ელექტრო შალაშინი ყველა გემოვნებისთვის |
ელექტრო შალაშინი ყველა გემოვნებისთვის |
ნებისმიერი ხელმარჯვე ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი მომენტია, როცა ელექტრო ინსტრუმენტს გამორთავს, მასალას, რომელზეც მუშაობს, სულს შეუბერავს - მტვრისგან გაწმენდს და დასრულებულ პროექტით სიამოვნებას მიიღებს. ეს სტატია სწორედ იმ ელექტრო ინსტრუმენტს ეძღვნება, რომელიც პროექტის დამამთავრებელ ფაზაში არის გამოსადეგი - ელექტრო შალაშინი. განვიხილავთ იმ დეტალებს, რაც მისი შეძენისას, თუ გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ.
დაბალი სიმძლავრის ელექტრო შალაშინი
საშუალო სიმძლავრის ელექტრო სალაშინი
მაღალი სიმძლავრის ელექტრო შალაშინი
ელექტრო შალაშინი უხეში ზედაპირის დამუშავებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის რომ ელექტრო სალაშინი თქვენს მიერ დაკისრებულ საქმიანობას მარტივად გაუმკლავდეს, აუცილებელია შეძენისას მასალის, მუშაობის ინტენსივობისა და სიმძლავრის განსაზღვრა. მაგალითად, თუ თქვენ ელექტრო სალაშინი ხის მასალაზე უნდა გამოიყენოთ ამისათვის საშუალო და დაბალი სიმძლავრის სალაშინიც გამოგადგებათ, ხოლო თუ მეტალსა და სხვა მასალებზე აპირებთ მუშაობას, უმჯობესია უფრო მძლავრი მოდელი აარჩიოთ.
ელექტრო შალაშინი, ისევე როგორც უამრავი ინდუსტრიული ხელსაწყო, Holst.ge-ზე ძალიან მარტივი პროცედურის გავლით შეგიძლიათ შეიძინოთ და ადგილზე მოტანის სერვისით ისარგებლოთ. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი განვიხილოთ ელექტრო შალაშინის ყველა ის მახასიათებელი, რომელიც Holst.ge-ზე აქვს მითითებული და შალაშინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბრენდი ერთ-ერთი გადამწყვეტი მახასიათებელია ნებისმიერი ნივთისთვის, ვინაიდან ის ხარისხზე, გამძლეობაზე და ბევრ სხვა მახასიათებელზე ერთიან წარმოდგენას გვაძლევს. უამრავი ბრენდის ელექტრო სალაშინი გვხვდება ბაზარზე და ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში მარტივად შეიძლება შევცდეთ.
Black and Decker
ჩვენი ონლაინ მაღაზია B&D-ის მრავალი სახის პროდუქციას გთავაზობთ და არაერთხელ გაგვისვამს ხაზი ამ ბრენდის ღირსებებზე, რომელთა შორისაა: მომხმარებელზე და მომხმარებლის ჯიბეზე მორგებული, დახვეწილი დიზაინი, გამძლე, ხარისხიანი და ა.შ. B&D-ის ელექტრო შალაშინი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. მისი ხელმისაწვდომი ფასის გამო ნუ შეიტანთ ეჭვს მის ხარისხში. დაბალი ფასის და მაღალი ხარისხის მიღება მხოლოდ ისეთ გიგანტურ კომპანიებს შეუძლიათ, როგორიც B&D არის. ვინაიდან, დიდი მოცულობის პროდუქციის გამოშვებისას ერთი პროდუქტის თვითღირებულება იწევს და ბრენდს, ამ შემთხვევაში B&D-ს, ეძლევა საშუალება მომხმარებელს დაბალ ფასად შესთავაზოს პროდუქტი.
Crown
შვეიცარული ბრენდი Crown, როგორც წესი, მაღალი ხარისხისა და გამძლეობის ელექტრო ინსტრუმენტებს აწარმოებს და არც ელექტრო სალაშინია გამონაკლისი. B&D-ის მსგავსად მისი ელექტრო შალაშინი ხელმისაწვდომია, თუმცა მაინც არის მცირე სხვაობა ფასში. მაღალი ხარისხის ხარჯზე გაზრდილია ელექტრო შალაშინის თვითღირებულებაც და შედეგად, მცირედით ძვირ პროდუქტს ვიღებთ. თუმცა, არა იმდენად ძვირს, რომ უარი ვთქვათ მის შეძენაზე.
DeWalt
ამერიკული ბრენდი DeWalt არის B&D-ის შვილობილი კომპანია, რომელის მეშვეობითაც ეს უკანასკნელი პრემიუმ ხარისხის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს. DeWalt როგორც წესი პროფესიონალების და ენთუზიაზმით სავსე ადამიანების არჩევანი ხდება. ამ ბრენდის ელექტრო შალაშინი განსაკუთრებული კომფორტით, ხარისხით, გამძლეობით და, რამე რომ არ გამომრჩეს, ყველა იმ მახასიათებლით გამოირჩევა, რომლითაც ელექტრო შალაშინი შეიძლება თავს იწონებდეს.
მძლავრი ელექტრო შალაშინი ნიშნავს მოგებულ დროს და ნაკლებად დახარჯულ ენერგიას. როცა მძავრი ელექტრო სალაშინი გიჭირავთ ხელში მასალა ბევრად მალე დამუშავდება და ეს მოკლეხნიანი პროცედურაც არ დაგღლით. ამ სტატიაში რამდენიმე ელექტრო შალაშინი გვაქვს განხილული, მოდი მათი სიმძლავრეები შევადაროთ.
დაბალი სიმძლავრის ელექტრო შალაშინი
ერთი შეხედვით, ეს სიმძლავრე მიმზიდველი არ არის, თუმცა მაინც ძალიან ბევრი მსურველი ყავს დაბალი სიმძლავრის მქონე ელექტრო სალაშინს. რატომ? უამრავი ადამიანის შეძენის სიაში ელექტრო შალაშინი, მხოლოდ პატარა პროექტებისთვის ხვდება. ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენება ისე მასიურად (თუ, რა თქმა უნდა, ხის საამქრო არ გაქვთ), როგორც ბარგალკა, დრელი ან სხვა მრავალფუნქციური ინსტრუმენტი. შედეგად, უამრავი ადამიანი დაბალი სიმძლავრის ხარჯზე ფულს ზოგავს.
საშუალო სიმძლავრის ელექტრო სალაშინი
ერთი დაუწერელი წესი არსებობს, თუ არ იცი მძლავრი ინსტრუმენტი გჭირდება თუ სუსტი, მაშინ საშუალო სიმძლავრის უნდა შეიძინო. ეს დაგიზოგავთ უაზროდ გაწეულ ხარჯს. საშუალო სიმძლავრის ელექტრო სალაშინი დიდ თუ მცირე პროექტებზე ერთნაირად გამოსადეგი იქნება.
მაღალი სიმძლავრის ელექტრო სალაშინი
მეტალის ან სხვა მასალის დამუშავებას თუ აპირებთ, უმჯობესია თქვენს მიერ შერჩეული ელექტრო სალაშინი მძლავრი იყოს. დაბალი სიმძლავრის ძრავის მქონე ელექტრო შალაშინი დიდ დროს წაგართმევთ მუშაობისას და თქვენც დაგღლით. თუმცა, შესაძლოა ხის დამუშავებისთვისაც შეიძინოთ მძლავრი ელექტრო სალაშინი, თუ ინტენსიურად გიწევთ მსგავსი სამუშაოების კეთება.
არსებობს დიდი და მცირე ზომის ელექტრო შალაშინი. დიდი ზომის ელექტრო შალაშინი, როგორც წესი, უფრო მძლავრია და საშუალებას იძლევა ორივე ხელით იმუშაოთ. მცირე ზომის ელექტრო სალაშინი მარტივია სატარებლად და შესანახად.
ისეთი ნივთის შეძენისას როგორიც ელექტრო სალაშინი არის, აუცილებლად დაგჭირდებათ თავის დაზღვევა. ამისთვის არსებობს გარანტია. ჩვენი ონლაინ მაღაზია მინიმუმ ერთ წლიან გარანტიას გთავაზობთ ელექტრო შალაშინის შეძენისას, რაც სავსებით საკმარისია ქარხნული წუნის აღმოსაჩენად და მისი ახლით შეცვლისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და არაქართულ ფორუმებზე ხშირად ისმის ეს კითხვა, მსგავსი ცნება არ არსებობს. ელექტრო სალაშინის წონა ინდივიდუალურია და ხშირად დამოკიდებულია მის სიმძლავრეზე. როგორც წესი, მცირე ზომის ელექტრო სალაშინი მსუბუქია, ხოლო დიდი მასის მქონე - მძლავრი.
ამ კითხვაზე პასუხი არ არის კომპლექსური. სალაშინის მაღალი ბრუნვის სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ მისი პირი უფრო სწრაფად ბრუნავს, შესაბამისად სწრაფად ასრულებთ სამუშაოს. თუმცა, როც საქმე ფაქიზად მუშაობას მოითხოვს, დაბალი ბრუნვის სიჩქარის მქონე ელექტრო სალაშინი უკეთესი არჩევანია.
ჩვენი ონლაინ მაღაზია ელექტრო შალაშინის დიდ არჩევანს გთავაზობთ, ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ ვებ-გვერდზე გვეწვიოთ.
B&D-ის ელექტრო სალაშინი მცირე პროექტებისთვის ან დაბალი სიხშირით მუშაობისთვის გამოგადგებათ. მისი მცირე სიმძლავრე საშუალებას მოგცემთ სიფრთხილით იმუშაოთ ხის მასალაზე. ეს ელექტრო სალაშინი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია Holst.ge-ზე. ამის მიზეზი ალბათ მისი დაბალი ფასია. არის ძალიან კომპაქტური და მსუბუქი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Crown-ის ეს ელექტრო სალაშინი საშუალო სიმძლავრის მოდელების წარმომადგენელია, რომელიც აუცილებლად იქცევა თქვენს მარჯვენა ხელად ნებისმიერი მასალის დამუშავებისას. გააჩნია მაღალი ბრუნვის სიჩქარე, რაც სწრაფად დამთავრებულ საქმიანობას ნიშნავს. ზომით და წონითაც კი ყველაზე დაბალანსებული მოდელია. არის კომპაქტური და მარტივი გადასაადგილებლად. ეს ელექტრო შალაშინი აღჭურვილია კომპლექტაციით, რომელიც სამ სახეხ ფურცელს და მტვრის შემგროვებელს მოიცავს.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მძლავრი ელექტრო შალაშინით თუ ხართ დაინტერესებული, ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა Holst.ge-ზე. მისი სიმძლავრის მიუხედავად არის კომპაქტური და მანევრირებადი. ამასთან, მოჰყვება დამატებითი კომპლექტაცია რაც კომფორტულად და სუფთად მუშაობაში დაგეხმარებათ.
უპირატესობები:
მაღალი ხარისხის, გამძლეობისა და ოპტიმალური სიმძლავრის ელექტრო სალაშინი თუ გნებავთ, DeWalt-ის ეს პრემიუმ ხარისხის მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ელექტრო შალაშინი პროფესიონალების და საქმის მოყვარულების არჩევანია.
უპირატესობები: