ეს კომპონენტი ყველაზე ხშირად ელექტრო გამათბობელის შესაძლებლობებზე მიუთითებს, თუმცა მეორე მხარე მისი დანახარჯია. რაც უფრო მაღალია ვოლტაჟი, მით მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ელექტრო გამათბობელი. ასე რომ, ერთის მხრივ, შესაძლოა ელექტრო გამათბობელის სიმძლავრეზე მისი გამათბობელი ეფექტი იყოს დამოკიდებული, მეორეს მხრივ კი ზედმეტად მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარდეს ამ პროცესში. მძლავრი ელექტრო გამათბობლები სხვადასხვა მწარმოებლის შეგხვდებათ ბაზარზე, თუმცა უნდა ეცადოთ აირჩიოთ შეძლებისდაგვარად ენერგოეფექტური მოდელი. ანუ ამ სიმძლავრე ეფექტურად უნდა იყენებდეს სითბოს წარმოსაქმნელად. დიდი სიმძლავრე გათბობის მაღალ ეფექტს და დიდ არეალს უნდა გულისხმობდეს. სხვა შემთხევაში მაღალი სიმძლავრის ელექტრო გამათბობელის შეძენა არ არის გონივრული არჩევანი. ჩვენი ონლაინ მაღაზიაში სხვადასხვა მწარმოებლის, სიმძლავრის და სხვა მახასიათებლებით გამორჩეულ ელექტრო გამათბობლები არის წარმოდგენილი. ზედმიწევნით ზუსტად წარმოდგენილი დახასიათებები კი წარმოდგენას მარტივად შეგიქმნით, თუ რის მაქნისია ესა თუ ისე ელექტრო გამათბობელი. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ელექტრო გამათბობელის შესაძენად, ყველაზე კომფორტული მეთოდი სწორედ ონლაინ შეძენაა, განსაკუთრებით კი ჩვენი ონლაინ მაღაზიაში.

გარანტია

ელექტრო მოწყობილობები მალფუჭებადობით გამოირჩევიან. ამიტომაც, საგარანტიო ფურცელი გადამწყვეტი უნდა გახდეს ელექტრო გამათბობელის შეძენისას. მრავალი გადამყიდველი არ უზრუნველყოფს ელექტრო გამათბობელის გარანტიას და შედეგად, იქ შეძენილი ელექტრო გამათბობლები არ სარგებლობენ მაღალი ნდობით. თუმცა, პატარა მაღაზიებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თითოეული პროდუქტი, ამ შემთხვევაში კი ელექტრო გამათბობელი, გრძელი საგარანტიო პერიოდით აღჭურვონ. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო გამათბობელი არ არის ის ნივთი, რომელსაც ყოველი ზამთრის დადგომისას შეიძენთ. ერთხელ შეძენილი ელექტრო გამათბობელი რამდენიმე წელიწადს უნდა მოგემსახუროთ. ამიტომაც, აარჩიეთ ისეთი პროვაიდერი, რომელიც საკუთარ პროდუქციას იმდენად ენდობა, რომ მას გრძელი საგარანტიო პერიოდით აღჭურვავს.

წონა

ელექტრო გამათბობელის გადაადგილება შესაძლოა ხშირად მოგიწიოთ, ამიტომაც, მისი მასა ზედმეტად დიდი არ უნდა იყოს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს შესაძლებელი გახადა და ელექტრო გამათბობელის მასა მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, არ ვიტყოდით უარს კიდევ უფრო მსუბუქზე (თუ, რა თქმა უნდა, მიწაზე მყარად იდგება). ელექტრო გამათბობელის წონა არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად გასათვალისწინებელი მახასიათებელია, თუ მისი მხოლოდ ერთ ადგილზე ყოფნა არ გაქვთ გადაწყვეტილი. ასევე მნიშვნელოვანია, მისი ზომა. დიდი ზომის ელექტრო გამათბობელი არა მხოლოდ მოხმარების პროცესშია არაკომფორტული, ასევე ზამთრის წასვლის შემდეგ მისი შენახვაც არ უნდა გახდეს პრობლემა.

ელექტრო გამათბობელის ფუნქციები

თანამედროვე ელექტრო გამათბობლები სხვადასხვა დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი, მათ შორის რეჟიმების შერჩევის შესაძლებლობით, თერმოსტატით, თუ ჰაერის დამატენიანებელით

რეჟიმის შერჩევა - თქვენთვის სასურველი ტემპერატურის დაყენებაში დაგეხმარებათ. თუ ოთახში ზედმეტად ცხელა ან ზედმეტად ცივა, შესაბამისად, შეგიძლიათ დაუწიოთ ან აუწიოთ რეჟიმს. უმეტესობა ელექტრო გამათბობელი აღჭურვილია სამი რეჟიმით: ერთი ელექტრო მილით მუშაობა - დაბალი ეფექტურობით გასათბობად, ორი ელექტრო მილით მუშაობა - საშუალო ეფექტურობით გასათბობად და სამი ელექტრო მილით მუშაობა - მაღალი ეფექტურობისთვის.

თერმოსტატი - მას თითქმის იგივე ფუნქცია გააჩნია რაც რეჟიმების ღილაკს, თუმცა ამ შემთხვევაში სასურველი ტემპერატურის შერჩევა კიდევ უფრო მეტი სიზუსტით არის შესაძლებელი. თერმოსტატი გაძლევთ საშუალებას ზუსტად განსაზღვროთ გათბობის ეფექტურობა და დააყენოთ ის ნებისმიერ სიმძლავრეზე 0%-დან 100%-მდე. ასე რომ, ელექტრო გამათბობელი, რომელსაც აქვს თერმოსტატი, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ელექტრო გამათბობელია.

ჰაერის დამატენიანებელი - ეს ფუნქცია კიდევ უფრო ეფექტურს ხდის გათბობის პროცესს. ვინაიდან, ცხელი წყლის ორთქლი მეტი სისწრაფით და მასშტაბით ვრცელდება სივრცეში, გააჩნია გათბობის უფრო მეტი ეფექტიც. ამიტომაც, წყლის დამატენიანებელი საკმაოდ გონივრული დანამატია ელექტრო გამათბობელისთვის.

თითოეული დამატებითი ფუნქცია, ელექტრო გამათბობელს კიდევ უფრო პრაქტიკულს და ეფექტურს ხდის. ამიტომაც, კარგად გაეცანით მის შესაძლებლობებს შეძენამდე და სწორად განსაზღვრეთ არჩევანი.

გავრცელების სივრცე

ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია ელექტრო გამათბობელის სითბოს გავრცელების არე. არც უფრო დიდია ელექტრო გამათბობელი სითბოს გავრცელების სივრცე, მით უფრო დიდ ფართობზე ათბობს ის. ამ კუთხით ორი მახასიათებელი არსებობს: დახურულ სივრცეში სითბო გავრცელების ეფექტურობა და ღია სივრცეში გავრცელების ეფექტურობა. ამ კომპონენტს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ელექტრო გამათბობელის მაქსიმალური ეფექტურობა გაინტერესებთ. ამასთან, გაითვალისწინეთ ის, თუ სად აპირებთ ელექტრო გამათბობელი დადოთ, თუ ეს იქნება ღია სივრცე ან ძალიან დიდი ოთახი, მაშინ ყურადღება მიაქციეთ ელექტრო გამათბობელის მახასიათებელს - ეფექტურობას ღია სივრცეში. ხოლო, თუ დახურულ სივრცეში აპირებთ განათავსოთ, შესაბამის მახასიათებელს.

Holst.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც უამრავ საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიულ ხელსაწყოებს, ტექნიკას და სხვ. შეხვდებით. ჩვენი ონლაინ მაღაზია ორიენტირებულია მაქსიმალურად დაბალ ფასად ჰქონდეს ქართველ მომხმარებელს საჭირო, ხარისხიანი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა. ასევე, ჩვენი ადგილზე მიწოდების სერვისი, სრულიად უფასოდ მოგაწვდით თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

Luxell-LX-2831 eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ინფრაწითელი გამათბობელი         
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 3.015 
  • კვების წყარო - 220-240V       
  • მილაკების რაოდენობა - 3         
  • რეჟიმი - 3         
  • ღია სივრცე - 11m²   
  • დახურული სივრცე - 21m²

Luxell-ის ელექტრო გამათბობელი, რომელსაც სამი კვარცის რეჟიმი გააჩნია, ძალიან კომფორტული და ეფექტურია თითქმის ნებისმიერი მსურველისთვის. არის ენერგოეფექტური და სხვა ელექტრო გამათბობელებთან შედარებით, ეკონომიური. გააჩნია სამი ელექტრო მილი, რომელიც სივრცის გათბობას უზრუნველყოფს. სითბოს გავრცელების მაქსიმალური არეალი არის 21 მ2 დახურულ სივრცეში ხოლო 11 მ2 ღია სივრცეში. მისი წონა სულ რაღაც სამი კილოგრამია, ამიტომაც მარტივად შეძლებთ მის გადაადგილებას შორ მანძილზეც.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ენერგოეფექტური
  • ეკონომიური

Winger - WIHIP20 ინფრაწითელი გამათბობელი 2500W

Winger-WIHIP20 infrawiteli gamatbobeli

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ინფრაწითელი გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2500W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 3.34
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - რეგულირებადი
  • მილაკების რაოდენობა - 1
  • ღია სივრცე - 10m²
  • დახურული სივრცე - 20m²

WINGER-ის ელექტრო გამათბობელი არის ძალიან გამძლე და ხარისხიანი. გააჩნია მაღალი სიმძლავრე და შესაბამისად, ნაკლებად ეკონომიურია, თუმცა მისი გამძლეობის ხარჯზე დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. სითბოს გავრცელების მაქსიმალური არე 20 მ2-ია დახურულ სივრცეში, ხოლო 10მ2 ღია სივრცეში.  გააჩნია რეგულირებადი თერმოსტატი, რის დახმარებითაც, ნებისმიერ სასურველ ტემპერატურაზე დააყენებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • თერმოსტატი

ZILAN-20337 ZLN0337 - კვარცის გამათბობელი 1600W

ZILAN-20337-ZLN0337 kvarcis gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი     
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 10       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებლი     
  • თერმოსტატი - კი       
  • მილაკების რაოდენობა - 4         
  • ღია სივრცე - 11m²   
  • დახურული სივრცე - 21m²

ZILAN-ის კვარცის გამათბობელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი ელექტრო გამათბობელი არის Holst.ge-ზე. დაბალი სიმძლავრით მაღალ ეფექტურობას გამოიმუშავებს, ასე რომ, არის ენერგოეფექტური და ეკონომიური. ელექტრო გამათბობელის სითბოს გავრცელების მაქსიმალური სივრცე არის 21მ2 დახურულ სივრცეში, ხოლო 11მ2 ღია სივრცეში. ერთადერთ „ნაკლი“ მისი მასაა, რომელიც 10 კილოგრამს შეადგენს. თუმცა თუ მის ხშირად გადაადგილებას არ გეგმავთ, ჩვენი ადგილზე მოწოდების სერვისით, ელექტრო გამათბობელის მასა პრობლემას არ წარმოადგენს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • ენერგოეფექტურობა
  • ეკონომიურობა

SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

SCHPINDEL-QH2000 eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი     
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 2.5       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • თერმოსტატი - კი       
  • მილაკების რაოდენობა - 3         
  • ღია სივრცე - 13m²   
  • დახურული სივრცე - 24m²

Schpindel-ის უმაღლესი ხარისხი ელექტრო გამათბობელი ენერგოეფექტური და ეკონომიურია. აქვს თერმოსტატი, რითაც მარტივად მიიღებთ სასურველ სითბოს ტემპერატურას. იწონის სულ რაღაც 2,5 კილოგრამს, რაც მის პრაქტიკულობასა და კომპაქტურობაზე უსვამს ხაზს.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ენერგოეფექტურობა
  • ეკონომიურობა
  • თერმოსტატი
  • გავრცელების სივრცე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება