ელექტრო შალაშინი - შეძენისას შეცდომა რომ არ დაუშვათ, ყველაფერს მოგახსენებთ |
ელექტრო შალაშინი - შეძენისას შეცდომა რომ არ დაუშვათ, ყველაფერს მოგახსენებთ |
ელექტრო შალაშინი ხის მასალის იდეალურად დამუშავებისთვის შექმნილი ხელსაწყოა.
ელექტრო შალაშინმა მარტივად მოიპოვა პროფესიონალების ნდობა.
ელექტრო შალაშინს იოლად იყენებს არაპროფესიონალიც...
ასე ყველა ბრუნვაში შეგვიძლია, ჩავსვათ ელექტრო სალაშინი და ისეთი წინადადებები მივიღოთ, მისხალ-მისხალ რომ ყველაფერი მართალი იქნება, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, გრამატიკას თუ გვერდზე გადავდებთ, დიდად არაფერი დაშავდება.
მექანიკური ანალოგისგან განსხვავებით, ელექტრო შალაშინი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. საჭირო შედეგის მისაღებად, დურგალს მინიმალური ძალისხმევა ეხარჯება.
იმისთვის, რომ საიმედო ინსტრუმენტი შეარჩიოთ, აუცილებელია შეისწავლოთ კონსტრუქციის თავისებურებები და კომპლექტაციის შესაძლებლობები. ყურადღება დაუთმეთ ძირითად მახასიათებლებს, დანებსა და მათ ფორმებში გარკვევას.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეძენამდე ზუსტად განსაზღვრეთ მიზანი და გამოყენების სიხშირე.
რეგულარული გამოყენებისთვის პროფესიონალურ ელექტრო შალაშინს ირჩევენ, ხოლო თუ იშვიათად მოგიწევთ ინსტრუმენტის გამოყენება, უმჯობესია, არჩევანი მარტივ მოდელზე შეაჩეროთ.
ელექტრო შალაშინის შერჩევისას, როგორც წესი, შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ:
პირდაპირ სიმძლავრით იმ მარტივი მიზეზის გამო ვიწყებთ, რომ სწორედ სიმძლავრეზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება თქვენი სალაშინი.
სიმძლავრის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ნაკლებად მძლავრი მოდელი ვერ გაუმკლავდება ხის მყარ მასალას, მაგალითად, იფანსა თუ აკაციას, რადგან დანები „გაიჭედება“ და დამუშავების ხარისხი არც ისე სახარბიელო იქნება. მეორე მხრივ, თუკი ძირითადად ფიჭვთან ან ცაცხვთან მუშაობა გიწევთ, მაშინ მძლავრი მოწყობილობა უბრალოდ ზედმეტ ენერგიას ფუჭად დახარჯავს.
გთავაზობთ ხელსაწყოს სიმძლავრის დაახლოებით შესაძლებლობებს სხვადასხვა სახეობის ხესთან მუშაობისას:
ბუნებრივია, არსებობს კიდევ უფრო მძლავრი ელექტრო შალაშინი, თუმცა მისი შეძენა რეკომენდებული და გამართლებულია იმ შემთხვევისთვის, თუკი მასშტაბური პროექტების განხორციელებას აპირებთ.
სამუშაო საცმის ბრუნვის სიჩქარე პირდაპირ კავშირშია ხის მასალის დამუშავების ხარისხთან. არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტია ბრუნვა, მით „სუფთაა“ დამუშავებული მასალა.
როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მინიმალური მაჩვენებელი წუთში 12 ათასი ბრუნი უნდა იყოს.
ავეჯთან მუშაობის შემთხვევაში, სადაც მაღალი სიზუსტე და ხარისხია აუცილებელი, ხელსაწყოს ბრუნვის სიჩქარე წუთში 14-დან 18 ათასამდე უნდა მერყეობდეს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როგორი სიმძლავრე თუ ბრუნვების მაჩვენებელი არ უნდა ჰქონდეს ელექტრო შალაშინს, მუშაობის დროს კატეგორიულად აუცილებელია სპეციალური სათვალის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენები აღარ იქნება საშიში არც თვალებისა და არც სასუნთქი გზებისთვის.