ელექტრო სახრახნისით მუშაობა გაცილებით მარტივია

აქამდე ჯერ კიდევ არ გაქვთ ინსტრუმენტების პირად არსენალში ელექტრო სახრახნისი დამატებული? ეგ არაფერი, სინამდვილეში, მოსალოცადაც კი გაქვთ საქმე, რადგან იმდენად ისიამოვნებთ ამ ხელსაწყოთი პირველად მუშაობის პროცესში, ვინ იცის, ჩვეულებრივი სახრახნისი დასანახად აღარ მოგინდეთ. არანაკლებ სასიამოვნო იქნება ელექტრო სახრახნისთან ყოველი შემდგომი ურთიერთობაც - მისი დახმარებით გაცილებით მარტივია მუშაობა და იმიტომ.

რატომ არის ელექტრო სახრახნისი გაცილებით მარტივი, რა უპირატესობები აქვს ჩვეულებრივ სახრახნისთან შედარებით, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.

ვის სჭირდება ელექტრო სახრახნისი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სახრახნისი ყველას სჭირდება, თუმცა, მოდით, ყველაფერს დეტალურად მივყვეთ და ორიოდ სიტყვა დანიშნულებაზეც ვთქვათ - უმთავრესი დანიშნულებაა ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელებისა და სხვა სამაგრების კედელში, ინტერიერის დეტალებსა და სხვა ზედაპირებში ჩამაგრება. სახრახნისის გამოყენება შეიძლება რემონტის დროს შენობაში, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრის ღიობების მონტაჟისას, ელექტროტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისას, კომპიუტერული აღჭურვილობის მომსახურებისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თანამედროვე ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს უსადენო რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, მოწყობილობა ძნელმისადგომ ადგილებშიც გამოიყენოთ.

ელექტრო სახრახნისის ტექნიკური მახასიათებლები

  • სიმძლავრე ან ძაბვა - ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მახასიათებლები ცვალებადია და პირდაპირ კავშირშია დამუხტვის დონესთან. რაც უკეთესად არის აკუმულატორი დატენილი, მით აქტიურად და დიდხანს შეიძლება მუშაობა;
  • ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლუატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
  • ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
  • ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
  • საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

ელექტრო სახრახნისის მუშაობის თავისებურებები

წარმოიდგინეთ მისი შიდა ნაწილი, როგორც ელექტრო ჯაჭვი. როგორც კი ჩამრთველს თითს დააჭერთ, კორპუსის შიდა მხარეს არსებული გადამრთველი ელექტროობას ელემენტიდან მოტორისაკენ ატარებს. ყოველ ჯერზე, როცა კი ჩამრთველს აწვებით, დენს ინსტრუმენტში გავლის საშუალებას აძლევთ. ძრავა აკუმულატორის ელექტროენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის, რითაც უზრუნველყოფს ბრუნვას, რაც თავის მხრივ, ვაზნის მოძრაობისთვისაა აუცილებელი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უსადენო მოწყობილობის უპირატესობებს შორისაა:

Ö კომპაქტურობა;

Ö სიიაფე;

Ö კომფორტულობა;

Ö მსუბუქი წონა;

Ö მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;

Ö სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

ის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

- პირველ რიგში, სახრახნისი მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. თუკი კორპუსი რეზინით არის დაფარული, ეს დიდი პლუსია. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთი მოდელი გაცილებით დაცულია დავარდნის შემთხვევაში. ასევე, რეზინი ინსტრუმენტის გამოყენებას გაცილებით მსუბუქს და ბევრად ერგონომიულს გახდის.

- კარგია, თუკი კომპლექტში ორი აკუმულატორი შედის. ბრუნების რეგულირების ფუნქციაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

- არ უნდა დავივიწყოთ დელიკატური მუშაობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილ და ძვირფას მასალასთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს დაგეხმარებათ წნევის სიდიდის რეგულირების ფუნქცია.

- გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მძლავრია სახრახნისის ძრავა და ელემენტის მოცულობაც მეტია, შესაბამისად, წარმადობაც მაღალია, ვინაიდან ინსტრუმენტს მალ-მალე დატენა არ დასჭირდება.

CROWN CT22023 BMC - ელ.სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v
  • ელემენტი - 1.3Ah
  • დატენის ხანგრძლივობა - 3hrs
  • გარანტია - 6 თვე
  • შტრიხ-კოდი - 7640177425379
  • წონა (კგ) - 1.36
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კომპლექტაცია - დამტენი + ქეისი + საცვლელი პირები
  • ბრუნვის სიჩქარე - 200min
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''
  • ფუნქციები - რევერსი

TOLSEN TOL2304-79041 ელექტრო სახრახნისი 12V

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენის ხანგრძლივობა - 2hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799429
  • წონა (კგ) - 1.32
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 10mm

Dewalt - DCD709N-XJ ელ.სახრახნისი 18V ელემენტის გარეშე

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • დატენის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048737552
  • წონა (კგ) - 1.457
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1650min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება