ელექტრო სახრახნისი - როცა ხელსაწყოს ხელით ტრიალი გეზარებათ |
ელექტრო სახრახნისი - როცა ხელსაწყოს ხელით ტრიალი გეზარებათ |
„როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე“ - აი, ასეთი კეთილშობილური შინაარსის მქონე სტატიის ბოლომდე წაკითხვაც კი ეზარება ხოლმე ზოგიერთს და რა გასაკვირია, თუკი ჩვეულებრივი სახრახნისი არ გიზიდავთ - დადექი და ატრიალე და ატრიალე, როგორია? ან რატომ უნდა გაიწვალოთ თავი, როცა 21-ე საუკუნეში ყველაფერი ზედმეტად გამარტივებულიც კია და როცა ელექტრო სახრახნისი არსებობს? დაუმიზნე, რისი დახრახნა-ჩახრახნაც გინდა და ეგაა, ხელსაწყო ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც წესი და რიგია.
საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ყველა მამაკაცს ჰქონია რთული სიტუაცია საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, მაგალითად, ჭურჭლისა თუ სარეცხის მანქანის ან სხვა რომელიმე მოზრდილი ტექნიკის მონტაჟ-დემონტაჟთან. პრობლემის არსი ის არის, რომ ამ მოწყობილობების ზოგიერთი ელემენტი ძალიან უხერხულ ადგილას არის განლაგებული, რის გამოც ხან ჭანჭიკ-ხრახნი ვარდება ბუდიდან, ხან ხელებს იკაწრავ და მოკლედ, ნერვებს გვარიანად იშლი. ასეთ სამუშაოზე საკმაოდ ბევრი დროც იხარჯება და ნერვული უჯრედებიც, მოგეხსენებათ, ისე ნელ-ნელა ახერხებს აღდგენას... ჰოდა, სწორედ ასეთი და კიდევ უამრავი შემთხვევისთვის, ვიღაც დალოცვილმა ელექტრო სახრახნისი გამოიგონა - აფერუმ, მის გონიერებას!..
ელექტრო სახრახნისი ძალიან კომფორტულია ხელში ჭერისას და რაღაცის მოშვება-დამაგრება ერთი სიამოვნებაა. ზოგადად, მშენებლებისა და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ გარკვეული სამუშაოების წარმართვა, ხელსაწყო მართლაც ჩინებული ვარიანტია.
ეჭვგარეშეა, რომ ელექტრო სახრახნისს ჩვეულებრივი სახრახნისის ჩანაცვლება შეუძლია. მაგალითად, სამზარეულოს ან გნებავთ, საძინებლის გარნიტურის აწყობისას, ჩვეულებრივი სახრახნისი გამოიყენება, თუმცა მძიმე და ღრმა ჭანჭიკების ხშირად დამაგრებას როგორც მინიმუმ ხელზე კოჟრების გამოწვევა შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდურების გადაღლაზე - 100 და 200 ჭანჭიკისა თუ ხრახნის საჭირო ადგილას მოთავსება, თანაც, ხარისხიანად, იოლი საქმე როდია.
ჩვეულებრივ, ელექტრო სახრახნისი დიდი მოცულობის სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ვისაც თვეში სულ რამდენჯერმე აქვს კონკრეტული საქმე გასაკეთებელი და ამასთან ერთად, კომფორტიც უყვარს, ხელსაწყო მასაც აუცილებლად გამოადგება.
ჩვეულებრივი ელექტრო სახრახნისის გარდა, არსებობს ხელსაწყო კვების განსაკუთრებული წყაროთი, ვგულისხმობთ ნიკელ-კადმიუმს, რომელზეც არაერთი საქებარი სიტყვის თქმა შეიძლება. მაგალითად, ეს ინსტრუმენტი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად დიდი მოცულობის სამუშაოებს ასრულებენ და მათ არსენალშიც იგი მთავარ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. აპარატი კომპაქტურია, რაც გარკვეულ უპირატესობას იძლევა რთულმისადგომ ჭანჭიკებთან მუშაობისას, რომლებსაც გრძელი კლასიკური სახრახნისითაც ვერ მიუდგები.
ასევე, პლუსია სხვადასხვა სახის მექანიზმებისა და კონსტრუქციების მომენტალური დაშლა და აწყობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა უსადენო სახრახნისების უფრო მძლავრი მოდელები, რომლებშიც ბრუნვის სიჩქარეც მაღალი იქნება და სიმძლავრეც შესაბამისი.
ალბათ, უკვე ცხადი ხდება, რომ ელექტრო სახრახნისი უაღრესად მოსახერხებელი ხელსაწყოა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს,მით უმეტეს, Holst.ge-ზე.
რომელს აირჩევთ, ისევ და ისევ იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი. თუ იშვიათად გჭირდებათ, უმჯობესია, არჩევანი იონურზე გააკეთოთ, რადგან მოვლა ბევრად მოსახერხებელია.
ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:
1. არც ისე მოზრდილი, კომპაქტური ზომა, რაც საშუალებას იძლევა, ინსტრუმენტი ხელში ნებისმიერი კუთხით დაიჭიროთ;
2. შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ყველაზე რთულ ადგილებშიც კი გამოიყენოთ;
3. მსუბუქი წონა, რაც საშუალებას იძლევა, სახრახნისი ხელში ხანგრძლივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გეკავოთ;
4. ელექტრო სახრახნისის დახმარებით, შესაძლებელია სასურველ ზედაპირზე მცირე ზომის ელემენტების დამაგრება. მაგალითად, მარტივია ციცქნა ჭანჭიკებთან და ხრახნებთან მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება მყიფე კომპიუტერულ და ელექტროტექნიკასთანაც კი.
დადებითის პარალელურად, სახრახნისს უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ყველაზე გამოკვეთილი მინუსი დაბალი ბრუნვები და ბრუნვის მომენტია. ასევე, რთულია გრძელ თვითმჭრელებთან მუშაობა.
- პირველ რიგში, სახრახნისი მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. თუკი კორპუსი რეზინით არის დაფარული, ეს დიდი პლუსია. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთი მოდელი გაცილებით დაცულია დავარდნის შემთხვევაში. ასევე, რეზინი ინსტრუმენტის გამოყენებას გაცილებით მსუბუქს და ბევრად ერგონომიულს გახდის.
- კარგია, თუკი კომპლექტში ორი აკუმულატორი შედის. ბრუნების რეგულირების ფუნქციაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
- არ უნდა დავივიწყოთ დელიკატური მუშაობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილ და ძვირფას მასალასთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს დაგეხმარებათ წნევის სიდიდის რეგულირების ფუნქცია.
- გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მძლავრია სახრახნისის ძრავა და ელემენტის მოცულობაც მეტია, შესაბამისად, წარმადობაც მაღალია, ვინაიდან ინსტრუმენტს მალ-მალე დატენა არ დასჭირდება.
მოკლედ, ელექტრო სახრახნისი ნამდვილად არის ის ხელსაწყო, რომელსაც სავსებით შეუძლია გაგვიადვილოს ცხოვრება სახლსა და სამსახურში. თუკი ის ჯერ კიდევ არ შედის თქვენი ინსტრუმენტების არსენალში, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძინეთ. ასეთი ხელსაწყოს დახმარებით, მოუფრთხილდებით დროს, ნერვებს და სასურველ შედეგს გაცილებით მარტივად მიიღებთ.