2022 წლის საუკეთესო: ელექტრო პულივიზატორი

ელექტრო პულივიზატორი არის ფანტასტიკური დანამატი, ნებისმიერი ხელსაწყოების ნაკრებისთვის. ელექტრო პულივიზატორი, მღებავებს და არა მარტო ამ პროფესიის ადამიანებს (უბრალო მოყვარულებსაც, რომლებიც ღებვის პროცესს თავად უმკლავდებიან) აძლევს ახალ შესაძლებლობებს. ხოლო, როცა ახალი მოდელის შერჩევის დრო დგება, საკმაოდ დიდი გამოწვევაა ისეთი ელექტრო პულივიზატორი შეარჩიოთ, რომლის გამოყენებისას თავს კომფორტულად იგრძნობთ. არჩევისას იმდენი განსხვავებულო მოდელი შეგხვდებათ, თითოეულის ნახვა და განხილვა არარეალურია. ამიტომაც, ამ ბლოგის და მსგავსი მიმოხილვების ნახვა, ხშირად გამოსადეგი რამაა.

ჩვენ უკვე მრავალი ელექტრო პულივიზატორი განვიხილეთ წინა ბლოგებში და შეგვიძლია დაგეხმაროთ საძიებო არეალის შევიწროებაში. ამ სტატიაშიც, წარმოგიდგენთ 4 საუკეთესო მოდელს, რომელიც ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ, რათა გავარკვიოთ რას ეძებთ ელექტრო პულივიზატორში.

თუმცა, სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავიდოდეთ, გავარკვიოთ ის კრიტერიუმები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ელექტრო პულივიზატორის შეძენისას.

ბრენდი

ელექტრო პულივიზატორის ბრენდი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ამ ნივთის გამძლეობაზე, ხარისხზე და ფასზე. როცა ბრენდს კარგად იცნობ, მისი ფასეულობები და წარმოების პოლიტიკაც ნაცნობია. მაგალითად, როცა ბრენდის გათვლა მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა, ის ძალაუნებურად უარს ამბობს მისი პროდუქციის დიდი რაოდენობით გაყიდვაზე, რადგან მაღალი ხარისხი ზრდის ფასს, მაღალი ფასი კი მომხმარებლების მცირე რაოდენობას იზიდავს.

  • Tolsen

ამ ბრენდის ელექტრო პულივიზატორი, როგორც წესი, ხელმისაწვდომი ფასისაა და ნებისმიერ მოყვარულსა თუ ენთუზიასტს შეუძლია მისი შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ Tolsen-ის პროდუქცია უმაღლესი ხარისხით არ გამოირჩევა, მისი ელექტრო პულივიზატორი საკმარისად გამძლე და გამოსადეგია პროფესიონალებისთვისაც კი. თუმცა, მაინც არ შეიძლება Tolsen-ის ყველა ელექტრო პულივიზატორის ერთ ქვაბში მოხარშვა, რადგან ის მრავალი მახასიათებლების პროდუქტს აწარმოებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.

  • B&D

თუ საშუალოზე მაღალი ხარისხის ინდუსტრიული ხელსაწყო, მათ შორის ელექტრო პულივიზატორი გინდათ შეიძინოთ, მაშინ Black & Decker-ის პროდუქციას შეგიძლიათ მიაშუროთ. ბრენდი უკვე თითქმის საუკუნეა რაც არსებობს და ამ დროის განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა და ფეხს უწყობდა თანამედროვე ტექნოლოგიებსა თუ მომხმარებლების მოთხოვნილებებს. ამ ბრენდის სახელზეა რამდენიმე ინდუსტრიული ხელსაწყოს გამოგონებაც, რომლებიც დღეს მრავლად გვხვდება პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ B&D-ს რამდენიმე წარმოების ხაზი აქვს, რომელშიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაც შედის, ბრენდი მაინც საშუალო შემოსავლების მქონე მომხმარებელზე თვლის საკუთარ პროდუქციას, ხოლო უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისთვის შვილობილი კომპანიები ყავს დაკავებული. ამერიკული ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინდუსტრიული ხელსაწყოების ბაზარზე, ამას კი სწორედ გამოცდილებითა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულობით მიაღწია.

  • CROWN

შვეიცარული ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ამიტომაც CROWN-ის ელექტრო პულივიზატორი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანია ბაზარზე. თუ თქვენი პროფესია ღებვას მოიცავს, მაშინ პროფესიონალური ელექტრო პულივიზატორი უნდა შეიძინოთ, რომელსაც Holst.ge-ზე Crown-ის სექციაში იპოვით.

ელექტრო პულივიზატორის ტიპი

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ელექტრო პულივიზატორის შეძენისას, არის მისი ტიპი. მარტივად რომ ავხსნათ, არსებობს (პირობითად) ხელის ელექტრო პულივიზატორი, რომელიც ზომით პატარაა და ღებვის დროს, მთლიანი კორპუსით ხელში გვიკავია. მეორე ტიპის ელექტრო პულივიზატორის ძირითადი კორპუსი ძირს დევს, ხელში მხოლოდ შესაფრქვევი ნაწილი გვიჭირავს. ასეთი ელექტრო პულივიზატორები უფრო მძლავრია, ვინაიდან არ აქვს სიმძიმის შეზღუდვა.

ელექტრო პულივიზატორის წონა

ელექტრო პულივიზატორის წონა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მღებავისთვის, რადგან უმეტესობა ელექტრო პულივიზატორებისა ხელისაა, ხოლო დიდი სიმძიმის შემთხვევაში ხანგრძლივად და ხარისხიანად მუშაობა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც მწარმოებლებს სჭირდებათ ბალანსის ძიება სიმძლავრისა და წონას შორის. მეორე ტიპის ელექტრო პულივიზატორის შემთხვევაში წონა ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას, რადგან ძირითადი მასა იმ ნაწილზე მოდის, რომელიც შეგვიძლია საერთოდ არ გვეჭიროს ხელში და ისე ვიმუშაოთ. ამიტომაც, პროფესიონალების უმეტესობა, თუ გარემოება სხვაგვარად არ მოითხოვს, უპირატესობას მეორე ტიპის ელექტრო პულივიზატორებს ანიჭებენ.

ელექტრო პულივიზატორი Holst.ge-ზე

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ უამრავი მწარმოებლის, სიმძლავრის, წარმადობის, ხარისხისა თუ ფასის ელექტრო პულივიზატორს. მათ შორის არის Tolsen-ის, B&D-ის, CROWN-ის ელექტრო პულივიზატორები, რომლებიც ქართულ ბაზარზე მაღალი ცნობადობით და საიმედოობით გამოირჩევიან.

Holst.ge უკვე ათწლეულია რაც ქართულ ბაზარს რჩეული ინდუსტრიული ხელსაწყოებით აჯერებს და უფასო მიწოდების სერვისით მთელ საქართველოს ფარავს. ეს მომსახურება ხელს უწყობს ქალაქგარეთ მყოფი, მეურნეობითა თუ სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, დროულად შეძლონ ხარისხიანი და გამძლე პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად.

TOLSEN TOL1616-79577 საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,110W/800ML

Tolsen saghebavis shesafrqvevi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 110W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.918 
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 300ml/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 0.8mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი       
  • მაქსიმალური სიბლანტე - 60DIN

როდესაც ფიქრობთ Tolsen Tol1616-ის შეძენაზე, უნდა გახსოვდეთ, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრო პულივიზატორი. ეს ხელსაწყო შესაფერისია როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის შეღებვისთვის. ეს ელექტრო პულივიზატორი იყენებს შეკუმშულ ჰაერს და შესხურების ისეთ ტექნიკას, რომ შედეგი იყოს სუფთა და პროფესიონალური.

შესხურების ხელსაწყოები ადვილად იწმინდება და მათი ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. 300მლ/წთ წარმადობით, რომლითაც გლუვ ზედაპირს მიიღებთ, ეს ელექტრო პულივიზატორი მარტივად მივაკუთვნეთ რეკომენდაციის სიას.

ელექტრო პულივიზატორში ინტეგრირებულია ვაკუუმური სარქველი, რომელიც დაგეხმარებათ შეღებოთ ნებისმიერი მიმართულებით ან კუთხით. მას აქვს უჟანგავი ფოლადის ტუმბო, რომელიც საშუალებას გაძლევთ სქელი საღებავი ნივთიერებები მაღალი სიჩქარით გამოიყენოთ და იტევს 800ml-მდე საღებავს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • გამძლეობა;
  • სიმძლავრე;
  • მარტივი გამოსაყენებელი.

B&D HVLP200-QS-ელ. პულივიზატორი 400W

BlackDecker pulivizatori

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.49     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1200 ml           
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.0mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი       
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

ეს არის უახლესი ტიპის ხელის ელექტრო პულივიზატორი, რომელიც ძალიან გამოსადეგია ავეჯის, კაბინეტის და კედლების შესაღებად. პულივიზატორი არის ძალიან მსუბუქი და მარტივი გამოსაყენებლად.

ელექტრო პულივიზატორი გამოგადგებათ როგორც ზეთის, ასევე წყლის საღებავი ნივთიერებებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის საღებავის შესასხურებლად. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, შესაბამისად დამწყებთათვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მსუბუქი
  • კომპაქტური
  • მარტივია გამოსაყენებლად

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

Crown pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 700W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

ეს ელექტრო პულივიზატორი მეორე ტიპს განეკუთვნება, რომლის ნაწილი ღებვისას ძირს არის მოთავსებული, ან მეორე ხელში. შესაბამისად არის შედარებით მძლავრი და მძიმე წინა მოდელებთან შედარებით. ეს ელექტრო პულივიზატორი აღჭურვილია ძრავით, რომელიც ქმნის მაღალ წნევას და წარმადობას. თუ პროფესიონალური ელექტრო პულივიზატორის შეძენა გინდათ, მაშინ Crown-ის ეს მაღალხარისხიანი მოდელი კარგი არჩევანია. თუმცა, მისი მაქსიმალური სიბლანტე არც ისე მაღალია სქელი საღებავების შესაფრქვევად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.1       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm       
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი       
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

თუ პროფესიონალი ხართ და მაღალი წნევით ღებვისას სიზუსტე შეგიძლიათ დაიცვათ, მაშინ ეს სუპერ მძლავრი ელექტრო პულივიზატორი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც ძირითადად დიდ პროექტებზე სამუშაოდ გამოიყენება. მას გააჩნია მაღალი მაქსიმალური სიბლანტე, შესაბამისად თითქმის ნებისმიერი სისქის საღებავი შეგიძლიათ ჩაასხათ ამ მოწყობილობაში. გააჩნია რეგულირებადი შესაფრქვევი ცვირი, რაც სხვადასხვა ღებვის ტექნიკების შესაძლებლობას იძლევა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება