ყველაზე პრაქტიკული ელექტრო სახრახნისი საოჯახო საქმიანობებისთვის

სახლში სახრახნისის კომპლექტი არა ფუფუნების საგანი, არამედ საჭიროებაც კი არის. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ თქვენს ხელმარჯვეობაზე. მით უმეტეს, როცა თანამედროვე, ინფორმაციულ სამყაროში ყველაფრის შეკეთების ინსტრუქციის ნახვა სხვადასხვა ვებ პორტალებზე შეიძლება. იქნება ეს ავეჯის შეკეთება, კედელზე სურათის დაკიდება, ან იქნებ თქვენი პროფესიული საქმიანობა მოითხოვს გქონდეთ ელექტრო სახრახნისი. მოკლედ ცალსახაა, სახრახნისი სახლში აუცილებლად უნდა იყოს. ხოლო, თუ კომფორტით და სწრაფად შესრულებული საქმიანობით გინდათ მუშაობა შეიმსუბუქოთ, ელექტრო სახრახნისი, იგივე - შურუპავოი უნდა შეიძინოთ.

მაღალი სიმძლავრის ელექტრო სახრახნისი

Crown სახრახნისი

Tolsen სახრახნისი

ელექტრო სახრახნისი და მისი უპირატესობები

სისწრაფე - ელექტრო სახრახნისის, შურუპავიორტის შეძენის ერთ-ერთი უპირველესი ბენეფიტი სწრაფად შესრულებული სამუშაოა. ჩვეულებრივი სახრახნისით ჭანჭიკის დაჭერას საშუალოდ 30-40 წამი სჭირდება, ელექტრო სახრახნისით კი 3 წამი, ათჯერ ნაკლები. ალბათ, ერთჯერადად არც თუ ისე დიდ დროს მოგებას გპირდებათ, თუმცა ხანგრძლივი მოხმარებისას ელექტრო სახრახნისით შესაძლოა ერთი სრული დღეც კი დაზოგოთ.

კომფორტი - მუშაობისას ელექტრო სახრახნისის მიერ მონიჭებული კომფორტი რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მაგალითად, ჩვეულებრივი სახრახნისისგან განსხვავებით ხელი მალე არ დაგეღლებათ. ასევე, მუშაობას შეძლებთ სახრახნისისთვის მიუდგომელ ადგილებშიც. ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისით მუშაობა ნაკლებად მოსაწყენია.

ამ სტატიაში განხილულია სამი ყველაზე პოპულარული ელექტრო სახრხანისი, შურუპავიორტი, რომელიც ჩვენ ონლაინ მაღაზიაში მოიპოვება.

TOLSEN TOL1428-79023 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen eleqtro sakhrakhnisi

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე 12V
  • ელემენტი 1.5Ah
  • დატენის ხანგრძლივობა 1hrs
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.22
  • კვების წყარო ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი 28Nm
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm
  • ფუნქციები რევერსი/ჩაქუჩი
  • დამატებითი კომპლექტაცია 1 ელემენტი

Tolsen-ის ელექტრო სახრახნისი 12V სიმძლავრეს ძალიან დაბალ ფასად გთავაზობთ. რითაც ხრახნის დაჭერის პრობლემა არასდროს შეგექმნებათ. ეს შურუპავოი, ისევე როგორც შემდგომში განხილული ორი ელექტრო სახრახნისი, ელემენტზეა და კაბელიანისაგან განსხვავებით ძალიან კომფორტულია. ელექტრო სახრახნისის დამატებით კომპლექტაციაში შედის სათადარიგო ელემენტი, რაც ძალიან ზრდის მისი უპრობლემოდ გამოყენების ხანგრძლივობას. ამასთან თუ დენის წყაროს მოშორებით გიწევთ მუშაობა, შეგიძლიათ ორივე მათგანი სრულად დამუხტოთ ენერგიით და გაცილებით დიდხანს იმუშაოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სათადარიგო ელემენტი

CROWN CT22024 MC - ელ. სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

crown CT22024 MC eleqtro sakhrakhnisi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე 3.6v
  • ელემენტი 1.5Ah
  • დატენის ხანგრძლივობა 3.5hrs
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.15
  • კვების წყარო ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე 200min
  • ბრუნვის მომენტი 3.5Nm
  • ვაზნის დიამეტრი 1/4''
  • ფუნქციები რევერსი

კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • ქეისი
  • საცვლელი პირები

Crown-ის ასევე, ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ელექტრო სახრახნისი მოხვდა ჩვენი განხილვის სიაში, რომელიც 3.6v-ით ეცდება თქვენს მიერ დაკისრებული სამუშაოების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმძლავრე არც თუ ისე თვალწარმტაცია, სახლში გამოსაყენებლად სრულიად საკმარისია. ელექტრო სახრახნისის მასა 1.15 კილოგრამია, რაც მის კომფორტულობაზე მეტყველებს. ასევე, ამ შურუპავოის შეძენისას დამატებით კომპლექტაციაში მიიღებთ ქეისს და საცვლელ პირებს. საცვლელი პირების კომპლექტაცია კი გადამწყვეტია ელექტრო სახრახნისის შემთხვევაში, რადგან მისი შეძენა ცალკე არ მოგიწევთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია

TOLSEN TOL1689-79010 ელ. სახრახნისი 3.6V Li-ion, 1300mAh

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე 3.6v
  • ელემენტი 1.3Ah
  • დატენის ხანგრძლივობა 3hrs
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 0.68
  • კვების წყარო ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე 180min
  • ბრუნვის მომენტი 3Nm
  • ვაზნის დიამეტრი 1/4''
  • ფუნქციები რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • საცვლელი პირები

ბოლოს კი, Tolsen-ის მინიატურული ელექტრო სახრახნისი გვინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ძალიან დაბალ ფასთან ერთად ძალიან პატარა და კომფორტულია სამუშაოდ. თუ ელექტრო სახრახნისი არ გაქვთ და მხოლოდ სახლის საქმიანობებისთვის აპირებთ მის გამოყენებას, ეს ელექტრო სახრახნისი ძალიან კარგი არჩევანია. შურუპავოის დამატებით კომპლექტაციაში მოჰყვება უამრავი საცვლელი პირი. მოკლედ, აუცილებლად შესაძენი ელექტრო სახრახნისია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მცირე ზომა
  • საცვლელი პირები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება