ელექტრო სახრახნისი სამუშაო პროცესს უფრო საინტერესოს გახდის

როგორ დაკარგა ტელევიზორმა ხმაო, ხელოსანი ეკითხება კლიენტს, რომელმაც იმისთვის გამოიძახა, ახალი ნაყიდი ტელევიზორი გაფუჭდა, ხმა აღარ აქვსო. ჰოდა, კლიენტიც უპასუხებს:

- ესე იგი, ვზივარ ჩემთვის, ტელევიზორს ვუყურებ, თან ყურს სახრახნისით ვიფხან და უცბად სიჩუმემ დაისადგურა...

სად ყური და სად სახრახნისიო, ვკითხავდით ამ უცნაურ ადამიანს, მაგრამ რად გინდა, ვერ გაიგებს მაინც...

ფაქტი ის არის, რომ ელექტრო სახრახნისი ის ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია, სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს და საინტერესოც კი გახადოს. რაც დამატებით აღნიშვნას იმსახურებს, ის არის, რომ არსებობს ელექტრო სახრახნისის უამრავი ვარიანტი სხვადასხვა შესაძლებლობით და Holst.ge-ზე სასურველს ძალიან იოლად შეარჩევთ.

რატომ არის ელექტრო სახრახნისი გამორჩეული ინსტრუმენტი?

საკმაოდ ბევრი ნიშან-თვისებით შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამორჩევა და ამ ბევრიდან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანზე შევჩერდეთ:

Ö ხელმისაწვდომი ფასი;

Ö კომპაქტურობა;

Ö კომფორტულობა;

Ö მსუბუქი წონა;

Ö მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;

Ö სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

ასევე, თანამედროვე ელექტრო სახრახნისს მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოარჩევს. მისი გამოყენება მარტივია უსადენოდ. ამის წყალობით, მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძნელად მისადგომ ადგილებში, შენობის გარეთ, სადაც არ არის წვდომა ელექტროენერგიაზე, მაგალითად, საავტომობილო აღჭურვილობის შეკეთებისას ავტოფარეხებში და ავტოსადგომებში.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი აღჭურვილია დამატებითი შესაძლებლობებით, რაც ხელსაწყოს გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ელექტრო სახრახნისი და მისი კომპონენტები:

  • აკუმულატორის დამცავი ელექტროსქემა. ეს ელემენტი იონური (ლითიუმიანი) ელემენტების მქონე სახრახნისებში გამოიყენება;
  • რევერსის ღილაკი, რომელიც საშუალებას იძლევა შპინდელის ბრუნვის მიმართულება შეიცვალოს, ანუ ჭანჭიკი მოუშვას ან დაამაგროს;
  • რედუქტორი, რომელსაც ბრუნების რეგულირების შესაძლებლობა აქვს;
  • ლედგანათება და აკუმულატორის დატენის ინდიკატორი. ყველა მოდელს ეს ფუნქციები არ აქვს, თუმცა საკმაოდ სასარგებლო კი გახლავთ;
  • შპინდელი ვაზნით;
  • ელექტროძრავა;
  • გაშვების ღილაკი;
  • ძირითადი კომპონენტი - ელემენტი იონური ან კადმიუმის. ორივე ვარიანტს თავისი პლუსები და მინუსები აქვს: 1. კადმიუმიანს არ აშინებს ყინვა, მარტივად უმკლავდება დენის ცვალებადობას; 2. იონური მოდელი მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელია.

ელექტრო სახრახნისი და მისი დანიშნულება

ჩვეულებრივ, ელექტრო სახრახნისი დიდი მოცულობის სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ვისაც თვეში სულ რამდენჯერმე აქვს კონკრეტული საქმე გასაკეთებელი და ამასთან ერთად, კომფორტიც უყვარს, ხელსაწყო მასაც აუცილებლად გამოადგება.

ჩვეულებრივი ელექტრო სახრახნისის გარდა, არსებობს ხელსაწყო კვების განსაკუთრებული წყაროთი, ვგულისხმობთ ნიკელ-კადმიუმს, რომელზეც არაერთი საქებარი სიტყვის თქმა შეიძლება. მაგალითად, ეს ინსტრუმენტი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად დიდი მოცულობის სამუშაოებს ასრულებენ და მათ არსენალშიც იგი მთავარ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. აპარატი კომპაქტურია, რაც გარკვეულ უპირატესობას იძლევა რთულად მისადგომ ჭანჭიკებთან მუშაობისას, რომლებსაც გრძელი კლასიკური სახრახნისითაც ვერ მიუდგები.

ასევე, პლუსია სხვადასხვა სახის მექანიზმებისა და კონსტრუქციების მომენტალური დაშლა და აწყობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა უსადენო სახრახნისების უფრო მძლავრი მოდელები, რომლებშიც ბრუნვის სიჩქარეც მაღალი იქნება და სიმძლავრეც შესაბამისი.

როგორი შეიძლება იყოს ელექტრო სახრახნისი

  • სწორი - გარეგნულად კლასიკურ სახრახნისს ჰგავს. ასეთი მოდელის გამოყენება კომფორტულია რთულად მისადგომ ადგილებში. სახელური შედარებით მსხვილია, რაც ხელში ჭერისთვის არც ისე მოსახერხებელია, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოცდილი ადამიანის ხელშია ინსტრუმენტი;
  • პისტოლეტის მსგავსი სახელურით - ინსტრუმენტი კომფორტული და მოსახერხებელია. მისი გამოყენება შესაძლებელია ძნელად მისადგომ ვიწრო სივრცეებში. პისტოლეტის სახელურიანი ელექტრო სახრახნისი ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოგადგებათ;
  • T-სებრი - ინსტრუმენტის გამოყენება მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც კი, როცა აკუმულატორი გათიშულია
  • უნივერსალური ტრანსფორმერი სახრახნისი - ხელსაწყოს კორპუსი საშუალებას იძლევა,  გამოიყენოთ როგორც სწორი, ისე როგორც პისტოლეტის მსგავსი სახელურით. ტრანსფორმირება მარტივად, მინიმალური მანიპულირებით ხდება და სხვა მოდელებთან შედარებით დიდი უპირატესობა გახლავთ.

TOLSEN TOL2383-79005 ელექტრო სახრახნისი 4V

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 4v
  • ელემენტი - 2000mAh
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799689
  • წონა (კგ) - 0.55
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 250min
  • ბრუნვის მომენტი - 10/5Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - Type C კაბელი + საცვლელი პირები

CROWN CT21053LH - ელექტრო სახრახნისი 12V

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420015
  • წონა (კგ) - 1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 17/25Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

Dewalt DCD100YD2T-QW ელ.სახრახნისი 18V 2.0Ah Kit

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • ელემენტი - 2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5054905321314
  • წონა (კგ) - 4.66
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1,650rpm
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 68Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება