რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო ხერხის შეძენისას

ამ ბლოგში მოგიმზადეთ საუკეთესო ელექტრო ხერხების მიმოხილვა, რომლის შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შეგიძლიათ.

ელექტრო ხერხი მოყვარულებისთვის

დაბალანსებული ელექტრო ხერხი

პროფესიონალური ელექტრო ხერხი

ელექტრო ხერხი ხელის ხელსაწყოა, რომელიც პირველ რიგში დეინსტალაციისთვის გამოიყენება და ამ საკითხში მას ბადალი არ ჰყავს. ელექტრო ხერხების სწორი პირი სწრაფად მოძრაობს წინ და უკან, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად გაჭრან ხის, პლასტმასის ან ლითონის მასალა მომხმარებლის მინიმალური ძალისხმევით. მათი ერგონომიული დიზაინი კი საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ ელექტრო ხერხი პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაში, რაც სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ. ამ მახასიათებლით, ელექტრო ხერხები იდეალურია მჭიდრო და უხერხულ ადგილებში სამუშაოდ. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ხართ თუ უბრალოდ მოყვარული, ელექტრო ხერხი თქვენი ინსტრუმენტების კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვისას

ელექტრო ხერხის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პროექტებში გამოიყენებთ მას. ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის, თქვენ ალბათ მძლავრ მოდელს მოისურვებთ და ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ ზომას და მობილობას. ხოლო თუ სანტექნიკაზე მუშაობთ, თქვენთვის უფრო მეტი სარგებელის მომტანი პატარა, მანევრირებადი ელექტრო ხერხი არის. 

რის მიხედვით ავარჩიეთ განხილული ელექტრო ხერხები

ვინაიდან ელექტრო ხერხები სხვადასხვა ზომისაა, ამ სტატიაში შევიტანეთ ფართო ასორტიმენტი, პატარა მოდელებიდან დაწყებული - რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ცალი ხელით, საშუალო ზომის - რომელიც მაქსიმალურ მრავალფეროვნებას გთავაზობთ და ელექტრო ხერხი მძიმე სამუშაოსთვის - ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის.

TOLSEN TOL1580-79541 ელ.ხერხი INDUSTRIAL 710W

Tolsen eleqtro xerxi

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი       
  • სიმძლავრე 710W
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.67     
  • კვების წყარო 220-240V                                 
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min     
  • მუშაობის სიღრმე ხე: 115mm მეტალი: 3mm
  • კომპლექტაცია ხეზე და მეტალზე სამუშაო პირი

Tolsen-ის ელექტრო ხერხი მობილური და კომპაქტური ელექტრო ხერხია. მისი სიმძლავრე საკმარისია სახლის და მოზრდილი პროექტებისთვის. ეს ელექტრო ხერხი სულ რაღაც 2,67 კილოგრამს იწონის. თუ ელექტრო ხერხის შეძენას თქვენი პროფესიული სამუშაო პირდაპირ არ მოითხოვს და მხოლოდ ირიბი საჭიროებაა, ან სახლის საქმეების გაკეთება გინდათ სრულყოფილად, მაშინ Tolsen-ის ელექტრო ხერხი შესაძენად ძალიან კარგი ვარიანტია. ამას ემატება ის, რომ ამ ელექტრო ხერხის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ ჩვენ ონლაინ მაღაზიაში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მანევრირება
  • კომპაქტურობა
  • კომფორტულობა

CROWN CT15133-ელექტრო ხერხი 1010W

crown eleqtro xerxi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი
  • სიმძლავრე 1010W
  • ზომა 28mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.55
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 300-2400min
  • მუშაობის სიღრმე ხე: 250mm მეტალი: 120mm
  • კომპლექტაცია 1 საცვლელი პირი

CROWN-ის მაღალი ხარისხის ელექტრო ხერხი საშუალო სიდიდის და სიმძლავრის წარმომადგენელია, რის ხარჯზეც კიდევ უფრო გაზრდილია მისი მრავალფუნქციურობა. CROWN-ის ელექტრო ხერხი დაბალანსებულია პატარა და დიდ პროექტებზე თანაბარი ეფექტურობით სამუშაოდ. გაზრდილია სიმძლავრე, რაც დიდ პროექტებში გამოგადგებათ. თუმცა, მაქსიმალურად შენარჩუნებულია ზომა, რომ მანევრირებადი იყოს. 4,55 კილოგრამი არ არის პატარა ცალი ხელით მუშაობისთვის, თუმცა არც ისე დიდია, რომ ვერ შეძლოთ. კომპლექტაციაში მოყვება საცვლელი პირი, რაც დამატებითი ბენეფიტია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • დაბალანსებული მონაცემები

Dewalt DWE305PK-QS ელ. ხერხი 1100W

dewalt eleqtro xerxi

  • ბრენდი DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ხერხი       
  • სიმძლავრე 1100W
  • ზომა 29mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.5       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min     
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 280mm ლითონი: 100mm PVC: 130mm

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • საცვლელი პირები   

DeWalt-ის ელექტრო ხერხი კი ზედგამოჭრილია პროფესიონალებისთვის, დიდ პროექტებზე მუშაობისთვის. თუმცა, მიუხედავად ძალიან მაღალი სიმძლავრისა, მისი წონის გათვალისწინებით, რაც 3,5-ს წარმოადგენს, მაინც რჩება კომპაქტურ მოდელად. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო ხერხებში საუკეთესო არჩევანია ჩვენ ონლაინ მაღაზიაში და არა მხოლოდ. კომპლექტაციაში მოყვება ქეისი - ინსტრუმენტთან ერთად მარტივი გადაადგილებისთვის და საცვლელი პირი.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • მაღალი სიმძლავრე
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • პრაქტიკულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება