ელექტრო შალაშინი - ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ კარგი, რომ არსებობს!.. |
ელექტრო შალაშინი - ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ კარგი, რომ არსებობს!.. |
ხელოსნებმა, რომლებიც ხის დამუშავებაზე მუშაობენ, შესანიშნავად იციან, რას წარმოადგენს ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც ისინი სასურველ შედეგს უბრალოდ, ვერ მიიღებენ. ერთი ეგ არის, სახელწოდებაში ვერ თანხმდებიან - ზოგი ამბობს სალაშინი ჰქვიაო, ზოგის ვერსია შალაშინი გახლავთ, ვის როგორ მოსწონს, აწყობს თუ ახსოვს... საბედნიეროდ, ეს მცირე შეუთანხმებლობა პოლარიზაციის მიზეზი არასოდეს გამხდარა და ყველა ხელოსანი თანხმდება, რომ ელექტრო შალაშინი ის ინსტრუმენტია, რომელიც კიდევ კარგი, არსებობს!..
იყო დრო, ჩვეულებრივი შალაშინითაც ბრწყინვალე ნაკეთობები იქმნებოდა, მაგრამ აფერუმ ელექტრიფიკაციას, ამ მიმართულების განვითარებასაც ნამდვილად დიდად წაადგა - გაიზარდა შრომის პროდუქტიულობა, განსაკუთრებით, როცა საქმე დაფებისა და ძელების დამუშავებას ეხება.
ელექტრო სალაშინის მოხმარებაც მარტივია: საჭიროა მხოლოდ მიმართულების მიცემა, დანარჩენს თავის თავზე ელექტრომოტორი იღებს.
ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც უხეშად დამუშავებული ხე-ტყის მასალის ზედაპირის სრულყოფილად გათანაბრებაა. შედეგად, მასალა, როგორც წესი, იდეალურად გლუვი ხდება, რადგან ხერხდება უსწორმასწორობის, ყველა სახის დეფექტის აღმოფხვრა.
კიდევ რისთვის შეიძლება ელექტრო შალაშინის გამოყენება, მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და დამატებით შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუკი ინსტრუმენტის კონსტრუქციური თავისებურებები საშუალებას იძლევა, შემდეგი ოპერაციების შესრულებაც შეიძლება:
ამით ელექტრო შალაშინის შესაძლებლობების აღწერა ნამდვილად არ სრულდება. მაგალითად, მისი დახმარებით შესაძლებელია კვეთის სიღრმის კონტროლი, რაც იდეალური შედეგის მისაღებად მეტად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია გახლავთ მეოთხედის ან ფალცის ამოღება.
გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება სწორი დანები, შედეგი ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ არის: ზედაპირზე უმნიშვნელო ტალღები რჩება. გამოსავალი „სპირალური“ საცმების გამოყენება გახლავთ.
ელექტრო და ხელის შალაშინის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები ერთნაირია, თუმცა ელექტრო, ბუნებრივია, ბევრად განსხვავებულია და აი, რაში:
აქვე ისიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რომ ინსტრუმენტის მუშაობის საკმაოდ მაღალი სიჩქარის გამო, ტრავმატიზმის რისკები ნამდვილად არ არსებობს, თუმცა მათი შემცირება უსაფრთხოების ზომების დაცვით ძალიანაც მარტივად შეიძლება.