ელექტრო პულივიზატორი - შეღებვის საუკეთესო საშუალება

შეღებვის სამუშაოებისთვის სხვადასხვა ხელსაწყო გამოიყენება და თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი უპირატესობები, თუმცა ისეთი ეფექტური, როგორიც არის ელექტრო პულივიზატორი, არცერთი არ არის. ბოლო წლებამდე სახლის რემონტისას კედლების და ჭერის შეღებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო ლილვაკი, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება, თუმცა ელექტრო პულივიზატორი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე.

რა პლიუსებით გამოირჩევა ელექტრო პულივიზატორი?

შედეგი

ნებისმიერი საქმიანობა კარგი შედეგის მისაღებად ხორციელდება და ყველას გვაქვს სურვილი, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგი მოსაწონი იყოს ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ელექტრო პულივიზატორი, სხვა სამღებრო ინსტრუმენტებთან შედარებით გვაძლებს გლუვ შედეგს. ელექტრო პულივიზატორით შესხურებული საღებავი თანაბრად ნაწილდება მთელს ზედაპირზე და შედეგი ერთფეროვანი და იდეალურია. მაშინ, როცა ლილვაკით მუშაობა არც იმდენად ეფექტურია და შედეგითაც ვერ შეედრება ელექტრო პულივიზატორით შეღებილ მასალას.

სიმარტივე

ელექტრო პულივიზატორით მუშაობა ბევრად მარტივია სხვა სამღებრო ინსტრუმენტებით მუშაობასთან შედარებით. თუმცა, ელექტრო პულივიზატორი საჭიროებს მოსამზადებელ პროცედურებს, რომელიც გულისხმობს იმ ზედაპირების დაფარვას, რომელიც არ გვინდა რომ შეიღებოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყველა მოსამზადებელ სამუშაოს ჩავატარებთ, შეგვიძლია ელექტრო პულივიზატორი მოვიმარჯვოთ და ძალიან მალე და ეფექტურად შევღებოთ.

პრაქტიკულობა

კიდევ ერთი დიდი პლიუსი, რითაც ელექტრო პულივიზატორი სხვა სამღებრო ინსტრუმენტებისგან გამოირჩევა, არის მისი შესაძლებლობა შეღებოს ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, როგორიცაა მილების უკან, კაბელებს შორის, მიუწვდომელი კუთხე და ა.შ. მისი ჭავლით გატყორცნილი საღებავი მიაღწევს ნებისმიერ ადგილას სადაც მოისურვებთ და ამასთან, შედეგი იქნება საუკეთესო.

ეს ყოველივე არ არის ელექტრო პულივიზატორის ყველა ღირსება, რაც მას სამღებრო სამუშაოებისთვის საუკეთესოდ აქცევს, თუმცა ალბათ საკმარისია ამ წოდების დასამტკიცებლად.

როგორ უნდა ავარჩიოთ ელექტრო პულივიზატორი?

ელექტრო პულივიზატორის არჩევისას სხვადასხვა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჩვენს მიერ შერჩეული ელექტრო პულივიზატორი სრულყოფილად შეესაბამებოდეს შეთავაზებულ სამუშაოებს. ამ დეტალებში იგულისხმება ელექტრო პულივიზატორის ბრენდი, სიმძლავრე, წარმადობა, წონა, ავზის მოცულობა, შესაფრქვევი ლულის ზომა, ელექტრო პულივიზატორის ცხვირის ტიპი და მაქსიმალური სიბლანტე. ყველა ეს, უმეტესად ციფრებში გაწერილი დეტალები, სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით ელექტრო პულივიზატორის შესაძლებლობებზე და დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი. განვიხილოთ თითოეული მახასიათებელი.

ელექტრო პულივიზატორის ბრენდი

ის, თუ ვის მიერ არის წარმოებული ელექტრო პულივიზატორი გვიქმნის წარმოდგენას მის ხარისხზე, გამძლეობაზე და ფასზე. Holst.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის ელექტრო პულივიზატორი, რომელთაგან აუცილებლად იპოვნით თქვენთვის შესაფერისი მონაცემების, ხარისხის და ფასის ხელსაწყოს.

Tolsen

ამ ბრენდის პროდუქცია მრავლად შეგხვდებათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. ვინაიდან საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, ჩვენი Tolsen-თან ურთიერთობა საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს დაბალ ფასად შეიძინოს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც მიუხედავად ამ დაბალი ფასისა, საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ პროდუქციიდან ერთ-ერთი მიმართულება არის ელექტრო პულივიზატორები. Tolsen-ის ხედვაც ემთხვევა ჩვენს ნაბიჯს, მას სურს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა შეიძინოს ინდუსტრიული ხელსაწყო, იყოს ის სრულად ფუნქციური, ანუ ნებისმიერ დაკისრებულ დავალებას სრულფასოვნად და დიდი ხნის განმავლობაში გაუმკლავდეს. სწორედ ასე შეიძინა ბრენდმა მილიონობით ლოიალური მომხმარებელი, რომლებიც მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, მაინც Tolsen-ის პროდუქციას ეტანებიან.

Crown

რაც შეეხება შვეიცარულ ბრენდს, ის მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რომელშიც ელექტრო პულივიზატორიც მოიაზრება. Crown ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელთაც დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნიათ. თუმცა, მიუხედავად მაღალი ხარისხისა, ინარჩუნებს საშუალოშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მისაღებ ფასს და სწორედ ამ მიზეზით უკავია ინდუსტრიული ხელსაწყოების მსოფლიოს ბაზრის სოლიდური წილი.

ელექტრო პულივიზატორის სიმძლავრე

სიმძლავრე, რომელიც ვატებში გამოისახება, განსაზღვრავს ელექტრო პულივიზატორის მაქსიმალურ შესაძლებლობებს. რაც უფრო მძლავრია ელექტრო პულივიზატორი, მით მეტი აქვს წარმადობა და ბევრად მალე შეძლებთ სამუშაოების შესრულებას. მძლავრი ელექტრო პულივიზატორი არასდროს შეგიქმნით პრობლემას, გარდა გადამეტებული შეღებვისა, რომელიც ისევ და ისევ იმ პირზე არის დამოკიდებული, ვისაც ელექტრო პულივიზატორი უკავია.

ელექტრო პულივიზატორის გარანტია

ნებისმიერი ნივთის შეძენისას (განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ტიპის ინსტრუმენტი პირველია ჩვენთვის) გვჭირდება გარანტია. საგარანტიო ფურცელი გვაიმედებს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი ელექტრო პულივიზატორი დიდი ხნის განმავლობაში მოგვემსახურება. ელექტრო პულივიზატორი არ უნდა იყოს ის, რისი შეძენაც ხშირად მოგვიწევს. ამიტომაც, Holst.ge გთავაზობთ ერთწლიან სრულ გარანტიას ნებისმიერი ელექტრო პულივიზატორის შეძენის შემთხვევაში.

ელექტრო პულივიზატორის წონა

წონა ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრო პულივიზატორისთვის. ვინაიდან, ელექტრო პულივიზატორი ხელში უნდა გვეკავოს მთელი სამღებრო სამუშაო პროცესის განმავლობაში, მან არ უნდა დაგვღალოს. ამიტომაც, აარჩიეთ შედარებით მსუბუქი ელექტრო პულივიზატორი, ან ისეთი, რომლის ძრავაც ცალკე იქნება. თუმცა, ერთია მსუბუქი ელექტრო პულივიზატორი შეიძინო, და მეორე ვერ მიიღო საკმარისი სიმძლავრე მისგან (რაც უფრო მსუბუქია ელექტრო პულივიზატორი, მით ნაკლებად მძლავრია).

ელექტრო პულივიზატორის ავზის მოცულობა და წარმადობა

დააკვირდით ელექტრო პულივიზატორის ავზის მოცულობას, ისევე როგორც წარმადობას. თუ ელექტრო პულივიზატორის ავზი პატარაა, ხოლო წარმადობა მაღალი აქვს, მისი შევსება ძალიან ხშირად მოგიწევთ. თუმცა, თუ ავზი ძალიან დიდია, ამასთან ელექტრო პულივიზატორს ის შესაფრქვევ ნაწილთან აქვს ინტეგრირებული, მუშაობისას დაგღლით და ხელს გატკენთ. ეს ორი მონაცემი ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრო პულივიზატორის არჩევისას, ამიტომაც ყოველთვის დააკვირდით მათ.

ელექტრო პულივიზატორის შესაფრქვევი ლულის ზომა

ელექტრო პულივიზატორის შესაფრქვევი ლულის ზომა განსაზღვრავს იმ კუთხეს, რომლითაც ელექტრო პულივიზატორი გამოაფრქვევს საღებავს. ამიტომაც ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი შეძენისას.

ელექტრო პულივიზატორის მაქსიმალური სიბლანტე

საღებავი სხვადასხვა სისქისა და კონსისტენციისაა. სხვადასხვა საღებავი სხვადასხვა მასალის შეღებვისთვის გამოიყენება. იმისთვის, რომ თქვენი ელექტრო პულივიზატორი მრავალფუნქციური და პრაქტიკული გამოდგეს, ეცადეთ მაქსიმალური სიბლანტე რაც შეიძლება მეტი იყოს. თუმცა მეორეს მხრივ, თუ ფიქრობთ, რომ ბლანტი საღებავით შეღებვა არ მოგიწევთ უმჯობესია მასში ზედმეტი ხარჯი არ გაწიოთ.

ჩვენი ონლაინ მაღაზია სხვადასხვა მწარმოებლის, სიმძლავრის, ხარისხის და უამრავი სხვა მახასიათებლით განსხვავებულ ელექტრო პულივიზატორს გთავაზობთ. სრულად და ზედმიწევნით ზუსტად გაწერილი მონაცემები კი სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ხოლო, ადგილზე მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით შეძენილ პროდუქტს.

TOLSEN TOL1617-79578 ელექტრო საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,400W/800ML

TOLSEN-TOL1617-79578 saghebavis shesafrqvevi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.653 
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 800m l/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8/2.6mm       
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი       
  • მაქსიმალური სიბლანტე - 60DIN

ეს ელექტრო პულივიზატორი უფრო მოყვარულებზე და ენთუზიასტებზე არის გათვლილი, რომლებიც იშვიათად მოიხმარენ მათ ან ახლახანს დაიწყეს ამ ინსტრუმენტის გამოყენება. თუმცა, პატარა პროექტებისთვის საკმარისად კარგი და ხარისხიანია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT31011-ელექტრო პულივიზატორი 400W

CROWN-CT31011 eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 1.93     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 800 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი       
  • მაქსიმალური სიბლანტე - 30DIN

Crown-ის მაღალი ხარისხი ელექტრო პულივიზატორი საკმარისად მძლავრია პატარა და საშუალო პროექტებზე სამუშაოდ. ის გამძლეა და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ხოლო, თუ მძლავრი ელექტრო პულივიზატორი გნებავთ, შემდეგი მოდელები გაიცანით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

CROWN-CT31004 eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 3.67     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1000 ml           
  • წარმადობა - 1000m l/min 
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

ეს ელექტრო პულივიზატორი უპრობლემოდ დაგეხმარებათ პატარა, საშუალო და საშუალოზე დიდ პროექტებში. გამძლეა და გააჩნია მაღალი წარმადობა, რაც საქმიანობის დამთავრებას დააჩქარებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

CROWN-CT31014 eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.9       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

კიდევ უფრო მძლავრი ელექტრო პულივიზატორი, რომელსაც ძალიან ბლანტი საღებავის უპრობლემოდ შესხურება შეუძლია. ეს პულივიზატორი ხშირად ხდება პროფესიონალი მღებავების არჩევანი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება