ელექტრო სახრახნისი - სუპერ აგენტებისა და სუპერ მშრომელი ადამიანებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი

მისი სახელია ბონდი, ჯეიმს ბონდი კი არადა, სახრახნისი, ელექტრო სახრახნისი... სამყაროს გადარჩენას თუ შეძლებს? ჰმ, აბა, ეგ რა კითხვაა? როგორ გგონიათ, წამმზომიანი მეგა ბომბების მექანიზმამდე რომ მივიდეს სუპერ აგენტი, რა სჭირდება? დიახ, სახრახნისი, ელექტრო სახრახნისი!.. ან, თუ გნებავთ, მშვენიერი ქალები როგორ უნდა მოხიბლოს სუპერ აგენტმა? ნუ, კარგით, აქ ელექტრო სახრახნისმა, შესაძლოა, დიდად ვერ გაქაჩოს, მაგრამ მეგა ბომბებს ეხუმრებით თქვენ?!..

მეგა ბომბები იქით, მშვენიერი ქალები - აქეთ და თან საქმესაც მივხედოთ - ვნახოთ, როგორი შესაძლებლობებით გამოირჩევა სახრახნისი, ელექტრო სახრახნისი...

რა არის ელექტრო სახრახნისი?

ელექტრო სახრახნისი - ეს არის საუკეთესო დამხმარე ყველა მშრომელი ადამიანისთვის, ვისაც მუდმივად უწევს ხრახნების მოჭერა, ავეჯისა თუ ინტერიერის დეტალების აწყობა, რადიოაპარატურისა და საოფისე მოწყობილობების შეკეთება და უბრალოდ, საყოფაცხოვრებო საქმეების გაძღოლა, თუ - რემონტი.

ძირითადი ფუნქციების გარდა, ელექტრო სახრახნისი, ათასგვარი თავაკის წყალობით, ძალიან მარტივად გადაიქცევა უამრავ სხვა საჭირო ინსტრუმენტად, იქნება ეს ირიბი კიდეების შესასწორებელი ფრეზი, თევზის გასასუფთავებელი და თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ელექტრო სახრახნისის დანიშნულება და გამოყენების სფეროები

ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება ხრახნების, ჭანჭიკებისა და სხვა დეტალების კედლებში, ინტერიერის საგნებსა და სხვა ზედაპირებში დამაგრებაა. სახრახნისის გამოყენება შეიძლება სარემონტო სამუშაოებისას, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრების ღიობებისა და თავად ფანჯრების მონტაჟისას, ელექტრო მოწყობილობების შეკეთებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

თანამედროვე ელექტრო სახრახნისს მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოარჩევს. მისი გამოყენება მარტივია უსადენოდ. ამის წყალობით, მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძნელად მისადგომ ადგილებში, შენობის გარეთ, სადაც არ არის წვდომა ელექტროენერგიაზე, მაგალითად, საავტომობილო აღჭურვილობის შეკეთებისას ავტოფარეხებში და ავტოსადგომებში.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი აღჭურვილია დამატებითი შესაძლებლობებით, რაც ხელსაწყოს გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

რა ნიშნებით არის გამორჩეული ელექტრო სახრახნისი

  • კომპაქტურობა;
  • სიიაფე;
  • კომფორტულობა;
  • მსუბუქი წონა;
  • მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;
  • სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები

ელექტრო სახრახნისს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები გამოარჩევს:

  • სიმძლავრე ან ძაბვა. ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მოწყობილობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მახასიათებელი ცვალებადია და პირდაპირ დამოკიდებულია დატენვის დონეზე. რაც მეტად დატენილია ელემენტი, ინსტრუმენტი მით უფრო აქტიურად და ხანგრძლივად მუშაობს;
  • ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლუატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
  • ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
  • ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
  • საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი

შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოწყობილობის სახელურის ფორმა, ელემენტის სიმძლავრე და ტევადობა. ასევე, მოწყობილობას უნდა დაერთოს თავაკები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იაფი სახრახნისი ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნის, ამდენად, ვერც დიდხანს მუშაობის რესურსი გამოარჩევს. უმჯობესია, უპირატესობა უფრო ძვირიან მოდელებს მიანიჭოთ.

მისაღები მახასიათებლებითა და გამძლეობით გამოირჩევა ლითიუმ-იონური ელემენტების მქონე ინსტრუმენტი. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ უსადენო სახრახნისს, რომელიც დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ბრუნების სიჩქარის კონტროლი, სახელურის რამდენიმე პოზიცია, რევერსი.

TOLSEN TOL1689-79010 ელ. სახრახნისი 3.6V Li-ion, 1300mAh

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v
  • ელემენტი - 1.3Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs
  • გარანტია - 3 თვე
  • შტრიხ-კოდი - 6933528788812
  • წონა (კგ) - 0.68
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 180min
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + საცვლელი პირები

CROWN CT21052LH-ელექტრო სახრახნისი 12V

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420008
  • წონა (კგ) - 1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 17/25Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

Dewalt DCD771C2-QW ელ. სახრახნისი 18V

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18V
  • ელემენტი - 1.3Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048444542
  • წონა (კგ) - 1.65
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 42Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება