განხილვა: წინა, 2021 წლის 4 საუკეთესო ელექტრო შალაშინი

ელექტრო შალაშინი, არის მრავალმხრივი ხელსაწყო ხის საამქროში ან სამშენებლო სამუშაოებისას. თუ უკვე შეხება გქონიათ შალაშინთან, მაშინ უკვე კარგად გესმით, თუ როგორ მუშაობს სალაშინი. ის მოძრაობს ლითონის ფირფიტაზე სწრაფად მბრუნავი ბასრი პირით, რომელიც თლის და ამუშავეს ხეს გლუვ, ბრტყელ ზედაპირს.

თუ ხშირად მუშაობთ ხე-ტყეზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სწორედ ელექტრო შალაშინია. ელექტრო სალაშინი უზრუნველყოფს ხის ერთნაირი სისქეს მთელ სიგრძეზე. შალაშინის გარეშე, ამის გაკეთებას საათები დასჭირდება და არათანმიმდევრულ შედეგებს მივიღებდით.

ელექტრო შალაშინის ყიდვისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ საკითხში ახალი ხართ, შეიძლება დაიბნეთ. ბაზარზე უამრავი პროდუქტია ხელმისაწვდომი და შეიძლება რთული იყოს იმის გარკვევა რომელი შალაშინია სუაკეთესო. თუმცა, ამაზე ვიზრუნეთ და შემოგთავაზებთ იმ ფაქტორებს და მათ გარჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო შალაშინის შეძენისას.

ბრენდი

ბრენდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის შეძენისას. ელექტრო შალაშინის ბრენდი მეტყველებს მის ხარისხზე, ფასზე, გამძლეობაზე, სამუშაო რესურსზე და სხვა, უამრავ დეტალზე. ამიტომაც იმის ცოდნა, თუ რომელ ბრენდს რა პრიორიტეტები აქვს პროდუქტის წარმოებისას, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა პროდუქტზე.

განვიხილოთ Holst.ge-ზე არსებული შალაშინების ბრენდები, მათი ძლიერი მხარეები, სისუსტეები, პრიორიტეტები და ა.შ.

Tolsen

ეს ბრენდი აერთიანებს იმ პროდუქტებს, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი თავისი ფასისა და მსოფლიო სავაჭრო ქსელების გათვალისწინებით. კომპანიის პრიორიტეტია ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა შეიძინოს ხელსაწყო, რომელიც მას ყოველდღიურობას გაუმარტივებს. ამიტომაც, Tolsen-ის შალაშინის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ. მეორეს მხრივ, ამ ბრენდის ელექტრო სალაშინი არ არის უმაღლესი ხარისხის.

Crown

შვეიცარული ბრენდი აწარმოებს ისეთ ხელსაწყოებს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უპრობლემოდ ემსახურება მომხმარებელს. ამ ბრენდის პროდუქტი არ არის მაღალი ფასის და მისი შეძენა შეუძლია თითქმის ყველა მსურველს. მიუხედავად ამისა, Crown-ის ელექტრო ხელსაწყოები, მათ შორის შალაშინი, გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით, რითაც კომპანია თავს აყვარებს მომხმარებელს და მათ რიცხვს ყოველდღიურად ზრდის.

DeWalt

მსოფლიო მასშტაბით კარგად ცნობადი ბრენდი, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და სწორედ ამ ნიშით გაითქვა სახელი. მისი ელექტრო ხელსაწყოები გამოირჩევა ხარისხით, გამძლეობით და მომხმარებელზე მორგებული მახასიათებლებით (სახელურიც კი ისეთი კომფორტული აქვს ხოლმე, რომ მომხმარებელი აუცილებლად აღნიშნავს ამ ბრენდთან ურთიერთობისას თავის კარგ გამოცდილებას). დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხი ფასსზეც მოქმედებს. შედეგად, DeWalt-ის შალაშინი წინა ორი კომპანიის წარმოებულ შალაშინებზე ძვირია, თუმცა გაცილებით ხარისხიანი, გამძლე და კომპფორტულია.

სიმძლავრე

ელექტრო შალაშინის შერჩევისას, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მისი სიმძლავრეა. შესაძლოა ხშირად დაგჭირდეთ ღრმა ჭრა, ან მუშაობის სწრაფად დამთავრება. ამის შესაძლებლობას მძლავრი ელექტრო შალაშინი იძლევა. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სახლში და მცირე პროექტებისთვის გაქვთ ელექტრო შალაშინის შეძენა, არ იქნება ჭკვიანური დიდი და მძლავრი მოდელის შეძენა, რადგან არაპრაქტიკული და არაეკონომიური იქნება. ელექტრო შალაშინის საშუალო სიმძლავრე 300W-450W-ია. ელექტრო შალაშინი, რომლის სიმძლავრეც ამ დიაპაზონშია, დაბალანსებული მოდელებია, რომლებიც თანაბრად კარგები არიან პატარა და დიდი სამუშაოების შესრულებისას. გაითვალისწინეთ, თუ ხშირად მოგიწევთ ღრმა ჭრის გაკეთება, მყარ ხის მასალებზე მუშაობა, უმჯობესია 450W-ზე მძლავრი ელექტრო შალაშინი შეიძინოთ.

ზომა და წონა

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება შალაშინის ზომა და წონა მეორე ხარისხოვანი იყოს, მუშაობის დროს კომფორტი შედეგებზე აისახება და სწორედ ამიტომ უნდა გაამახვილოთ ამ დეტალებზე ყურადღება. ელექტრო შალაშინის ზომა და წონა კარგად მეტყველებს მუშაობისას მის კომფორტულობაზე. ასევე, შესაძლოა თქვენი სამუშაო ხშირ გადაადგილებას გულისხმობდეს და ინსტრუმენტის ტარება თან გიწევდეთ.

ბრუნვის სიჩქარე

ელექტრო შალაშინის ბრუნვის სიჩქარეს, ნებისმიერი მათგანის შესაფუთ კარდონზე იპოვნით. დააკვირდით ამ რიცხვს, რადგან ის განსაზღვრავს არა მხოლოდ მუშაობის სისწრაფეს, არამედ შედეგსაც. რაც უფრო სწრაფად ბრუნავს ელექტრო შალაშინი, მით უფრო მარტივია ერთგვაროვანი, გლუვი ზედაპირის მიღება მასალის მთელ სიგრძეზე. შალაშინის სწრაფად მბრუნავი დანა კი სწრაფადვე გაართმევს თავს სამუშაოს და თქვენ დროს დაგიზოგავთ.

კომპლექტაცია

ამ მთავარ დეტალებს რომ განიხილავთ, ყურადღება მიაქციეთ ელექტრო სალაშინის კომპლექტაციას. კარგად დაკომპლექტებული ელექტრო შალაშინი დაგიზოგავთ ხარჯებს და დროსაც. მაღალი კონკურენციის გამო, უამრავი კომპანია მიმართავს ამ „ხრიკს“ და საკუთარ პროდუქტს საჭირო კომპლექტაციით ავსებენ, შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი რჩება მოგებული. გაიგეთ რა კომპლექტაციით არის აღჭურვილი ის ელექტრო შალაშინი, რომლის შეძენასაც გეგავთ.

ჩვენი ონლაინ მაღაზია უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს ხელმისაწვდომი ფასებითა და მომხმარებელზე მორგებული სერვისებით. Holst.ge-ზე უამრავ ინდუსტრიულ ხელსაწყოსთან, საყოფაცხოვრებო ნივთებთან და სხვა, მრავალი კატეგორიის პროდუქციასთან ერთად, წარმოდგენილია ელექტრო შალაშინების დიდი არჩევანი. მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბრენდისა და ფასისა თუ ხარისხის ელექტრო შალაშინი. ადგილზე მიწოდების სერვისით კი, რომელიც მთელი საქართველოს მაშტაბით უფასოდ მოგაწვდით პროდუქტს, საჭირო ნივთის ყიდვას კიდევ უფრო სასიამოვნოს ვხდით.

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

TOLSEN TOL1518-79563 eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.97     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:

  • მტვრის ყუთი
  • 3 ცალი სახეხი ქაღალდი      

თუ სახლისთვის, ან პატარა პროექტებისთვის გსურთ ელექტრო შალაშინი შეიძინოთ, მაშინ Tolsen-ის ეს მოდელი ძალიან იაფი და პრაქტიკულია. ის მინიმალური ფასი, რაც ამ ელექტრო შალაშინის შეძენა დაგიჯდებათ, აუცილებლად გამართლებულია, ადეკვატურად მოხმარების პირობებში. ეს ელექტრო შალაშინი გამოირჩევა ეკონომიურობით, რასაც დაბალი სიმძლავრის ხარჯზე ახერხებს. თუმცა მეორეს მხრივ, თუ თქვენი პროექტები მოიცავს ღრმა ჭრასა და რთულ მასალებზე მუშაობას, ეს მოდელი არ უნდა შეიძინოთ. ეს ელექტრო შალაშინი მოყვარულებისთვის და დამწყებებისთვისაა.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

CROWN CT13401 eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 2.43     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:

  • მტვრის შემგროვებელი
  • სახეხი ფურცელი 3 ცალი

Crown-ის დაბალანსებული ელექტრო შალაშინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი შალაშნია Holst.ge-ზე, აუცილებლად გაართმევს თავს მცირე და საშუალო სიდიდის პროექტებს. ამასთან, მისი დახვეწილი დიზაინი, ზომა და წონა კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ამ მოდელს 320W სიმძლავრე გააჩნია, რაც სრულიად საკმარისია დამწყებთათვის და მოყვარულებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • დაბალანსებული მონაცემები

CROWN CT14019X-ელექტრო შალაშინი 710W

CROWN CT14019X shalashini

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 710W
  • ზომა - 82mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.8       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-16000min     
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm         

კომპლექტაცია:

  • გვერდითი მისაბჯენი
  • ვერტიკალური მისაბჯენი    

თუ მძლავრი ელექტრო შალაშინი გსურთ შეიძინოთ, რომელიც ნებისმიერ ადეკვატურ სიღრმეზე გაჭრის, თან ხის მყარ მასალებს, მაშინ Crown-ის ეს ელექტრო შალაშინი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. პროფესიონალებისთვის, ვისაც ხელმისაწვდომ ფასად უნდათ მაღალი ხარისხის ელექტრო შალაშინის შეძენა, ხშირად აკეთებენ არჩევანს ამ მოდელზე. მისი სიმძლავრის, გამძლეობის, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრო შალაშინია, რაც Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • პროფესიონალური ხელსაწყო
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600WDewalt DW680-QS shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმმართველი
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის   

თუ პროფესიონალი ხართ, ან დიდი ენთუზიაზმით უდგებით დაწყებულ საქმეს, DeWalt-ის ელექტრო შალაშინი უკონკურენტოა. მასთან პირველივე ურთიერთობისას მიხვდებით, რომ მწარმოებლებს უმცირესი დეტალებიც კი გათვალისწინებული აქვთ, თქვენი კომფორტული მუშაობისთვისა და კმაყოფილებისთვის. მისი ძრავი, კორპუსი და ყველა დეტალი საუკეთესო ხარისხის მასალისგან არის დამზადებული, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ძალიან ზრდის.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • პრაქტიკულობა
  • კომფორტულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება