ელექტრო სახრახნისი - თქვენი ერთგული დამხმარე

მნიშვნელოვან გამოგონებებს შორის, ელექტრო სახრახნისი საპატიო ადგილს იკავებს. სულაც არ ვაჭარბებთ. ხელსაწყო მართლაც არაჩვეულებრივია. ადამიანებისგან განსხვავებით, სახრახნისი არაფერზე წუწუნებს, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და მუდამ ეფექტურია. ცხადია, თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარ საქმეს თავად ასრულებს.

როგორ უნდა შეარჩიოთ სახრახნისი სწორად?

სახრახნისის შერჩევა მარტივია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ფაქტი იცით. პირველ რიგში, სიმძლავრე უნდა გაითვალისწინოთ. სწრაფად და ეფექტურად მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პროფესიონალებს მეტად მძლავრი ინსტრუმენტი სჭირდება, მოყვარულებისთვის კი საშუალო ან დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. ელექტრო სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. ბურღვის სიღრმე სხვადასხვაა. ზოგიერთი ხელსაწყო ღრმად ხრახნის, ზოგიც კი ზედაპირულად. შეძენისას ამ მახასაითებელს დააკვირდით. მონაცემები ყველა ხელსაწყოს აწერია, ამიტომ მხოლოდ გულდასმით გადაკითხვაა საჭირო. სხვა ფუნქციებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ბრუნვის სიჩქარე, ვაზნის დიამეტრი და ა.შ. კარგი იქნება თუ თვალს ყველაფერს გადაავლებთ, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო სიმძლავრე და მუშაობის სიღრმეა.

CROWN CT21076HMX-4 BMC-ელ.სახრახნისი 20V V-MAX 4Ah

ამჯერად, სამ ბრენდზე ვისაუბრებთ, პირველობა კი Crown - ს ერგო. ხელსაწყოს მაღალი მონაცემები აქვს. სიმძლავრიდან დაწყებული და ვაზნის დიამეტრით დამთავრებული, ყველაფერი გენიალურადაა. კვების წყარო ელემენტია. დატენვის ხანგრძლივობა ერთი საათი. ამ დროის განმავლობაში, სახრახნისი ძალებს იღდგენს და ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ინსტრუმენტს ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება.

Crown saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20v       
  • ელემენტი - 4Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.18         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm/55Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 40mm/13mm   
  • ფუნქციები - რევერსი           

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • ღრმად ბურღვის ფუქნცია
  • ხარისხი

Dewalt DCD708S2T-QW ელ.სახრახნისი 18V 1.5Ah Kit

Dewalt – ის ელექტრო სახრახნისს საშუალო მონაცემები აქვს. სიძლავრე 18V - ია, რაც არც ისე დიდი ძალაა. ინსტრუმენტი ხეს უფრო ღრმად ბურღავს, ვიდრე მეტალს. რასაც აკეთებს, მართლა გულდასმით, ამას ვერ დავუკარგავთ.

Dewalt saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18V       
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.1
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1650min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 65Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 35mm/13mm   
  • ფუნქციები - რვერსი 

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • 2 ელემენტი
  • დამტენი

უპირატესობები:

  • გამძლე ელემენტი
  • სისწრაფე
  • კომპლექტაცია
  • რვერსის ფუნქცია

BOSCH სახრახნისი 12V GSR 120Li (2x2,0Ah)

Bosch - ის 12V - იანი სახრახნისი მოყვარულებისთვის საუკეთესოა. ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება. ხელმისაწვდომი ფასი აქვს და მსუბუქია. იმდენად კომპაქტურია, რომ დიდხანს გამოყენების შემთხვევაშიც კი, დისკომფორტს არ შეგიქმნით.

Bosch saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v       
  • ელემენტი - 2Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.8
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 14Nm/30Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm   

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება