ელექტრო სახრახნისი - ერთი ინსტრუმენტი ყველა საქმისთვის

ოდესმე თუ გიცდიათ, ახალი ავეჯი ჩვეულებრივი სახრახნისით აგეწყოთ? თუ თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რამდენად დამღლელი და შრომატევადია ეს პროცესი.

ჰოდა, სწორედ აქ შემოდის თამაშში ელექტრო სახრახნისი - ხელსაწყო, რომელიც თანამედროვე სახლის უნივერსალური დამხმარეა - იქნება ეს სურათის ჩამოკიდება, კარადის შეკეთება თუ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, სახრახნისი დროსა და ენერგიას საგრძნობლად ზოგავს.

რატომ არის ელექტრო სახრახნისი აუცილებელი ატრიბუტი ნებისმიერი ოჯახისთვის და როგორ შევარჩიოთ მოდელი, რომელიც ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მივყვეთ ამ ამბავს და გავიგოთ საინტერესო რამე-რუმეები.

ელექტრო სახრახნისი და მისი დამატებითი ფუნქციები

ელექტრო სახრახნისი კომპაქტური ხელსაწყოა, რომელიც ელექტროენერგიის (ძირითადად აკუმულატორის) მეშვეობით ატრიალებს სხვადასხვა ტიპის, ზომისა თუ ფორმის პირებს. მისი მთავარი დანიშნულება ჭანჭიკებისა და ხრახნების სწრაფი მოშვებაა. ამასთან, თანამედროვე მოდელების უმრავლესობას აქვს ბურღვის ფუნქციაც, რაც მას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ჩვეულებრივი სახრახნისისგან განსხვავებით, ნებისმიერ სამუშაოს მინიმალური ფიზიკური ძალისხმევით ასრულებს.

ვის სჭირდება ელექტრო სახრახნისი?

მოკლედ თუ ვიტყვით, პასუხი ასეთია: ყველას! თუმცა, თუ დავაკონკრეტებთ, აი, ასეთ პასუხს მივიღებთ:

  • მეოჯახეებს: ნებისმიერი წვრილმანი საქმისთვის - სურათის ჩამოკიდება, კარადის სახელურის დაჭერა თუ ფარდის საკიდის დამონტაჟება. ასევე, თუ ოდესმე აგიწყვიათ კარადა ან მაგიდა, კი გეცოდინებათ, რომ ელექტრო სახრახნისის გარეშე ეს პროცესი ნამდვილი სიგიჟეა.
  • DIY ენთუზიასტებს: მათთვის, ვინც საკუთარი ხელით ქმნის დეკორაციებს ან აკეთებს მცირე რემონტს, ეს ინსტრუმენტი ნამდვილად ერთგული მეგობარია.
  • პროფესიონალ ხელოსნებს: მათთვის, ვისი ყოველდღიურობაც მშენებლობა და მონტაჟია, საჭიროა უფრო მძლავრი, პროფესიონალური მოდელები.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სახრახნისი?

შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ძირითად მახასიათებლებს:

  • აკუმულატორის ვოლტაჟი: სახლის პირობებისთვის 10.8V - 12V სრულიად საკმარისია. უფრო რთული სამუშაოებისთვის 18V-იანი მოდელები ჯობია.
  • ბრუნვის მომენტი: რაც უფრო მაღალია ნიუტონ-მეტრი, მით უფრო მეტი ძალა აქვს ინსტრუმენტს მყარ მასალებში ხრახნის შესაყვანად.
  • ერგონომიკა: ხელსაწყო კარგად უნდა იჯდეს ხელში და არ იყოს ზედმეტად მძიმე, რათა ხანგრძლივი მუშაობისას არ დაგღალოთ.
  • დამატებითი ფუნქციები: განათება (LED), სიჩქარის რეგულირება და კომპლექტში შემავალი სათადარიგო აკუმულატორი დიდ კომფორტს შეგიქმნით.

უსაფრთხოების 3 ოქროს წესი

ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობა სიფრთხილეს მოითხოვს, თუნდაც ის ერთი შეხედვით უწყინარი ჩანდეს:

  • შეარჩიეთ სწორი პირი: ყოველთვის გამოიყენეთ ხრახნის თავის შესაბამისი ზომის პირი. არასწორი ზომა არა მხოლოდ გააფუჭებს ხრახნს, არამედ შეიძლება ხელიდან გაგიცურდეთ და ტრავმა გამოიწვიოს.
  • აკონტროლეთ ძალა: ნუ დააწვებით ინსტრუმენტს ზედმეტი ძალით. მიეცით საშუალება ძრავს თავისი საქმე გააკეთოს. გადამეტებულმა ზეწოლამ შეიძლება ხელსაწყოს გადახურება ან პირის დაზიანება გამოიწვიოს.
  • მოარიდეთ თითები სამუშაო ზონას: არასდროს დაიჭიროთ ხრახნი თითებით უშუალოდ იმ წერტილში, სადაც ბურღვა ან ხრახვნა ხდება. გამოიყენეთ დამჭერები ან მცირე წინასწარი ნახვრეტი სიზუსტისთვის.

Schpindel SPP-35135B 12V სახრახნისი ელემენტზე 35N.m 2x2Ah BL

Schpindel eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V
  • ელემენტი - 2x2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1621129199940
  • წონა (კგ) - 2.88
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500 / 0-1700min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 35Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 10mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2x ელემენტი + დამტენი + 6x25mm სახრახნისის თავაკი + 6x საბურღი თავაკი + თავაკების დამჭერი
  • დამატებითი ინფორმაცია - ბრუნვის მომენტის რეგულირების საფეხურები: 19+1; LED სამუშაო განათებით

CROWN CT21055L - ელექტრო სახრახნისი 14,4v

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 14.4V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420022
  • წონა (კგ) - 1.02
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 19/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

Dewalt - DCD709N-XJ ელ.სახრახნისი 18V; ელემენტის გარეშე

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048737552
  • წონა (კგ) - 1.457
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1650min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება