ელექტრო სახრახნისის ტოპ ბრენდები

თაროს დაკიდება, ჭანჭიკის დაჭერა, კედლის გახვრეატა, მეტალის გაბურღვა, არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რომლის დროსაც ელექტრო სახრახნისი დაგჭირდებათ. ელექტრო სახრახნისი ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია ხელმარჯვე ადამიანის სათავსოში. თუ ელექტრო დრელის შეძენა გადაწყვიტეთ, holst.ge-ზე აუცილებლად იპოვნით თქვენთვის სასურველ ელექტრო სახრახნისს. მთავარია არჩევა იცოდეთ.

CROWN

B&D

Dewalt

TOLSEN

სადენიანი და უსადენო შურუპავოი

სადენიანი ელექტრო სახრახნისი, როგორც წესი უსადენოსთან შედარებით, უფრო მძლავრია. თუმცა თანამედროვე ბატარეიის ინჟინერიამ ეს უპირატესობაც გააქრო. შესაბამისად, დღეს სადენიანი ელექტრო სახრახნისის მთავარი ღირსება მხოლოდ დაბალბიუჯეტურობაა. ამ სტატიაში განვიხილავთ ოთხი საუკეთესო მწარმოებლის უსადენო დრელებს.

დრელის არჩევა

დრელის არჩევა მარტივია, როცა იცი მისი მომავალი სავარაუდო დატვირთვა და იცნობ მწარმოებელ ბრენდს. შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით განსაზღვრავთ დრელის სიმძლავრეს, ხოლო ბრენდის ცოდნით მის ხარისხს და გამძლეობას.

CROWN CT21056L-ელექტრო სახრახნისი 18v

crown eleqtro sakhrakhnisi

ბრენდი CROWN

პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი

სიმძლავრე 18V

ელემენტი 1.5Ah

დატენვის ხანგრძლივობა 1hrs

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.54

კვების წყარო ელემენტი

ბრუნვის სიჩქარე 0-350/0-1350min

ბრუნვის მომენტი 35/45Nm

ვაზნის დიამეტრი 1.5-13mm

მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) 38mm/13mm

ფუნქციები რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

ქრაუნის პროდუქცია გამოირჩევა ბალანსით ხარისხსა და ფასს შორის. ეს კონკრეტული დრელის მოდელიც ამ კომპანიის ფილოსოფიის ნათელი მაგალითია. თუ პროფესიონალურ ინსტრუმენტს ეძებთ ხელმისაწვდომ ფასად, მაშინ ქრაუნის დრელი უალტერნატივოა. 18v ნებისმიერ სტანდარტულ დატვირთვას გაუძლებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა

B&D BDCDC18KB-QW-ელ. სახრახნისი 18v 2 ელემენტით

black&decker eleqtro sakhrakhnisi

ბრენდიBLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი

სიმძლავრე 18V

ელემენტი 1.5Ah

დატენვის ხანგრძლივობა 3hrs

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.24

კვების წყარო ელემენტი

ბრუნვის სიჩქარე 0-650min

ბრუნვის მომენტი 30Nm

ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm

მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) 25mm/10mm

ფუნქციები რვერსი

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

ბლექ ენ დეკერის პროდუქცია მოყვარულთათვის არის განკუთვნილი, თუმცა იმდენად გამოსადეგი და გამძლეა, რომ ხშირად პროფესიონალების არჩევანიც ხდება. თუ რემონტის გაკეთებას აპირებთ ან ავეჯის აწყობას ამ ელექტრო სახრახნისის შეძენა ჰოლსტზე შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

Dewalt DCD771C2-QW ელ. სახრახნისი 18V

dewalt eleqtro sakhrakhnisi

ბრენდი DEWALT

პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი

სიმძლავრე 18V

ელემენტი 1.3Ah

დატენვის ხანგრძლივობა 3hrs

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.65

კვების წყარო ელემენტი

ბრუნვის სიჩქარე 0-1500min

ბრუნვის მომენტი 42Nm

ვაზნის დიამეტრი 1.5-13mm

მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) 30mm/13mm

ფუნქციები რვერსი

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

დევალტი უმაღლესი ხარისხის ელექტრო სახრახნისებს აწარმოებს. დევალტის დრელებს ძირითადად პროფესიონალები და შესაბამის სფეროში დასაქმებული ადამიანები ყიდულობენ, ან ისინი ვისთვისაც ხარისხი უმთავრესია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

TOLSEN TOL1530-79033 ელექტრო სახრახნისი 20V

tolsen eleqtro sakhrakhnisi

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი

სიმძლავრე 20V

ელემენტი 2Ah

დატენვის ხანგრძლივობა 1hrs

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.66

კვების წყარო ელემენტი

ბრუნვის სიჩქარე 0-400/0-1500min

ბრუნვის მომენტი 38Nm

ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm

ფუნქციები რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი
  • აქსესუარები

ტოლსენი ყველა ზემოთ წარმოდგენილი ბრენდისგან განსხვავებით დაბალბიუჯეტურ შურუპავოის აწარმოებს. ტოლსენს აქვს შემდეგი ხედვა: შურუპავოი ის ინსტრუმენტია, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ შედარებით დაბალი ხარისხის ელექტრო სახრახნის, თუმცა საშუალო დატვირთვისთვის საკმარისს. რაც მთავარია ძალიან, ძალიან დაბალ ფასად.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება