მიმოხილვა - ელექტრო პულივიზატორი

ფასადის შესაღებად სხვადასხვა ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათ შორის ფუნჯი, ლილვაკი ან ელექტრო პულივიზატორი. არცერთი მათგანის გამოყენება არ არის ძალიან მარტივი პროცედურა, თუმცა ყველაფერი შედარებითია. თუ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და პულივიზატორი მზად ყოფნაშია, თქვენი შეღებვის პროცედურა შესაძლოა ძალიან სწრაფად დასრულდეს. გაითვალისწინეთ, რომ საღებავის შესაფრქვევი კიდევ უფრო ეფექტურია, თუ თქვენს მასალას აქვს ზედაპირი, რომელიც არ არის იდეალურად ბრტყელი. ასევე, თუ არის დაბრკოლებები, როგორიცაა მავთულები, მილები და მსგავსი.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ელექტრო პულივიზატორის ეფექტურობაზე, თუმცა მას გარკვეული უარყოფითი მხარე გააჩნია. ელექტრო პულივიზატორი მოითხოვს მოსამზადებელ სამუშაოებს რომელიც შრომატევადია. თქვენ უნდა დაფაროთ ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის შეღებვაც არ გსურთ და არის საშიშროება რომ საღებავი შეეფრქვევა. ასევე, სათანადო ნიღბისა და ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაშიც კი საღებავი ყველგან შეგეფრქვევათ, ამიტომ ყურადღებით იყავით ელექტრო პულივიზატორის დამიზნებისას.

ბოლოს, დაახლოებით 30 წუთი სჭირდება ელექტრო პულივიზატორის სრულყოფილად გაწმენდას. გაითვალისწინეთ, კარგი წმენდა დაგეხმარებათ თქვენი ინსტრუმენტის შენარჩუნებაში

როგორ გამოვიყენოთ საღებავის შემფრქვევი?

ელექტრო პულივიზატორის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ:

სუფთა წყლის სათლი

თქვენ დაგჭირდებათ სუფთა სათლი, რომელიც სუფთად დარჩება შეღებვის პროცესში

ნარჩენების სათლი

ნარჩენების სათლი დაბინძურდება საღებავით და შეღებვის პროცესისას გამოყენებული სხვა ნარჩენებით. ნუ გექნებათ იმედი, რომ ამ ვედროს გაწმენდთ. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც არ დაგენანებათ.

საღებავი

საღებავის ფერი, მწარმოებელი და ა.შ. თქვენი არჩევანია, მაგრამ დარწმუნდით, რომ საღებავი მასალის შესაფერისია. რაც უფრო დიდი შეფუთვით იყიდით საღებავს, მით მეტ ფულს დაზოგავთ.

რჩევები

საღებავის შემფრქვევის გამოყენებისას ატარეთ შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა:

მთლიანი კომბინიზონი

შეიძინეთ ჩექმებიანი კომბინიზონი. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ცალკე იყიდოთ ფეხსაცმლის გადასაფარებლები ან გამოიყენოთ ფეხსაცმელი, რომლის საღებავით გაფუჭებაც არ გენანებათ.

სათვალეები

ატარეთ არა მხოლოდ დამცავი სათვალე, არამედ სათვალე, რომელიც დალუქულია თვალების ირგვლივ.

რესპირატორი

არ გამოიყენოთ ქაღალდის ნიღაბი, გამოიყენეთ ინდუსტრიული ნიღაბი

ხელთათმანები

გამოიყენეთ ძველი ხელთათმანები, რომელიც გაფუჭებაზეც არ ინერვიულებთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლატექსის ხელთათმანები, თუმცა გახსოვდეთ, რომ ისინი გარკვეული დროის შემდეგ სრიალებენ.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული აუცილებლად გამოგადგებათ შეღებვის პროცესში, თუმცა როგორ უნდა შეარჩიოთ საღებავის შესაფრქვევი, რომელიც თქვენზე არის მორგებული? Holst.ge ელექტრო პულივიზატორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. თითოეულის ელექტრო პულივიზატორის მახასიათებლები კი სრულად არის მითითებული. მახასიათებლების ჩამონათვალში პირველი კი ბრენდია.

ელექტრო პულივიზატორის ბრენდი

საღებავის შესაფრქვევის ბრენდი წარმოდგენას გვიქმნის ამ პროდუქტზე, მის გამძლეობაზე, ხარისხზე და ფასზე.

Tolsen

ეს ბრენდი ხელმისაწვდომი ფასით და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ელექტრო პულივიზატორი რომ შეინარჩუნოთ, არასდროს არ უნდა აარიდოთ თავი მის სრულყოფილად გაწმენდას. სხვა შემთხვევაში კი Tolsen-ის ელექტრო პულივიზატორი აუცილებლად გაგიმართლებთ იმედებს და დიდი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე მოგემსახურებათ.

Crown

ეს ბრენდი საშუალოზე მაღალი ხარისხის პროდუქციის, მათ შორის საღებავის შესაფრქვევის, მწარმოებელია. მიუხედავად მაღალი ხარისხის, ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობისა და გამძლეობისა, თითქმის ყველა ელექტრო პულივიზატორი ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლით შეიძინოთ.

რაზე მიუთითებს ელექტრო პულივიზატორის სიმძლავრე?

ელექტრო პულივიზატორის სიმძლავრე მოქმედებს მის წარმადობაზე, რომელიც თავის მხრივ გამოფრქვეული საღებავის რაოდენობას და სიხშირეს მოიცავს. მძლავრი ელექტრო პულივიზატორი მოგცემთ საშუალებას კიდევ უფრო სწრაფად დაადოთ მასალას საღებავის სქელი ფენა.

რატომ არის აუცილებელი მინიმუმ ექვსთვიანი გარანტია საღებავის შესაფრქვევის შეძენისას?

საღებავის შესაფრქვევი არ არის ის ნივთი, რომელსაც ხშირად გამოიყენებთ. ამიტომ, ქარხნული წუნის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა პირველი შეღებვისას ვერ შეამჩნიოთ, საჭიროა დიდი საგარანტიო ტალონი. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ელექტრო პულივიზატორი ერთ წლიანი გარანტიით შეგიძლიათ შეიძინოთ.

საღებავის შესაფრქვევის წონა

რაც უფრო მსუბუქია ელექტრო პულივიზატორი, მით ნაკლებად დამღლელია მუშაობა. ჩვენი ვებ-გვერდი თითოეული ელექტრო პულივიზატორის წონას 10 გრამი სიზუსტით გთავაზობთ, რაც შერჩევის პროცესს ამარტივებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ელექტრო პულივიზატორის მთლიანი კონსტრუქცია არ გვიჭირავს მუშაობისას.

საღებავის შემფრქვევის ავზის მოცულობა

ავზზის მოცულობა ორ მნიშვნელოვან, ურთიერთ საწინააღმდეგო ფაქტორს მოიცავს. თუ საღებავის შემფრქვევის ავზი დიდია, მისი შევსებისას ინსტრუმენტის წონა საგრძნობლად იზრდება, ხოლო თუ ავზი მცირე ზომსაა ხშირად მოგიწევთ მისი შევსება. არჩევისას ეცადეთ დააბალანსოთ ეს ორი ფაქტორი, რომელთაგან ელექტრო პულივიზატორის წონა უპირატესად მნიშვნელოვანია.

ელექტრო პულივიზატორის წარმადობა

წარმადობა მეტყველებს იმაზე, თუ რა რაოდენობის საღებავის გამოფრქვევა შეუძლია ელექტრო პულივიზატორს წუთის განმავლობაში. რაც უფრო დიდია წარმადობა, მით უფრო მეტ საღებავს აფრქვევს ელექტრო პულივიზატორი, რაც სამუშაოს დასრულებას აჩქარებს.

შესაფრქვევი ლულის ზომა და ელექტრო პულივიზატორი

საღებავის შესაფრქვევის ლულის ზომა მიუთითებს გამოფრქვეული საღებავის ფართობს. რაც უფრო დიდია ლულის ზომა, მით მეტ ფართობზე ასხურებს ელექტრო პულივიზატორი. შედეგად, ერთი შესხურებით მეტ ფართობს ვფარავთ, თუმცა ნაკლები რაოდენობის საღებავი მიდის ერთ კონკრეტულ წერტილამდე.

მაქსიმალური სიბლანტე

მოგეხსენებათ, სხვადასხვა საღებავს სხვადასხვა კონსისტენცია გააჩნია. ელექტრო პულივიზატორი, რომელსაც დაბალი მაქსიმალური სიბლანტე გააჩნია ვერ ატარებს სქელ საღებავს. თუ საღებავი უკვე შეიძინეთ და საღებავის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ელექტრო პულივიზატორი, სჯობს კარგად გაერკვეთ ამ ასპექტში.

ჩვენი ონლაინ მაღაზია უნიკალურია არა მხოლოდ პროდუქციით, არამედ მიწოდების სერვისით, რომელიც მთლიან საქართველოს სრულიად უფასოდ ფარავს. ასე რომ, ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენისას ბრაუზერის ველში Holst.ge შეგიძლიათ აკრიბოთ და მარტივი პროცედურის გავლისა და ორი დღე-ღამის შემდეგ, ეს ინსტრუმენტი თქვენთან გაჩნდება.

TOLSEN TOL1617-79578 ელექტრო საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,400W/800ML

Tolsen eleqtro pulivizatori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.653 
  • კვების წყარო 220-240V
  • ავზის მოცულობა 800 ml
  • წარმადობა 800m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8/2.6mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 60DIN

ეს ელექტრო პულივიზატორი ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ, მიუხედავად მისი კარგი ხარისხისა. მას გააჩნია 400 ვატი სიმძლავრე, რაც ნებისმიერი სამღებრო საქმიანობისათვის საკმარისია. ასევე არის ძალიან მსუბუქი - 1.6 კილოგრამი, ავზის გავსების შემთხვევაში კი მაქსიმუმ სამ კილოგრამს იწონის. Tolsen-ის ეს ელექტრო პულივიზატორი ყველაზე პოპულარულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.12
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა 900 ml
  • წარმადობა 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე 70DIN

Crown-ის მაღალხარისხიანი საღებავის შემფრქვევის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ ამ სტატიაში. ეს მოდელი კი ერთ-ერთია, რომელიც დაბალანსებული მონაცემებითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. არის მსუბუქი და ნებისმიერი სამღებრო საქმიანობისთვის ერთნაირად ეფექტური.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობახარისხი

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 500W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.67
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა 1000 ml
  • წარმადობა 1000m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე 40DIN

Crown-ის ეს ელექტრო პულივიზატორი პრემიუმ ხარისხისაა. ის საუკეთესო მასალითა და ინჟინრული შესრულებით არის დამზადებული, რომელიც დიდი დროის განმავლობაში სრულყოფილად მოგემსახურებათ. ეს ელექტრო პულივიზატორი დაბალი სიბლანტის მქონე საღებავებზე არის გათვლილი და აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი, თქვენი მომავალი კარგი გამოცდილებისათვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე 600W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.9
  • კვების წყარო 220-240V
  • წნევა 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა 900 ml
  • წარმადობა 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე 100DIN

ბოლოს, Crown-ის ეს მძლავრი ელექტრო პულივიზატორი შემოვინახეთ, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს ძალიან სწრაფად გაუმკლავდება, მაღალი წარმადობისა და წნევის ხარჯზე. გააჩნია მაღალი მაქსიმალური სიბლანტე, რაც საშუალებას გაძლევთ თითქმის ყველანაირ საღებაზე იხმაროთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • მაქსიმალური სიბლანტე
  • წარმადობა
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება