ელექტრო შალაშინი და სიზუსტე და ეფექტიანობა |
ელექტრო შალაშინი და სიზუსტე და ეფექტიანობა |
როგორი უნიკალური მასალაც არ უნდა გამოიგონოს კაცობრიობამ, ხის მასალა შეუფასებელია ინტერიერის გაფორმებისთვის. რომელი ერთი გავიხსენოთ - როგორ სახლშიც არ უნდა შევიდეთ - ევრორემონტიდან დაწყებული, კოსმეტიკურით დამთავრებული, გამორიცხულია, ხის ნაკეთობები არ დაგვხვდეს, კარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უამრავი შესაძლებლობა გაუჩნდა ადამიანს, ხის მასალა, პრაქტიკულად, სრულყოფილად გადაამუშაოს თუ დაამუშაოს.
ბუნებრივია, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტი ელექტრო შალაშინი გახლავთ, რომელსაც თავისი სიზუსტისა და ეფექტიანობის წყალობით, აბსოლუტურად დამსახურებულად შეგვიძლია, შეუცვლელი დამხმარე ვუწოდოთ.
ამ ელექტრო ინსტრუმენტს იყენებს ყველა, ვისაც ასე თუ ისე უწევს ხის მასალასთან მუშაობა.
სანამ იქამდე მიხვალთ, რომ ელექტრო შალაშინი შეიძინოთ, მის ძირითად მახასიათებლებზე, მუშაობის პრინციპსა და შესაძლებლობებზე მოგიყვებით.
ისე, ენის გასატეხად კი გამოდგება ამ ხელსაწყოს სახელი - ზოგი შალაშინს ეძახის და ასეცაა, თუმცა, ბევრს შ-ს ნაცვლად ს-ს წარმოთქვა გამოსდის და იტყვის ხოლმე - სალაშინი.
მთავარი ის არის, შალაშინი იქნება, თუ - სალაშინი, ინსტრუმენტის შესაძლებლობებს ამით არაფერი აკლდება და საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებს.
დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო შალაშინი ხის იდეალურთან მიახლოებული სწორი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება. ინსტრუმენტი მოთხოვნადია როგორც პროფესიულ სფეროებში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მექანიკური მოწყობილობისგან განსხვავებით, ელექტრო მოწყობილობას ფუნქციონირების ფართო სპექტრი აქვს.
ინსტრუმენტის ფუნქციებში შედის:
ელექტრო სალაშინი მარტივი ხელსაწყო ნამდვილად არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღჭურვილობისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ხის დამუშავებაზე მუშაობს. წესების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ერთი, რომ სამუშაო პროცესის გამარტივებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში - შეკეთებას.
ელექტრო შალაშინის ძირითადი სამუშაო ელემენტი მბრუნავი ბარაბანია, რომლის კორპუსშიც ჰორიზონტალური ფოლადის დანებია ჩაშენებული. ბარაბანი ბრუნვას ელექტრომოტორის დახმარებით იწყებს. დამუშავების ხარისხი მისი ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაღალ ბრუნებზე დანები ზედაპირს ეხება და საჭირო სისქის ნათალს აშორებს.
ჭრის სიღრმეზე მარეგულირებელი მექანიზმია პასუხისმგებელი. მოდელების უმეტესობა ნახერხის შემგროვებლითაც არის აღჭურვილი.
დამუშავებული ზედაპირის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ჭრის ელემენტებზე. დანის პირების ფორმა ტალღოვანი, მომრგვალო და სწორია. მოდელიდან გამომდინარე, შეიძლება დამონტაჟდეს 1-დან 4-მდე დანა.
კონსტრუქციის აგებულება:
შალაშინით მუშაობისთვის სულაც არ არის საჭირო წლების გამოცდილება და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. საკმარისია ინსტრუქციის წაკითხვა და რაც მთავარია, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. სამუშაო სივრცედ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ადგილი გამოდგება.
ელექტრო შალაშინის სიმძლავრის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ნაკლებად მძლავრი მოდელი ვერ გაუმკლავდება ხის მყარ მასალას, მაგალითად, იფანსა თუ აკაციას, რადგან დანები „გაიჭედება“ და დამუშავების ხარისხი არც ისე სახარბიელო იქნება. მეორე მხრივ, თუკი ძირითადად ფიჭვთან ან ცაცხვთან მუშაობა გიწევთ, მაშინ მძლავრი მოწყობილობა უბრალოდ ზედმეტ ენერგიას ფუჭად დახარჯავს.
გთავაზობთ ხელსაწყოს სიმძლავრის დაახლოებით შესაძლებლობებს სხვადასხვა სახეობის ხესთან მუშაობისას:
- 220-600 ვატი - გამოდგება რბილ მასალასთან მუშაობისას, როგორიც არის, მაგალითად, ფიჭვი, წაბლი, ცაცხვი, ვერხვი, მურყანი და ღვია;
- 600-1000 ვატი - დაბრკოლებების გარეშე იმუშავებთ საშუალო სიმკვრივის მასალასთან, როგორიც არის, მაგალითად, ვაშლი, არყი, ნეკერჩხალი, ლარიქსი და ასე შემდეგ;
- 1000-1500 ვატი - გამოდგება მაღალი სიმკვრივის მქონე ხის მასალის დამუშავებისთვის, მაგალითად, მუხა, იფანი, აკაცია, რცხილა და ასე შემდეგ.
ბუნებრივია, არსებობს კიდევ უფრო მძლავრი ელექტრო შალაშინი, თუმცა მისი შეძენა რეკომენდებული და გამართლებულია იმ შემთხვევისთვის, თუკი მასშტაბური პროექტების განხორციელებას აპირებთ.