ელექტრო შალაშინი - ხელსაწყო, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს არავის დაუთმობს

ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს თავის დროზე, „შრომა ბედნიერების მამა არისო...“ უჰ, რაღაცნაირი ფრაზაა, აი, ისეთი, კიდეც რომ დაგაფიქრებს და ცოტა ხუმრობის ხასიათზეც რომ დაგაყენებს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ვიღაცამ ამ ფრაზას პოლიტკორექტულობის პრიზმიდან შეხედოს, დაიწუნოს და უკმაყოფილოდ ბრძანოს: „ვითომ რატომ მამა და არა დედა?!“

მოკლედ, შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე აუცილებლად შევთანხმდებით, რაღა თქმა უნდა და თუ გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო და შედეგიანი იყოს, შესაბამისი ხარისხისა და შესაძლებლობების მქონე აღჭურვილობა და ხელსაწყოებია საჭირო.

ჩვენც სწორედ იმის შესახებ ვაპირებთ საუბარს, როგორ უნდა შეძლოთ, რომ შალაშინი გადაღლისა და უკმაყოფილების მიზეზი კი არ გახდეს, არამედ, გასიამოვნოთ, შედეგით კმაყოფილი დაგტოვოთ და მერე უკვე ფრანკლინის ზემოთ მოყვანილ ფრაზაზეც დაგაფიქროთ: „რას ვერჩოდი იმ პატიოსან კაცს, მართლაც რომ შრომა ბედნიერების მამაც ყოფილა, დედაცა და ბიცოლაცო...“

აქვე ისიც ვთქვათ, რომ რაკიღა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ნამდვილად გვაქვს იმის ფუფუნება, შრომა მაქსიმალურად გავიმარტივოთ, რაშიც დაგვეხმარება და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურსაც არავის დაუთმობს ელექტრო შალაშინი. ნუ, ყოველ შემთხვევაში, თავის სფეროში ნამდვილად შეუდარებელია, რაზეც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.

რისთვის გამოიყენება ელექტრო შალაშინი

პროფესიონალებმა ჩინებულად იციან, მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ ელექტრო შალაშინი გამოიყენება, პირველ რიგში, ხის მასალის დამუშავებისთვის. დამატებითი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, ინსტრუმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი დავალების შესრულებასაც შეძლებს.

ელექტრო შალაშინის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ შალაშინთან შედარებით ის არის, რომ ადამიანს მუშაობის პროცესში დამატებითი ძალის დახარჯვა არ უწევს.

ელექტრო შალაშინი გამოიყენება როგორც მსხვილ საწარმოებში, ისე კერძო მეურნეობაში. აქვე ისიც დავამატოთ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ხშირად ინსტრუმენტი რიგითი ობივატელის არსენალში არ მოიძიება, რაც შესაძლოა, ჭკუასთან ახლოს იყოს, თუმცა ვინც მისი შესაძლებლობები იცის, ამას არასოდეს დაუშვებს. ხის მასალა ჩვენთან უყვართ, აფასებენ და ბევრსაც მუშაობენ. ამდენად, სადურგლო საქმეში შალაშინის გარეშე რაიმე შედეგის დადება, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია.

მოგეხსენებათ, თავდაპირველად, მხოლოდ ხელის შალაშინი არსებობდა, თუმცა ტექნიკური პროგრესი ამ ინსტრუმენტსაც შეეხო და მრავალფეროვანი ფუნქციებითაც აღჭურვა. ამასთან, დროთა განმავლობაში ძირითადი კონსტრუქცია დიდად არ შეცვლილა და მუშაობის პრინციპიც ხელის ანალოგის იდენტური დარჩა - ინსტრუმენტი დასამუშავებელი მასალის ზედაპირზე მოძრაობს და მას მითითებული სისქის საფარს აცილებს.

პროფესიონალური თუ საყოფაცხოვრებო

  • საყოფაცხოვრებო მოდელი - სახელიდანაც მარტივი მისახვედრია, საყოფაცხვორებო შალაშინი გათვლილია სახლის პირობებში მუშაობისთვის. მისი რესურსი და გამძლეობა დიდ დატვირთვასა და კომერციულ საქმიანობაზე გათვლილი ნამდვილად არ არის.
  • პროფესიონალური მოდელი - ამჯერად უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პროფესიონალური მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაოს, იმუშოს და კიდევ ერთხელ - იმუშაოს მაგალითად, სამშენებლო მოედანზე, ავეჯის საწარმოში და ასე შემდეგ. ინსტრუმენტის საკვანძო კომპონენტები, რომელთაც მაღალი მექანიკური და ტემპერატურული დატვირთვის გაძლება შეუძლიათ, უმაღლესი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული. ეგრონომიკა და ანტივიბრაციული სისტემა მუშაობის პრცესს კომფორტულს ხდის და შესაბამის ხარისხსაც დებს.

სიმძლავრე და მაქსიმალური ბრუნი

  • სიმძლავრე - სწორედ სიმძლავრე გახლავთ ელექტრო შალაშინის პოტენციალისა და წარმადობის ძირითადი მაჩვენებელი. პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული დამუშავების სისქე და სიღრმე. ამდენად, როცა ინსტრუმენტის შეძენაზე მიდგება საქმე, გასათვალისწინებელია, რა სახეობის ხის დამუშავება უნდა მოხდეს, როგორ მდგომარეობაში იქნება მასალა და ასე შემდეგ. მყარი ჯიშებისთვის (მუხა, წიფელი და მსგავსი) მძლავრი მოდელის შერჩევა ჯობს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ის ხარისხი ვერ მიიღოთ, რომელსაც ელოდით და გჭირდებოდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო მძლავრია მოტორი, მით მეტია საერთო წონა და მასა. ამდენად, თუკი მხოლოდ მცირე მასშტაბის სამუშაოები იგეგმება და თან ხეც მსუბუქი ჯიშისაა (მაგალითად, ფიჭვი), მცირე სიმძლავრის მოდელიც აბსოლუტურად მისაღები იქნება. ასეთი შალაშინი მსუბუქია და ცალი ხელით მუშაობაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
  • მაქსიმალური ბრუნი - შალაშინი დანებიანი ლილვის სიჩქარეს ირეკლავს. ეს ტექნიკური მახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანია. რაც მაღალია ბრუნვის სიჩქარე, ხის ზედაპირიც უფრო ხარისხიანად დამუშავდება.
    • დაბალი ბრუნი (10000-13000 ბრუნი წუთში) - იდეალურია უხეში დამუშავებისთვის და მასალაში აგრესიული შეღწევისთვის;
    • საშუალო ბრუნი (13000-15000 ბრუნი წუთში) - ასეთი მოდელი უნივერსალურად მიიჩნევა და მრავალფეროვანი დავალების შესრულება შეუძლია;
    • მაღალი ბრუნი (19000-მდე) - ასეთი შალაშინი იშვიათად გვხვდება და შესაფერისია ყველაზე სუფთა და გლუვი დამუშავებისთვის.

ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენა, თითქოს მძლავრი ინსტრუმენტი აუცილებლად პროფესიონალური ელექტრო შალაშინია. მძლავრი შალაშინი დამუშავების სიღრმის მაღალი მაჩვენებელით შესაძლოა, საყოფაცხოვრებო კლასისაც იყოს, უბრალოდ, მისი რესურსი ხშირ გამოყენებაზე არ იქნება გათვლილი და პირიქით, ხარისხიანი და საიმედო პროფესიონალური მოდელი სავსებით შესაძლებელია, მცირე სიმძლავრის მოტორით იყოს აღჭურვილი.

ეგრონომიკა და ელექტრო სისტემები

ელექტრო შალაშინისთვის ტექნიკური მახასიათებლები უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია, თუმცა არ ღირს უყურადღებოდ დავტოვოთ ინსტრუმენტის გარეგნობა და ეგრონომიკული თვისებები, მასალის ხარისხი, რომლითაც კორპუსია შესრულებული.

  • უმჯობესია, თუკი მთავარი სახელური იქნება რეზინში ჩასმული და პერფორირებული, რათა მოხერხდეს ვიბრაციის ჩახშობა და ინსტრუმენტი ხელში ზედმეტად არ ხტოდეს.  შეძენამდე შალაშინის ხელში დაკავება და მისი კომფორტულობის შეგრძნების შემოწმება ზედმეტი სულაც არ იქნება;
  • ხის მასალის დამუშავების შემდეგ, ნახერხი მილყელისკენ მიემართება. ნახერხის გამოდევნის მიმართულება შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. დახვეწილ მოდელს, როგორც წესი, ორმხრივი მილყელი აქვს, რაც ბევრად მოსახერხებელია;
  • ყურადღება უნდა მიექცეს შალაშინის საყრდენს, რადგან ის ხომ გახლავთ ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეხება დასამუშავებელ მასალას. ალუმინის შენადნობიანი საყრდენი მარტივად უნდა დასრიალებდეს და ზედაპირზე ნაკაწრებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტოვებდეს.

დასკვნა

- პირველ რიგში, აუცილებელია ჩამოყალიბდეთ, რა ტიპის ხე უნდა დამუშავდეს და რა მოცულობის სამუშაოებისთვის გჭირდებათ ინსტრუმენტი. ეს დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რა სიმძლავრის უნდა იყოს შალაშინი;

- მძლავრი ინსტრუმენტი იქნება მძიმე და ამასთან ერთად, იდეალური, თუკი სამუშაო ბევრია. აი, ცალი ხელით მუშაობისთვის კი ასეთი ელექტრო შალაშინი არც ისე კომფორტულია;

- დამუშავების ხარისხზე მოქმედებს ბრუნები და ასევე, ხარისხიანი საყრდენი, რომელიც უშუალოდ ეხება დასამუშავებელი ხის ზედაპირს;

- რა რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იზრუნოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოზე!

Holst.ge სასიამოვნო და შედეგიან მუშაობას გისურვებთ და აქვე გთავაზობთ ელექტრო შალაშინის რამდენიმე გამორჩეულ მოდელს.

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528787815
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421708
  • წონა (კგ) - 2.43
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX-შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება