ელექტრო პულივიზატორი - შეღებეთ სახლი, ღობე, ფარეხი ისე, რომ არ დაიღალოთ

ერთ ძველ რეკლამაშია - ჭამა სიამოვნებაა, მაგრამ ყოველი ჭამის შემდეგ ჩნდება კითხვა... შრომაც სიამოვნებაა, მაგრამ ყოველი შრომის შემდეგ ჩნდება დაღლილობის შეგრძნება, წელის ტკივილი, ძილიანობა, ესა, ისა... ჰოდა, გინდათ, რომ სახლი, ღობე, ავტოფარეხი, კედელი, ჭერი, მანქანა შეღებოთ და არც დაიღალოთ და არც წელი გეტკინოთ? ელექტრო პულივიზატორი მისწრებაა ასეთ დროს, გვერწმუნეთ და რაც მთავარია, პროცესს გაცილებით სასიამოვნოსა და საინტერესოსაც გახდის.

ელექტრო პულივიზატორი შეკუმშული ჰაერის ხარჯზე მუშაობს, რომელიც საღებავს ზედაპირზე თანაბრად ანაწილებს და ღებვის ტრადიციულ ინსტრუმენტებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა აქვს.

იმის თქმაც კი შეიძლება, რომ სულაც არ არის საჭირო, პროფესიონალი იყოთ - მოყვარულიც კი ელექტრო პულივიზატორს იოლად გაუმკლავდება. ამასთან ერთად, ელექტრო პულივიზატორი დაგიზოგავთ დროს, ენერგიასა და ნერვებს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ელექტრო პულივიზატორის შერჩევისას

პრაქტიკულად, ნებისმიერ ინსტრუმენტში, უმთავრესი ყურადღება მის სიმძლავრეს ექცევა. ასევეა, რაღა თქმა უნდა, ელექტრო პულივიზატორის შემთხვევაში. შესაბამისად, მთავარი მახასიათებლები ასეთია:

  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • ავზის მოცულობა
  • კომპრესორის ტიპი
  • წონა
  • თავისებურებები

პულივიზატორი და მისი ტიპები

არსებობს პულივიზატორის სამი ტიპი. ესენია:

  • მექანიკური
  • პნევმატიკური
  • ელექტრო

რის გაკეთებას შეძლებთ ელექტრო პულივიზატორი

ზემოთ კი ვახსენეთ სახლი, ფარეხი, ღობე და ასე შემდეგ, თუმცა, ამჯერად ეს საკითხი ცოტა კიდევ განვავრცოთ.

დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო პულივიზატორით ნებისმიერი ზედაპირის შეღებვა შეიძლება. საღებავი მცირე ზომის ავზიდან ტუმბოს დახმარებით საქშენის გავლით გამოდის. ხრახნი, რომელიც როგორც წესი, სახელურზეა განთავსებული, საღებავის რაოდენობის დარეგულირების საშუალებას იძლევა.

ამასთან ერთად, ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჭავლის ელექტრო რეგულატორით. ასევე, სპეციფიკური დეტალისთვის დამუშავებისთვის შესაძლებელია ცალკე საქშენის შერჩევა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა საღებავის ტიპს?

საღებავებისა თუ სხვა შემადგენლობების ასორტიმენტი, რომლებითაც ელექტრო პულივიზატორით მუშაობა შეიძლება, საკმაოდ ფართოა. ესენია:

  • ზეთის საღებავები;
  • აკრილის ლაქები;
  • წყლის, ცარცისა და კირის შემადგენლობები;
  • ფისოვანი გრუნტი;
  • მინანქარი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყურადღებით იყავით, ყველა ელექტრო პულივიზატორს არ შეუძლია ჩამოთვლილი შემადგენლობებით მუშაობა!

ასევე, შეძენისას არ დაგავიწყდეთ:

- ინსტრუქციის წაკითხვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ჩამონათვალს, სადაც ჩამოთვლილია საღებავები და შემადგენლობები, რომლებითაც პულივიზატორს მუშაობა შეუძლია;

- შეამოწმეთ კორპუსი, კომპლექტაცია, ჰერმეტულობა. და თუკი მომხმარებლების შეფასებებსაც მოიძიებთ და გაეცნობით, ყველაფერი გაცილებით გაგიადვილდებათ.

ელექტრო პულივიზატორის კონსტრუქციის თავისებურებები

ხელსაწყოს ექსპლუატაციის ხანგრძლივობას დიდწილად განსაზღვრავს კორპუსის მასალა და მექანიზმი.

როგორც წესი, პულივიზატორის კორპუსი პლასტმასისგან მზადდება. მთავარი პირობაა, მოწყობილობა ძირს არ დააგდოთ და პრობლემებსაც მარტივად აირიდებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ლითონის კორპუსი გაცილებით საიმედოა. ამასთან, როგორც მინიმუმ, პულივიზატორის დეტალები თითბრის ან დურალუმინის უნდა იყოს. წყლის საღებავები პლასტმასაზე არ მოქმედებს, მაგრამ სხვა ქიმიკატებს შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტებია საქშენები, შლანგი, ავზი. უმჯობესია აირჩიოთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ავზი, რომელიც სრულიად გამორიცხავს გახვრეტის შესაძლებლობას წმენდის ან ფსკერის გახეხვის დროს. პლასტმასის ავზი შესაძლოა, საღებავის კომპონენტებთან რეაქციაში შევიდეს.

საღებავის მიწოდების მილი ძირს კარგად უნდა სწვდებოდეს. უმჯობესია, როცა მილი ოდნავ მოხრილია სახელურის მხარეს და საღებავს ავზის კუთხიდან იღებს. ამგვარად უფრო მოსახერხებელია საღებავის სრულად გამოყენება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე.

შლანგი უნდა იყოს გოფრირებული, სისქით მინიმუმ 0,5 მმ.

აბა, ნაყოფიერ და ისეთ შრომას გისურვებთ, ზედმეტად რომ არ გადაიღლებით!..

CROWN CT31014 - ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422255
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

CROWN CT31004 - ელ. პულივიზატორი 500W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - CT31004
  • წონა (კგ) - 3.67
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

CROWN CT31015 - ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422262
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება