CROWN - ელექტრო პულივიზატორები |
CROWN - ელექტრო პულივიზატორები |
ელექტრო პულივიზატორი არა მარტო სისწრაფით გამოირჩევა სხვა სამღებრო ინსტრუმენტებისგან, არამედ ელექტრო პულივიზატორი ერთგვაროვანი და ხარისხიანი შედეგების გარანტიაა. განსაკუთრებით კი უხეშ, უსწორმასწორო ზედაპირებზე.
თუ თქვენ გსურთ გაალამაზოთ თქვენი საყვარელი სახლის იერსახე, ელექტრო პულივიზატორი საკმარისად მარტივი ინსტრუმენტია, რომ ყოველივე თქვენს თავზე აიღოთ. ამ სტატიაში მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ისევე შეღებოთ ელექტრო პულივიზატორით, როგორც პროფესიონალმა. ამასთან, დაგეხმარებათ საკმაოდ მარტივ და სახალისო აქტივობად აქციოთ. იყოთ სუპერ ეფექტურები ნაკლები ძალისხმევის ხარჯზე.
ასე რომ, თუ თქვენ ხელში ჩაგივარდათ ელექტრო პულივიზატორი, მაგრამ შენს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება ან არ იცი როგორ გამოიყენო, ეს სტატია შენთვისაა.
იქნება ეს კედელი თუ ავტომობილი, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გსურთ შეღებოთ მისი გარკვეული ტერიტორია და არცერთი სანტიმეტრით მეტი. ასევე, არ გსურთ ლაქები დატოვოთ ავეჯზე, იატაკზე ან ელექტრო მოწყობილობებზე. ასე რომ, ღებვის პროცესში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ელექტრო პულივიზატორი არ შეღებავს არასასურველ ადგილს.
როცა შეღებვის უკიდურეს წერტილს მიუახლოვდებით, იქ უნდა დაგხვდეთ წინასწარ დაფენილი ბარიერები, რომელიც შეღებვისაგან დაიცავს არასასურველ ტერიტორიას. ასე, რომ სანამ ელექტრო პულივიზატორით დაიწყებთ ღებვას, განსზღვრეთ და დაფარეთ ეს ადგილები.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ელექტრო პულივიზატორი საშიში ინსტრუმენტი არაა, საღებავი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკოზი. საკუთარი თავის დასაცავად:
ჩვენი ონლაინ მაღაზია ელექტრო პულივიზატორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. თქვენ ონლაინ შეგიძლიათ ელექტრო პულიბიზატორის შეკვეთა, ჩვენ კი მას ადგილზე მოგიტანთ, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მადლობას გიხდით, რომ Holst.ge-ით სარგებლობთ.
ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე ელექტრო პულივიზატორის მოდელს.
განვიხილოთ Crown-ის სამი ელექტრო პულივიზატორი. ეს ელექტრო პულივიზატორი დაბალი ფასიანია და თუ დამწყები ხართ, ან ფიქრობთ რომ იშვიათად დაგჭირდებათ მისი გამოყენება, შეგიძლიათ შეიძინოთ. მიუხედავად დაბალი ფასისა საკმაოდ გამძლე და ხარისხიანი მოდელია. წარმადობა არც ისე მაღალი აქვს, თუმცა იშვიათი გამოყენებისთვის მისაღებია. მისი დაბალი წონა კი კომფორტულ იარაღად აქცევს.
უპირატესობები:
Crown-ის კიდევ ერთი ელექტრო პულივიზატორი. ამჯერად, პროფესიონალური მოდელი. რომელსაც მაღალი წარმადობა აქვს და საკმაოდ კომფორტულია მოხმარებისთვის. 3,67 კილოგრამმა არ შეგაშინოთ, ვინაიდან ძირითადი მასა მის მოტორზე მოდის რომელიც ძირს დევს.
უპირატესობები:
კიდევ უფრო მაღალი ელექტრო პულივიზატორი, რომელიც ასევე მაღალი წარმადობისაა. ამ მოდელს შეუძლია თითქმის ყველა სიბლანტის მქონე საღებავის გამოფრქვევა და სწორედ ეს კომპონენტი აქცევს სრულად პროფესიონალურად.
უპირატესობები: