ელექტრო შალაშინი ის ხელსაწყოა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია

ზედმეტად სათუთი საკითხი კი არის, მაგრამ მაინც უნდა შევეხოთ, ან მოდი, გავიმარტივებთ საქმეს და თქვენ გვიპასუხეთ: ხის მასალის ხარისხიანად დამუშავება დურგალზეა დამოკიდებული, თუ შალაშინი იღებს საკუთარ თავზე მთავარ საქმეს?

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია, მაგრამ აბა, მეორედაც შეხედეთ - თუ სალაშინი გაუმართავია, პროფესიონალსაც კი საქმესაც გაუფუჭებს და ნერვებსაც გვარიანად მოუშლის, ხოლო თუ ხელსაწყო მოწოდების სიმაღლეზეა, დამწყებიცა და უბრალოდ, სახლში ჩხირკედელაობის მოყვარულიც, საქმეს ჩინებულად წარუძღვება.

მოკლედ, სულაც არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუკი ვიტყვით, რომ ელექტრო შალაშინი ის ხელსაწყოა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ავეჯის აწყობა, კარებისა თუ ფანჯრების ჩარჩოების დამუშავება - ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი შალაშინია საჭირო.

კარგად მოგეხსენებათ, საკმაო ხანია, ხელის შალაშინმა მეორე პლანზე გადაინაცვლა და ასპარეზი ღირსეულ „შთამომავალს“, გაცილებით ეფექტიან ელექტრო შალაშინს დაუთმო.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

როგორი სიმძლავრეა საჭირო?

პირდაპირ სიმძლავრით იმ მარტივი მიზეზის გამო ვიწყებთ, რომ სწორედ სიმძლავრეზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება თქვენი შალაშინი.

სიმძლავრის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ნაკლებად მძლავრი მოდელი ვერ გაუმკლავდება ხის მყარ მასალას, მაგალითად, იფანსა თუ აკაციას, რადგან დანები „გაიჭედება“ და დამუშავების ხარისხი არც ისე სახარბიელო იქნება. მეორე მხრივ, თუკი ძირითადად ფიჭვთან ან ცაცხვთან მუშაობა გიწევთ, მაშინ მძლავრი მოწყობილობა უბრალოდ ზედმეტ ენერგიას ფუჭად დახარჯავს.

გთავაზობთ ხელსაწყოს სიმძლავრის დაახლოებით შესაძლებლობებს სხვადასხვა სახეობის ხესთან მუშაობისას:

  • 220-600 ვატი - გამოდგება რბილ მასალასთან მუშაობისას, როგორიც არის, მაგალითად, ფიჭვი, წაბლი, ცაცხვი, ვერხვი, მურყანი და ღვია;
  • 600-1000 ვატი - დაბრკოლებების გარეშე იმუშავებთ საშუალო სიმკვრივის მასალასთან, როგორიც არის, მაგალითად, ვაშლი, არყი, ნეკერჩხალი, ლარიქსი და ასე შემდეგ;
  • 1000-1500 ვატი - გამოდგება მაღალი სიმკვრივის მქონე ხის მასალის დამუშავებისთვის, მაგალითად, მუხა, იფანი, აკაცია, რცხილა და ასე შემდეგ.

ბუნებრივია, არსებობს კიდევ უფრო მძლავრი ელექტრო სალაშინი, თუმცა მისი შეძენა რეკომენდებული და გამართლებულია იმ შემთხვევისთვის, თუკი მასშტაბური პროექტების განხორციელებას აპირებთ.

ბრუნვის როგორი სიჩქარეა საჭირო?

სამუშაო საცმის ბრუნვის სიჩქარე პირდაპირ კავშირშია ხის მასალის დამუშავების ხარისხთან. არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტია ბრუნვა, მით „სუფთაა“ დამუშავებული მასალა.

როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მინიმალური მაჩვენებელი წუთში 12 ათასი ბრუნი უნდა იყოს.

ავეჯთან მუშაობის შემთხვევაში, სადაც მაღალი სიზუსტე და ხარისხია აუცილებელი, ხელსაწყოს ბრუნვის სიჩქარე წუთში 14-დან 18 ათასამდე უნდა მერყეობდეს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როგორი სიმძლავრე თუ ბრუნვების მაჩვენებელი არ უნდა ჰქონდეს ელექტრო შალაშინს, მუშაობის დროს კატეგორიულად აუცილებელია სპეციალური სათვალის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენები აღარ იქნება საშიში არც თვალებისა და არც სასუნთქი გზებისთვის.

დანარჩენს რაც შეეხება, Holst.ge-ზე შალაშინების საკმაოდ დიდი არჩევანია წარმოდგენილი - პირველ რიგში, ის მოიფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ხელსაწყო და დანარჩენი უკვე ძალიან მარტივია...

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX - შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება