ელექტრო სახრახნისი - ყოველმხრივ ღირსეული ინსტრუმენტი

ინსტრუმენტები რომ ადგნენ ერთ დღესაც და კაი გემრიელი ქეიფი გამართონ, ელექტრო სახრახნისი მინიმუმ თამადის მოადგილედ დაინიშნება. მოადგილედ მხოლოდ იმიტომ, რომ „წინაპრებს“ დაუთმობს ადგილს, მაგალითად, ჩვეულებრივ სახრახნისს. აბა, წარმოიდგინეთ, ისეთი „წინაპარი“ გყავდეს გვერდით, რომელიც პირველად 1500-იანი წლების შუა პერიოდიდან ჩნდება კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ და პატივი არ სცე, შეიძლება? არა! ჰოდა, რადგან ელექტრო სახრახნისი ყოველმხრივ ღირსეული ინსტრუმენტია, არც ზრდილობა ეშლება და საქმეში ჩართულ ადამიანსაც სათანადოდ ეხმარება.

რაში ეხმარება ელექტრო სახრახნისი ადამიანს, რატომ არის ყოველმხრივ ღირსეული ინსტრუმენტი და როგორ შეარჩიოთ, ამ და სხვა კითხვებსაც ქვემოთ ვუპასუხებთ.

ელექტრო სახრახნისის უპირატესობები

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელექტრო სახრახნისი შემდეგი უპირატესობებით გახლავთ გამორჩეული:

- კომპაქტურობა;

- სიიაფე;

- კომფორტულობა;

- მსუბუქი წონა;

- მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;

- სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

დანიშნულება და გამოყენების სფეროები

ინსტრუმენტის უმთავრესი დანიშნულებაა ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელებისა და სხვა სამაგრების კედელში, ინტერიერის დეტალებსა და სხვა ზედაპირებში ჩამაგრება. სახრახნისის გამოყენება შეიძლება რემონტის დროს შენობაში, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრის ღიობების მონტაჟისას, ელექტროტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისას, კომპიუტერული აღჭურვილობის მომსახურებისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თანამედროვე ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს უსადენო რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, მოწყობილობა ძნელმისადგომ ადგილებშიც გამოიყენოთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობებითაც გახლავთ აღჭურვილი, რაც ინსტრუმენტის გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ტექნიკური მახასიათებლები

ელექტრო სახრახნისი შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს ფლობს:

  • სიმძლავრე ან ძაბვა - ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მახასიათებლები ცვალებადია და პირდაპირ კავშირშია დამუხტვის დონესთან. რაც უკეთესად არის აკუმულატორი დატენილი, მით აქტიურად და დიდხანს შეიძლება მუშაობა;
  • ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლოატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
  • ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
  • ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
  • საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

სახრახნისის კომპონენტები

  • აკუმულატორის ელექტრონული დაცვის სქემა. აღნიშნული კომპონენტი გამოიყენება ლითიუმიანი ელემენტების მქონე სახრახნისებში;
  • რევერსის ღილაკი, რომელიც შპინდელის ბრუნვის მიმართულების გადართვის საშუალებას იძლევა;
  • რედუქტორი, რომელსაც ბრუნვების რეგულირების შესაძლებლობა აქვს;
  • შუქდიოდური განათება და აკუმულატორის დატენვის ინდიკატორი. არ გვხვდება ყველა მოდელში, თუმცა ძალიან სასარგებლო ელემენტები კი გახლავთ;
  • ელექტროძრავი;
  • ჩამრთველი ღილაკი;
  • მთავარი კომპონენტი - ელემენტი, რომელიც როგორც ზემოთაც ვთქვით, შეიძლება იყოს იონური ან კადმიუმის;
  • აკუმულატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებთ ინსტრუმენტს. თუკი ის იშვიათად გჭირდებათ, უმჯობესია იონურის შეძენა, ვინაიდან ის გაცილებით კომფორტული გახლავთ.

ელექტრო სახრახნისის დადებითი მხარეები

1. არც ისე მოზრდილი, კომპაქტური ზომა, რაც საშუალებას იძლევა, ინსტრუმენტი ხელში ნებისმიერი კუთხით დაიჭიროთ;

2. შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ყველაზე რთულ ადგილებშიც კი გამოიყენოთ;

3. მსუბუქი წონა, რაც საშუალებას იძლევა, სახრახნისი ხელში ხანგრძლივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გეკავოთ;

4. ელექტრო სახრახნისის დახმარებით, შესაძლებელია სასურველ ზედაპირზე მცირე ზომის ელემენტების დამაგრება. მაგალითად, მარტივია ციცქნა ჭანჭიკებთან და ხრახნებთან მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება მყიფე კომპიუტერულ და ელექტროტექნიკასთანაც კი.

STANLEY SCH121S2K-RU ელ.სახრახნისი 12V

STANLEY eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048715802
  • წონა (კგ) - 3კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-350/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 26Nm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + 2 ელემენტი

Bosch GSB 180 LI - ელექტრო სახრახნისი 18V;2x2,0Ah Case

Bosch eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • ელემენტი - 2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 06019F8307
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500/0-1900min
  • ბრუნვის მომენტი - 21Nm/54Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 35mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

CROWN CT21076HMX-4 BMC-ელ.სახრახნისი 20V V-MAX 4Ah

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20v
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422910
  • წონა (კგ) - 5.18
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm/55Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 40mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება