ელექტრო მიქსერი - ხელსაწყო, რომლის თაროზე შემოდება და მივიწყება არაფრით შეიძლება!

სულ რომ სანთლით ეძებოთ სამშენებლო ობიექტი, ისეთს ვერსად მიაკვლევთ, სადაც ელექტრო მიქსერი თაროზე იქნებოდა შემოდებული. პრინციპში, ან სანთელი რად გვინდა, როცა Holst.ge-ზე ამდენი სახეობის ფანრის შერჩევაა შესაძლებელი, ან სად მიქსერი და სად დამტვერილი თარო?! ნამდვილად არ არის ელექტრომიქსერი ის ხელსაწყო, რომელიც ან თაროზე შემოდებას იმსახურებს, ან ავტომობილის საბარგულში ჩაგდებას და მივიწყებას - უაღრესად საჭიროა მშენებლობის პროცესში და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

და რადგან ასეთი საჭირო ხელსაწყო შექმნა ადამიანმა, რაღა თქმა უნდა, Holst.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს.

რისთვის არის საჭირო ელექტრომიქსერი?

თანამედროვე მრავალკომპონენტიანი ნარევების პოტენციალი რომ სრულად გაიხსნას, იქნება ეს ადჰეზია (უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა სხეულებთან შეწებება), სიმტკიცე, ნესტგამძლეობა და ასე შემდეგ, საჭიროა, სრულყოფილ ერთგვაროვან მასად იქცეს. აი, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ელექტრო მიქსერი, რომელიც გამორჩეულია თავისი კომპაქტურობით და მშენებლებსა თუ ხელოსნებს საქმეს მაქსიმალურად უმარტივებს.

ელექტრომიქსერის დახმარებით შესაძლებელია:

  • მშრალი ნარევებისთვის წყლის დამატების შემდეგ, მიქსერი ერთგვაროვანი მასის მიღების საშუალებას იძლევა;
  • შესაძლებელია მრავალკომპონენტიანი მძიმე ნარევების მიღება: ბეტონი, ქვიშაბეტონი და ასე შემდეგ;
  • გამოყენებამდე კარგად ურევენ უკვე მზა ქარხნულ ნარევებს: გრუნტი, საღებავი, ჰიდროიზოლაცია, ფისები და ასე შემდეგ;
  • უშუალოდ მუშაობის პროცესში „აჯანსაღებენ“ სამშენებლო მასას;

სამშენებლო მიქსერის აგებულება

კონსტრუქციის მხრივ რომ განვიხილოთ, სამშენებლო მიქსერი ჩვეულებრივი ბურღრისგან დიდად არ გამოირჩევა. უფრო მეტიც, მიქსერი, პრინციპში, მათ ბაზაზეა შექმნილი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორევის პროცესში ინსტრუმენტი სერიოზულ დატვირთვას იღებს, მწარმოებლებმა მთელი რიგი გადაწყვეტილებები გამოიყენეს, რათა რესურსი მნიშვნელოვნად გაზრდილიყო:

  • გამოიყენეს ბევრად მძლავრი და ბევრად გამძლე მოტორები;
  • მაქსიმალურად გააძლიერეს რედუქტორი;
  • მიქსერი გამძლე და ჭკვიანი სისტემებით აღჭურვეს, მაგალითად, თვითგათიშვის ფუნქციით, რათა კრიტიკულ მომენტში არ დაზიანდეს პირველ რიგში, ადამიანი და არც თავად ხელსაწყო;
  • მაღალი ბრუნვის მომენტის გათვალისწინებით, მცირედით შეცვალეს კორპუსი და ინსტრუმენტი დამატებითი სახელურებით აღჭურვეს.

„უმცროსი ძმებისგან“ მიქსერს შეხვდა: რევერსი, გასაშვები კლავიშის ბლოკირება, სიჩქარის რეგულირება და ასე შემდეგ.

მიქსერის რომელი ტიპი ჯობია?

მიღებულია ელექტრომიქსერის ორი ტიპის გამორჩევა:

1. დაბალსიჩქარიანი ბურღი;

2. მიქსერი-ბურღი.

დაბალი სიჩქარის ბურღი - ეს არის ძლიერი და გამძლე ინსტრუმენტი, რომელიც აღჭურვილია საბურღი ვაზნით. შესაძლებელია ჰქონდეს მოძრავი სახელური ან ლითონის კომფორტული ჩარჩო, რომელიც სახელურად გამოიყენება.

სოლიდური სიმძლავრის მქონე მოტორის, სიჩქარის შემცირების უნარისა და საიმედო ლითონის რედუქტორის ხარჯზე, დაბალსიჩქარიანი ბურღის ბრუნვის მომენტი მართლაც შთამბეჭდავია, რაც საშუალებას იძლევა, ხელსაწყო გამოიყენოთ როგორც მძიმეკომპონენტიანი ნარევების გამზადება, ისე დიდი დიამეტრის მქონე საბურღებითაც იმუშაოთ.

მიქსერი-ბურღი - სპეციალიზებული ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც კონკრეტულად სამშენებლო ნარევებზე მუშაობაა. ამ ტიპის მიქსერებში განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ორი მომრევის მქონე მოდელი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანია.

CROWN CT10049-ელექტრო მიქსერი 1050W

Crown eleqtro miqseri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო მიქსერი
  • სიმძლავრე - 1100W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421647
  • წონა (კგ) - 4.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 130-750min
  • ვაზნის დიამეტრი - M14
  • სათქვეფი ნიჩბის ზომა - 120mm

STANLEY SDR1400-RU ელ.მიქსერი 1400W

STANLEY eleqtro miqseri

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრომიქსერი
  • სიმძლავრე - 1400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048510032
  • წონა (კგ) - 6.058
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/800min
  • ვაზნის დიამეტრი - M14

Dewalt DWD241-QS ელ.მიქსერი 230V

Dewalt eleqtro miqseri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი- ელექტრომიქსერი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048706701
  • წონა (კგ) - 10.4
  • კვების წყარო- 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-725min
  • ვაზნის დიამეტრი - M14
  • ფუნქციები - 2 მომრევი ნიჩაბი
  • სათქვეფი ნიჩბის ზომა - 160mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება