ელექტრო პულივიზატორი - პიკასოს საყვარელი გასართობი?

როგორც ჩინებულ ირლანდიელ დრამატურგ ჯორჯ ბერნარდ შოუს უთქვამს: „ის, ვინც იცის, აკეთებს, ვინც არ იცის - სხვებს ასწავლის“... ჰოდა, რამდენჯერ გექნებათ მოსმენილი: „თუ ძმა ხარ, შეღებვას რაღა უნდა, მიასხი „კრასკა“ და ეგაა“... აი, მართლა უნდა მიუშვა და რას იზამენ, მაგასაც ვნახავთ!

მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი საქმის წარმატებით წარმართვის საწინდარი პროფესიონალიზმია და მით უმეტეს, თუ ამ საქმეში მაღალი დონის დამხმარე საშუალებებსაც გამოვიყენებთ, ისეთ შედეგებს მივიღებთ, ყველა რომ კმაყოფილი და ბედნიერი იქნება.

სხვათა შორის, თავის დროზე რომ ყოფილიყო ელექტრო პულივიზატორი გამოგონილი, ადვილი მისახვედრია, რითი გაერთობოდა ხოლმე პიკასო...

ელექტროპულივიზატორის უპირატესობები

რაკიღა ორი ასეთი ბუმბერაზი ადამიანი მოვიშველიეთ პულივიზატორის აღწერაში, ხელსაწყოს უპირატესობებიც თუ არ ჩამოვთვალეთ, არ იქნება სწორი საქციელი.

მაშ, დავიწყოთ იმაზე საუბარი, რატომ არის ელექტრო პულივიზატორი მეტად საჭირო და გამოსადეგი ხელსაწყო როგორც პროფესიონალი ხელოსნებისთვის, ისე მოყვარულებისა და „სტრიტარტის“ მიმდევრებისთვისაც კი:

  • მობილურობა - ელექტრო პულივიზატორის გადატანა შეიძლება სამშენებლო ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში, ამასთან, ისე, რომ სულაც არ არის საჭირო, თან ატაროთ მძიმეწონიანი კომპრესორი თუ ტუმბო - საკმარისია, ელექტროობასთან გქონდეთ წვდომა;
  • გამოყენებისა და კონსტრუქციის სიმარტივე - აპარატები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არის განსაზღვრული, გამორჩეულია კონსტრუქციის სიმარტივით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება არასპეციალისტსაც იოლად შეუძლია.
  • მცირე წონა და გაბარიტები - მიუხედავად იმისა, რომ პულივიზატორი არც ისე დიდი ზომის არის, ავზში თითქმის ერთ ლიტრამდე საღებავი ეტევა. მცირე წონის გამო, ხელსაწყოთი მუშაობა საკმაოდ კომფორტულია.
  • საღებავის ეკონომიურად მოხმარება - ზედაპირზე საღებავის ზომიერი ფენები ხვდება, რაც ლილვაკებსა და ფუნჯებთან შედარებით, პულივიზატორს გაცილებით ეკონომიურს ხდის.
  • ხელმისაწვდომი ფასი - იმის გათვალისწინებით, რამდენად უმსუბუქებს ადამიანს დავალების შესრულებას პულივიზატორი, ღირებულება ნამდვილად მისაღები აქვს. მით უმეტეს, Holst.ge-ზე ხელსაწყოს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია როგორც შესაძლებლობების, ისე - ფასის მიხედვით.

რომელი ტიპის საღებავების გამოყენება შეიძლება?

დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო პულივიზატორით ნებისმიერი ზედაპირის შეღებვაა შესაძლებელი. რაც შეეხება საღებავების (და სხვა საშუალებების) ასორტიმენტს, რომელთა გამოყენების საშუალებას პულივიზატორი იძლევა, საკმაოდ ფართოა. მაგალითად:

  • ზეთის საღებავები;
  • აკრილის ლაქები;
  • წყლის, ცარცისა და კირის საღებავები;
  • ხის დამცავი საშუალებები;
  • ჭიქური და ასე შემდეგ.

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422248
  • წონა (კგ) - 2.12
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN

სხვათა შორის, ამ მოდელს ისეთი გარეგნობა აქვს, ვინ იცის, ინსტრქუციაც არ დაგჭირდეთ, ისე გამოიყენოთ - თითქოს, თავად გეუბნებათ, გკარნახობთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ...

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT31004
  • წონა (კგ)3.67
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

ძალიან კომფორტული ელექტრო პულივიზატორი რბილი სახელურით. აქვს საღებავის რაოდენობის რეგულატორი და ასევე, რეგულირებადი ფრქვევანა. ტევადი ავზი კი სამუშაო ციკლის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422255
  • წონა (კგ) – 2.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

მომხმარებელთა დადებით გამოხმაურებებს თუ გავითვალისწინებთ, CROWN CT31014 ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია, რომელიც სამუშაო პროცესს მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდის...

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება