ელექტრო გამათბობელი - შეხვდი ზამთარს კომფორტულად |
ელექტრო გამათბობელი - შეხვდი ზამთარს კომფორტულად |
ზამთრის ცივ დღეებს ელექტრო გამათბობელი შეგიმსუბუქებთ. თბილ ოთახში მყოფს, უამინდობა საინტერესო დაკვირვების ობიექტად გექცევათ. სითბოსა და სიმყუდროვეში, ფანჯრიდან გახედავთ მიდამოს და თავს სასიამოვნოდ იგრძნობთ. გამათბობლის გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია. სათანადოდ აღჭურვისას კი, სიცივესთან დაკავშირებული პრობლემები ქრება. სწორად შერჩეული ელექტრო გამათბობელი კომფორტულობის გარანტია.
Schpindel - ის მძლავრი ელექტრო გამათბობელი, საუკეთესოდ ათბობს დახურულ სივრცეს. გარდა ამისა, ღია სივრცისთვისაც გამოიყენება. მართალია მასშტაბურობა ნაკლები აქვს, მაგრამ გარე ტერიტორიისთვის საკმარის სითბოს გამოყოფს. 3 მილაკის მეშვეობით, ტემპერატურა მარტივად რეგულირდება. მაღალ, დაბალ თუ საშუალო მაჩვენებელზე დაყენება, სრულიად კომფორტულადაა შესაძლებელი. სიმსუბუქიდან გამომდინარე, გადაადგილება უპრობლემოა. ნებისმიერ ადგილზე გადატანას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ერთწლიანი გარანტიით ისარგბელებთ.
უპირატესობები:
ბრენდ Zilan- ზე რა შეიძლება ითქვას ? კარგის გარდა ვერაფერს ვიტყვით, რადგან ხარისხიან ხელსაწყოებს გთავაზობთ. ამჯერად, დახვეწილი დიზაინისა და გამძლეობით გამორჩეულ ელექტრო გამათბობელს წარმოგიდგენთ. წინა მოდელთან შედარებით, ნაკლები სიმძლავრისაა და შესაბამისად, უფრო მცირე სივრცეს ათბობს. პატარა ოთახისთვის კარგად გამოიყენებთ, მაგრამ დიდი სივრცისთვის მძლავრი გამათბობელი უკეთესია. 4 მილაკიანი ხელსაწყოს 3 რეჟიმი აქვს. ამის შერჩევა სასურველი ტემპერატურის მიხედვით შეგიძლიათ. მაღალ რეჟიმზე ჩართვით, სივრცეს უფრო მძლავრად გაათბობს. კომპლექტაციაში ჰაერის დამატენიანებელი მოყვება. ელექტრო გამათბობლების უმეტესობა ჰაერს აშრობს, ამიტომ დახურულ სივრცეს სპეციალური დატენიანება სჭირდება. აღნიშნულ მოდელს კი, ხლესაწყო თან ახლავს. ხელმისაწვდომი ფასი შეძენას უფრო გიმარტივებთ. მსუბუქია წონითაც და საჭიროების შემთხვევაში, ერთწლიანი გარანტიაც თქვენს ხელთაა.
უპირატესობები:
Luxell- ის ინფრაწითელი გამათბობელი გამძლე და კომპაქტურია. მაღალი სიმძლავრის მეშვეობით, ღია და დახურულ სივრცეს საკმარისად ათბობს. რა თქმა უნდა, შიდა ტერიტორიას უფრო ფართო მასშტაბზე ერევა, ვიდრე გარეს. 3 მილაკიან ელექტრო გამათბობელს 3 რეჟიმი აქვს. მართვას კი უმარტივესად შეძლებთ. ყველაფერს ხელმისაწვდომი ფასიც ემატება და მთლიანობაში საუკეთესო შემოთავაზება გამოდის.
უპირატესობები:
ელექტრო გამათბობელი ყველასთვის საჭირო ნივთია. მისი გამორჩევა ბევრი მახასიათებლით შეიძლება. უმეტესი მათგანი მსუბუქი და კომპაქტურია. გადაადგილება უპრობლემოა და როგორც დახურული, ასევე, ღია სივრცისთვისაც გამოდგება. თანამედროვე გამათბობლები ელექტრო ენერგიის გადასახადსაც შეგიმსუბუქებთ. ასევე, საუკეთესო ალტერნატივაა რთული სიტუაციებისთვის. სივრცეს სწრაფად ათბობს, რაც მეტად კომფორტულია. სახლიდან გაუსვლელად, ხარისხიან ელექტრო გამათბობელს კი, Holst.ge- ზე შეიძენთ.