| ელექტრო შალაშინის ავანჩავანი გაინტერესებთ? მაშ, გამოგვყევით |
| ელექტრო შალაშინის ავანჩავანი გაინტერესებთ? მაშ, გამოგვყევით |
ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც აუცილებლად გამოიგონებსო, ბრძენ იაპონელებს უთქვამთ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში და წარმოიდგინეთ, კიბის საფეხურები რომ კარგი გაშალაშინებული არ იყოს, როგორ შეეშლება მოტივირებულ ადამიანს აღმასვლა. საერთოდაც, თუკი საქმე სრულყოფილად არ არის გაკეთებული, ხელისშემშლელია, რა თქმა უნდა.
კიბის საფეხურებისა და არა მხოლოდ, სრულყოფილად გაშალაშინება როგორ უნდა შეძლოთ და რა თქმა უნდა, ამ საპასუხისმგებლო ამბისთვის ელექტრო შალაშინი დაგჭირდებათ, რომლის შერჩევის ავანჩავანზე ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ.
როგორ შეარჩიოთ სალაშინი და რას მიაქციოთ ყურადღება? სანამ ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობის რჩევაა, თუკი ელექტრო შალაშინი პირველად უნდა გამოიყენოთ, უმჯობესია, დასაწყისისთვის გამოუსადეგარ ხის მასალაზე წაივარჯიშოთ და საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ.
გამონაკლისი არც შალაშინი გახლავთ - როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, აქაც ორი კლასი არსებობს: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური. შესაბამისად, არჩევანი იმის გათვალისწინებით უნდა გააკეთოთ, რისთვის და რა სიხშირით აპირებთ მის გამოყენებას.
შალაშინის ძირითადი მახასიათებლებია ელექტროძრავის სიმძლავრე, დამუშავების მაქსიმალური სიღრმე, ბრუნვის სიჩქარე და ასევე, ინსტრუმენტის სიგანე. სწორედ ამ ოთხ პარამეტრზე ორიენტირებაა საჭირო, თუმცა, თუკი სხვა დამატებითი მოთხოვნები და კითხვები გაქვთ, Holst.ge პასუხების გაცემისთვის ყოველთვის მზად გახლავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შალაშინის ორი კლასი არსებობს. ესენია: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური.
სიმძლავრე - სწორედ სიმძლავრე გახლავთ ელექტრო შალაშინის პოტენციალისა და წარმადობის ძირითადი მაჩვენებელი. პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული დამუშავების სისქე და სიღრმე. ამდენად, როცა ინსტრუმენტის შეძენაზე მიდგება საქმე, გასათვალისწინებელია, რა სახეობის ხის დამუშავება უნდა მოხდეს, როგორ მდგომარეობაში იქნება მასალა და ასე შემდეგ. მყარი ჯიშებისთვის (მუხა, წიფელი და მსგავსი) მძლავრი მოდელის შერჩევა ჯობს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ის ხარისხი ვერ მიიღოთ, რომელსაც ელოდით და გჭირდებოდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო მძლავრია მოტორი, მით მეტია საერთო წონა და მასა. ამდენად, თუკი მხოლოდ მცირე მასშტაბის სამუშაოები იგეგმება და თან ხეც მსუბუქი ჯიშისაა (მაგალითად, ფიჭვი), მცირე სიმძლავრის მოდელიც აბსოლუტურად მისაღები იქნება. ასეთი შალაშინი მსუბუქია და ცალი ხელით მუშაობაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
მაქსიმალური ბრუნი - შალაშინი დანებიანი ლილვის სიჩქარეს ირეკლავს. ეს ტექნიკური მახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანია. რაც მაღალია ბრუნვის სიჩქარე, ხის ზედაპირიც უფრო ხარისხიანად დამუშავდება.
ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენა, თითქოს მძლავრი ინსტრუმენტი აუცილებლად პროფესიონალური ელექტრო შალაშინია. მძლავრი შალაშინი დამუშავების სიღრმის მაღალი მაჩვენებლით, შესაძლოა, საყოფაცხოვრებო კლასისაც იყოს, უბრალოდ, მისი რესურსი ხშირ გამოყენებაზე არ იქნება გათვლილი და პირიქით, ხარისხიანი და საიმედო პროფესიონალური მოდელი სავსებით შესაძლებელია, მცირე სიმძლავრის მოტორით იყოს აღჭურვილი.


