ელექტრო პულივიზატორის ტოპ 3 ბრენდი

სამღებრო სამუშაოების ჩატარებას გეგმავთ? უამრავი სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და პრაქტიკული კი ელექტრო პულივიზატორია. ელექტრო პულივიზატორი, სხვა მოძველებულ ხელსაწყოებთან შედარებით, გაცილებით სწრაფია და ერთგვაროვანი შედეგით გამოირჩევა

Tolsen-ის ელექტრო პულივიზატორი

Crown-ის ელექტრო პულივიზატორები

Black and Decker-ის ელექტრო პულივიზატორი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ელექტრო პულივიზატორის შეძენისას?

სიმძლავრე და წარმადობა

ეს კომპონენტები ერთ-ერთი გადამწყვეტია ელექტრო პულივიზატორისთვის. მაგალითად, თუ დიდი ფართობის შეღებვას აპირებთ, უმჯობესია თუ მაღალი წარმადობის ელექტრო პულივიზატორი გექნებათ არსენალში. მაღალი წარმადობის და სიმძლავრის ელექტრო პულივიზატორი მოგცემთ საშუალებას სწრაფად მოითავოთ ამგვარი საქმიანობა.

წონა

სამღებრო სამუშაოები პულივიზატორით შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს, ამიტომ ის დაგღლით თუ მძიმე იქნება. შესაბამისად, სანამ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ელექტრო პულივიზატორის შეკვეთას გააკეთებთ, კარგად დააკვირდით წონას.

ავზის მოცულობა

თუ გინდათ რომ ხშირად არ დაგჭირდეთ ელექტრო პულივიზატორის ავზის გავსება, ჯობს შეძენამდე მისი ავზის მოცულობას დააკვირდეთ. ელექტრო პულივიზატორების უმეტესობას სტანდარტულად 800 მილილიტრი მოცულობის ავზი აქვთ.

ბრენდი

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ელექტრო პულივიზატორის შეძენისას ბრენდია. ბრენდი გვიქმნის წარმოდგენას პროდუქტის ხარისხზე, მის სიცოცხლის უნარიანობაზე და აშ. შესაბამისად თუ ბრენდს იცნობთ, შეიძლება ითქვას, მის წარმოებულ პროდუქტზეც იცით ბევრი რამ. Holst.ge-ზე სამი ბრენდის ელექტრო პულივიზატორები შეგიძლიათ შეიძინოთ. ესენია: Tolsen, Crown და Black and Decker. განვიხილოთ თითოეული.

Tolsen

ეს ბრენდი საშუალო და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ძირითადად მოყვარულებზე გათვლილს. ასევე, Tolsen-ის პროდუქცია გამოირჩევა სიმძლავრით და დახვეწილი დიზაინით. ბრენდი უკვე ათწლეულებია ბაზარზეა და მილიონობით ლოიალური მომხმარებელი ყავს.

Black and Decker

B&D-ის წარმოებული პროდუქცია ასევე საშუალო და მაღალი ხარისხისაა. ამ ბრენდის იდეაფიქსია - ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს საშუალება იყოს ინდუსტრიული ხელსაწყოების მფლობელი. ბრენდი უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მის გამოცდილებას მთელი მსოფლიო ენდობა. ამ დროის განმავლობაში ხვეწდა და ავითარებდა წარმოებას, არგებდა მას მომხმარებლის მოთხოვნებს. დღეს, B&D ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ბაზარზე.

Crown

Crown კი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. შესაბამისად, ხშირად ხდება პროფესიონალების არჩევანი შეძენისას. Crown-ის ელექტრო პულივიზატორები გამოირჩევა სიცოცხლის უნარიანობით და გამძლეობით. ასე რომ, თუ გინდათ შეძენილი ელექტრო პულივიზატორი დიდხანს გაგყვეთ, Crown-ზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.

TOLSEN TOL1617-79578 ელექტრო საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,400W/800ML

Tolsen eleqtro pulivizatori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.653
  • კვების წყარო 220-240V
  • ავზის მოცულობა 800ml
  • წარმადობა 800m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 60DIN

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ყველა სახის ელექტრო პულივიზატორს დაწყებული დაბალ ბიუჯეტურიდან, დამთავრებული უმაღლესი ხარისხით. ეს Tolsen-ის ელექტრო პულივიზატორი კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასით გამოირჩევა Holst.ge-ზე. მიუხედავად დაბალი ფასისა, მისი ხარისხი არ არის ეჭვ შესატანი. თუ მოყვარული ხართ, ან მხოლოდ სახლის საქმეებისთვის ეძებთ ელექტრო პულივიზატორს Tolsen-ის ეს მოდელი შესანიშნავი არჩევანია. მითუმეტეს, სულ რაღაც 1.6 კილოგრამს იწონის ცარიელ მდგომარეობაში და მუშაობისას ნაკლებად დაგღლით.

უპირატესობები:

  • დაბალ ბიუჯეტური
  • მსუბუქი
  • დახვეწილი დიზაინი

CROWN CT31011-ელექტრო პულივიზატორი 400W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.93
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა 800 ml
  • წარმადობა 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 30DIN

ვინაიდან შესავალში უკვე ვახსენეთ Crown-ის ხარისხი, გადავწყვიტეთ ამ ბრენდის რამდენიმე ელექტრო პულივიზატორი განვიხილოთ. პირველი 400 ვატიანი და 800 l/min წარმადობის მოდელია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, როგორც ყველა Crown-ის პროდუქცია. სულ რაღაც 1.93 კილოგრამს იწონის და ხმარებისას კომფორტულია. სახლის და სამოყვარულო საქმიანობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, თუ მის დაბალ ფასსაც გავითვალისწინებთ.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

Crown eleqtro pulivizatori2

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.12
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა 900 ml
  • წარმადობა 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 70DIN

Crown-ის ამ მოდელს 0.9 ლიტრიანი ავზი აქვს და მუშაობის პროცესში უფრო იშვიათად მოგიწევთ შევსება. ამასთან წინა მოდელთან შედარებით ბევრად უფრო ბლანტი საღებავის შესხურება შეუძლია. ელექტრო პულივიზატორი 2,12 კილოგრამს იწონის და საკმარისად კომპაქტურია. ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია holst.ge-ზე და ალბათ ეს მისი დაბალანსებული მონაცემების დამსახურებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერი სახის და სიდიდის პროექტზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • დაბალანსებული მონაცემები

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown eleqtro pulivizatori3

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 600W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.9
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა 900 ml
  • წარმადობა 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე 100DIN

Crown-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს მივადექით, რომელსაც ყველა პოტენციურ მყიდველთან ვუწევთ რეკომენდაციას. ამ მოდელს უამრავი ღირსება აქვს. მაგალითად, მაქსიმალური სიბლანტე 100DIN ეს ნიშნავს, რომ ბლანტი საღებავის შესასხურებლად არ დაგჭირდებათ სხვა ინსტრუმენტის გამოყენება ან საღებავის გამოცვლა. აქვს 0.9 ლიტრი ავზის მოცულობა, რაც დიდი კომფორტია მუშაობისას. მთლიანი კორპუსი იწონის 2.9 კილოგრამს, აქედან სისტემის ნაწილი მუშაობისას ძირს შეგიძლიათ დადოთ და მხოლოდ იარაღი დაიჭიროთ, რის შედეგადაც ძალიან მსუბუქი ხდება პროცესში. აქვს ძალიან მაღალი წარმადობა და ამ ელექტრო პულივიზატორით საქმიანობას ძალიან მალე მოილევთ. გამძლეობაზე, ხარისხზე და სიცოცხლის ხანგძლივობაზე აღარაფერს ვამბობთ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • კომპაქტური კორპუსი
  • ხარისხი

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

Crown eleqtro pulivizatori4

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 700W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5.5
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა 800 ml
  • წარმადობა 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 50DIN

თუ ძალიან კომფორტულ, პრაქტიკულ, მაღლი წარმადობის ელექტრო პულივიზატორის შეძენას გეგმავთ, Crown CT31010 უნდა შეიძინოთ. მისი მობილური კორპუსი ბორბლებზე ძალიან დიდი კომფორტულია და ამარტივებს გამოყენებას. აქვს მაღალი წარმადობა და დიდი პროექტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ასევე ეფექტურია პატარა პროექტებზე მუშაობისასაც. წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილია მაქსიმალური წნევაც.

უპირატესობები:

  • კომფორტული
  • მობილური
  • წარმადობა
  • მაღალი ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

B&D HVLP200-QS-ელ. პულივიზატორი 400W

B&D eleqtro pulivizatori

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.49
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა 1200 ml
  • წარმადობა 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 1.0mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 50DIN

ბოლოს კი Black and Decker-ის ელექტრო პულივიზატორი განვიხილოთ, რომლის ავზის მოცულობა 1.2 ლიტრია, რაც მისი ერთი ავსებით დიდხანს შეუფერხებლად მუშაობას განაპირობებს. ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია Holst.ge-ზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქვს მაღალი წარმადობა.

უპირატესობები:

  • კომფორტული მუშაობისას
  • ავზის მოცულობა
  • წარმადობა
  • ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება