ელექტრო ხერხის მწარმოებელი ლიდერი ბრენდები

თუ ელექტრო ხერხით ხართ დაინტერესებული Holst.ge-ზე სწორად ხართ. ჩვენთან ელექტრო ხერხის ძალიან დიდი არჩევანია და მათი დიფერენცირება შეიძლება, როგორც მახასიათებლების მიხედვით, ასევე ბრენდების მიხედვით. Holst.ge-ზე შეხვდებით წამყვანი ბრენდების ელექტრო ხერხებს. ესენია: TOLSEN, B&D, CROWN, Dewalt. იმისათვის, წარმოდგენა შეგექმნათ თქვენს მომავალ ელექტრო ხერხზე განვიხილოთ ბრენდები.

დაბალანსებული მოდელი

ელექტრო ხერხი მოყვარულთათვის

ხერხი პროფესიონალებისთვის

უმაღლესი ხარისხი

TOLSEN

TOLSEN აწარმოებს შედარებით დაბალბიუჯეტურ ელექტრო ხერხებს, რომელიც ხელმისაწვდომია ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც დიდი ფულის გადახდას არ გეგმავენ ელექტრო ხერხში, თუმცა უნდათ სახლში ისეთი ნივთი წაიღონ, რომლის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია დროგამოშვებით თუ ინტენსიური მუშაობებისათვის. TOLSEN-ის მთავარი მიზანიც ისაა, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა საჭირო ინდუსტრიული ელექტრო ხერხი შეიძინონ, მიუხედავად იმისა არის ელექტრო ხერხის მოხმარება მათი პროფესიის შემადგენელი ნაწილი თუ არა.

Black&Decker

B&D-ის პროდუქცია TOLSEN-თან შედარებით უფრო მაღალი ხარისხისაა, თუმცა ძირითადად მაინც მოყვარულებზე გათვლილი. მისი ელექტრო ხერხი დაბალანსებული მონაცემებისაა და კარგი მოვლის შემთხვევაში აუცილებლად დიდხანს გაგიძლებთ. თუ სახლისთვის, სახელოსნოსთვის ან მცირე საამქროსთვის აპირებთ ელექტრო ხერხის შეძენას, B&D ყველა შემთხვევაში კარგი არჩევანია

CROWN

CROWN-ის ელექტრო ხერხი მაღალხარისხიანია. შვეიცარული ბრენდი ცდილობს ხელმისაწვდომ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შექმნას, მისი საინჟინრო სამუშაოების დამსახურებით. CROWN-ის წარმოებული პროდუქციას დიდი სასიცოცხლო ვადა აქვს, შესაბამისად შეიძლება ითქვას, მისი შეძენისას ფულს ზოგავთ. პროფესიონალები ძირითადად CROWN-ის და  DEWALT-ის ელექტრო ხერხებს შეიძენენ ხოლმე.

Dewalt

DEWALT-ის ელექტრო ხერხი კი უმაღლესი ხარისხისაა და საკმარისი დანაზოგის შემთხვევაში სახლში საუკეთესო ვარიანტს წაიღებთ. ამ კომპანიის ასწლიანი ისტორია და გამოცდილება საშუალებას აძლევს შექმნან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, ინდუსტრიული პროდუქტი.

TOLSEN TOL1580-79541 ელ.ხერხი INDUSTRIAL 710W

Tolsen 79541 eleqtro kherkhi

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი
  • სიმძლავრე 710W
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.67
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • მუშაობის სიღრმე ხე: 115mm მეტალი: 3mm
  • კომპლექტაცია ხეზე და მეტალზე სამუშაო პირი

TOLSEN-ის  ელექტრო ხერხი საკმაოდ დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. 710 W სიმძლავრე საკმაოდ მაღალი სიმძლავრეა ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად და მისი სულ რაღაც ორნახევარ კილოგრამიანი კორპუსი კომფორტულია გამოსაყენებლად. თუ ელექტრო ხერხი ძალიან დიდი დატვირთვისთვის არ გჭირდებათ TOLSEN კარგი არჩევანია.

უპირატესობები:

  • დაბალბიუჯეტურობა
  • სიმძლავრე

B&D KS880EC-QS-ელ. ხერხი 400W

Black&Decker KS880EC-QS

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი
  • სიმძლავრე 400W
  • ზომა 10mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.27
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 4500min
  • მუშაობის სიღრმე 239mm

B&D-ის ელექტრო ხერხი თანაბრად კარგია სახლის თუ სახელოსნოს და მცირე საამქროში გამოსაყენებლად. 400w სიმძლავრე ერთი შეხედვით არც თუ ისე დიდია თუმცა მაღალი ბრუნვის სიჩქარით ძალიან მალე მოათავებთ სამუშაოებს. ეს მოდელი საკმაოდ კომფორტული და კომპაქტურია. ყველა ამ ღირსებასთან ერთად ღრმა ჭრის უნარიც გააჩნია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • ჭრის სიღრმე

CROWN CT15133-ელექტრო ხერხი 1010W

Crown CT15133

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი
  • სიმძლავრე 1010W
  • ზომა 28mm
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 4.55
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 300-2400min
  • მუშაობის სიღრმე ხე: 250mm მეტალი: 120mm
  • კომპლექტაცია 1 საცვლელი პირი

CROWN-ის მაღალხარისხიანი ელექტრო ხერხი კი ნებისმიერი სიდიდის და ინტენსივობის სამუშაოებს გაართმევს თავს თავისი 1010W სიმძლავრით. ახორციელებს 300 დან 2400 მდე ბრუნს წამში, რაც გამოგადგებათ მყარი მასალის გაჭრაში. აქვს დიდი მუშაობის სიღრმე და დამატებით მოყვება საცვლელი პირი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია

Dewalt DWE305PK-QS ელ. ხერხი 1100W

Dewalt DWE305PK-QS eleqtro kherkhi

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი
  • სიმძლავრე 1100W
  • ზომა 29mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.5
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • მუშაობის სიღრმე ხე: 280mm ლითონი: 100mm PVC: 130mm

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • საცვლელი პირები

ბოლოს კი პროფესიონალების ფავორიტი DeWalt-ის ელექტრო ხერხი განვიხილოთ, 1100W სიმძლავრით. ის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ბაზარზე და მასიური და ინტენსიური სამუშაოებისთვის არის შექმნილი. კომფორტული და კომპაქტურია, რადგან 3.5 კილოგრამს იწონის.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება