| ელექტრო შალაშინი თქვენი სახლისა და აგარაკისთვის და არა მხოლოდ |
| ელექტრო შალაშინი თქვენი სახლისა და აგარაკისთვის და არა მხოლოდ |
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ელექტრო შალაშინი არა მხოლოდ სახლისა და აგარაკისთვის, ბიზნესისთვისაც მისწრებაა და შესაბამისად, მის სწორად შერჩევას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ისიც ვთქვათ, რომ ზოგი ამ ხელსაწყოს მოიხსენიებს როგორც ელექტრო სალაშინი, დანარჩენები - ელექტრო შალაშინი, თუმცა, მთავარი ამბავი მაინც ის არის, რომ მთავარია, ხარისხიანი იყოს და სახელის შეცდომით წარმოთქმა საერთოდ არ არის პრობლემა.
რაკი იმაზე საუბრით დავიწყეთ, რომ ბიზნესისთვისაც მისწრებაა ეს ჩვენი ელექტრო შალაშინი, უკეთ ვთქვათ, ზუსტად რისთვის არის საჭირო ხელსაწყო და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
პირველ რიგში, ელექტრო შალაშინი ხის მასალის დამუშავებისთვის გამოიყენება. დამატებითი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, ინსტრუმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი დავალების შესრულებასაც შეძლებს.
ელექტრო შალაშინის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ შალაშინთან შედარებით ის არის, რომ ადამიანს მუშაობის პროცესში დამატებითი ძალის დახარჯვა არ უწევს.
ელექტრო შალაშინი გამოიყენება როგორც მსხვილ საწარმოებში, ისე კერძო მეურნეობაში. აქვე ისიც დავამატოთ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ხშირად ინსტრუმენტი რიგითი ობივატელის არსენალში არ მოიძიება, რაც შესაძლოა, ჭკუასთან ახლოს იყოს, თუმცა ვინც მისი შესაძლებლობები იცის, ამას არასოდეს დაუშვებს. ხის მასალა ჩვენთან უყვართ, აფასებენ და ბევრსაც მუშაობენ. ამდენად, სადურგლო საქმეში შალაშინის გარეშე რაიმე შედეგის დადება, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია.
მოგეხსენებათ, თავდაპირველად, მხოლოდ ხელის სალაშინი არსებობდა, თუმცა ტექნიკური პროგრესი ამ ინსტრუმენტსაც შეეხო და მრავალფეროვანი ფუნქციებითაც აღჭურვა. ამასთან, დროთა განმავლობაში ძირითადი კონსტრუქცია დიდად არ შეცვლილა და მუშაობის პრინციპიც ხელის ანალოგის იდენტური დარჩა - ინსტრუმენტი დასამუშავებელი მასალის ზედაპირზე მოძრაობს და მას მითითებული სისქის საფარს აცილებს.
პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ხელისა და სტაციონარული ელექტრო შალაშინი, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგავს. ასეთი მოწყობილობის ფუნქციონირება ეფუძნება ელექტრომოტორის ბრუნვის მომენტის გადაცემას დანის ბარაბნისკენ. ბრუნვის პროცესში ინსტრუმენტის თავი ვერტიკალურ სიბრტყეზე გადაადგილდება. ელექტრო შალაშინი აღჭურვილია ხეზე სამუშაო დანის რამდენიმე სახეობით, რაც გამოარჩევს კიდეც მას მექანიკური „წინაპრისგან“.
გასათვალისწინებელია, რომ ელექტრო ინსტრუმენტის სხვადასხვა მოდელს განსხვავებული რაოდენობის დანა ჰქონდეს. როგორც წესი, დანების რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს.
ამ პოპულარული და მოთხოვნადი ინსტრუმენტის პროფესიონალური მოდიფიკაციები უამრავი მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა. მაგალითად:
ელექტრო შალაშინის ექსპლუატაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე დიდ საწარმოებში.
საიდუმლო სულაც არ არის, რომ სამუშაოების შესრულება მექანიკური შალაშინით საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, რეკორდული ტემპებით იზრდება მოთხოვნა ელექტრო შალაშინის მოდელებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხელის ელექტრო შალაშინი თავის თავში წარმოადგენს სადურგლო ინსტრუმენტს ძირითადად, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ჭკვიანური მიდგომის შემთხვევაში, ის საშუალებას იძლევა, ხის მასალის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა გადამუშავდეს. ამასთან, ასეთი მოდელების აშკარა უპირატესობა მათი მობილურობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფასის სხვაობა სტაციონარულ მოდელებთან შედარებით.
საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის, საკმარისია ელექტრო შალაშინი წუთში 10-11 ათასი ბრუნვით. ხის ჯიშების უმეტესობა ასეთ სიხშირესაც მარტივად ემორჩილება. ოპტიმალური ვარიანტია, რა თქმა უნდა, შალაშინი, რომელსაც ბრუნვის ელექტრო მარეგულირებელი აქვს.
- ელექტრო შალაშინი, თუკი მას სწორად გამოვიყენებთ, დიდი მოცულობის სამუშაოს საკმაოდ მოკლე დროში მიგვაყვანინებს ბოლომდე, თუმცა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა დადებით შედეგებს, რა თქმა უნდა, არავის მოუტანს.
- პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ შალაშინი საიმედოდ არის დამაგრებული.
- შალაშინის ნებისმიერი შემოწმებისას, იქნება ეს დანების რეგულირება, თუ სხვა რამ, უნდა დარწმუნდეთ, რომ დენის წყაროსთან მიერთებული არ არის.
- ზედაპირის დამუშავება დაიწყეთ მას შემდეგ, რაც შალაშინის დანები მაქსიმალურ ბრუნვას მიაღწევს.
- მუშაობის დროს, სადენი ზედმეტად დახვეული და აბურდული არ უნდა იყოს.
- ელექტრო შალაშინის ყველა დეტალი, რომელიც ელექტროგამტარია, საიმედოდ უნდა იყოს იზოლირებული.


