ელექტრო შალაშინი - ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტი ნებისმიერი ოსტატისთვის

თუკი ბავშვობაში უფროსები შალაშინთან მიკარებასაც კი გიკრძალავდნენ, აბსოლუტურად მართლებიც იყვნენ - ნებისმიერი ოსტატისთვის, ვინც ხეზე მუშაობს, ეს ინსტრუმენტი იმდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, რამე რომ დაუზიანდეს, საქმე არც ისე კარგად წაუვა და აბა, ვის უნდა უკმაყოფილო მომხმარებელი?

ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც პრინციპში, არც ისე რთული და ჩახლართული დახასიათება აქვს. კერძოდ, მისი უმთავრესი დანიშნულება ხის ზედაპირის გასწორებაა, თანაც, იდეალურად გასწორება. დამუშავების შედეგად, უკვალოდ ქრება ნებისმიერი ნაკლი და ოსტატიც კმაყოფილია და რაც მთავარია - დამკვეთიც. ან სულაც შეკვეთებზე რომ არ მუშაობდეს ადამიანი და მხოლოდ საკუთარ ჭიას ახარებდეს, ელექტრო სალაშინი მასაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.

რა ტიპის შეიძლება იყოს ელექტრო შალაშინი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას, კი მიხვდებოდით, ქვემოთ სწორედ ამ ამბებზე უნდა მოგიყვეთ.

ელექტრო შალაშინი მარტივი ინსტრუმენტი არ გეგონოთ

ელექტრო სალაშინი მარტივი ინსტრუმენტი ნამდვილად არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღჭურვილობისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ხის დამუშავებაზე მუშაობს. წესების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ერთი, რომ სამუშაო პროცესის გამარტივებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში - შეკეთებას.

ელექტრო შალაშინის ძირითადი სამუშაო ელემენტი მბრუნავი ბარაბანია, რომლის კორპუსშიც ჰორიზონტალური ფოლადის დანებია ჩაშენებული. ბარაბანი ბრუნვას ელექტრომოტორის დახმარებით იწყებს. დამუშავების ხარისხი მისი ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაღალ ბრუნებზე დანები ზედაპირს ეხება და საჭირო სისქის ნათალს აშორებს.

ჭრის სიღრმეზე მარეგულირებელი მექანიზმია პასუხისმგებელი. მოდელების უმეტესობა ნახერხის შემგროვებლითაც არის აღჭურვილი.

დამუშავებული ზედაპირის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ჭრის ელემენტებზე. დანის პირების ფორმა ტალღოვანი, მომრგვალო და სწორია. მოდელიდან გამომდინარე, შეიძლება დამონტაჟდეს 1-დან 4-მდე დანა.

კონსტრუქციის აგებულება:

  • ჩამრთველი ღილაკი;
  • დამცავი გარსაცმი;
  • წინა სახელური;
  • დისკო;
  • დანებიანი ბარაბანი;
  • ძრავა;
  • სადენი;
  • უკანა სახელური.

სალაშინით მუშაობისთვის სულაც არ არის საჭირო წლების გამოცდილება და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. საკმარისია ინსტრუქციის წაკითხვა და რაც მთავარია, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. სამუშაო სივრცედ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ადგილი გამოდგება.

რა უნდა გაითვალისწინოთ შალაშინის შეძენისას

აქაც, როგორც სხვა ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის შემთხვევაში, ყველაფერი ტრადიციულად არის - არსებობს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური კლასი სხვადასხვა შესაძლებლობებითა და მაჩვენებლებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კი მაინც სიმძლავრე გახლავთ. მთავარი ის არის, დანამდვილებით თუ არა, დაახლოებით მაინც იცოდეთ, რისთვის გჭირდებათ ეს ხელსაწყო და რამდენად ხშირად აპირებთ მის გამოყენებას.

ელექტრო შალაშინით მუშაობის წესები

მიუხედავად იმისა, რა ზომისა თუ სიმძლავრის იქნება თქვენი ელექტრო სალაშინი, მუშაობის დროს ეს წესები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  • აუცილებელია შალაშინის სწორად მომართვა;
  • დანები კარგად უნდა იყოს გალესილი;
  • მასალის დამუშავების პროცესი უნდა წარიმართოს მიმართულებით „თქვენგან“;
  • კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მუშაობის პროცესში ყურადღების სხვა რაღაცებზე გადატანა;
  • სასურველია, ელექტრო შალაშინით მუშაობის პროცესში სპეციალური ყურსასმენები და დამცავი სათვალეები გამოიყენოთ;
  • დამუშავებული მასალის ზედაპირის შემოწმება მასზე მხოლოდ ხელის გადასმითაც შეიძლება;
  • აუცილებელია, ინსტრუმენტი სწორად შეინახოთ (მოარიდოთ ნესტს და ასე შემდეგ).

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX - შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება