ელექტრო შალაშინის შეძენას აპირებთ? მაშინ, ყური დაგვიგდეთ... |
ელექტრო შალაშინის შეძენას აპირებთ? მაშინ, ყური დაგვიგდეთ... |
როცა რამეს ვაკეთებთ, ვქმნით, ვამზადებთ, მნიშვნელობა არ აქვს - ყველაფერს ისეთი ხარისხი უნდა ჰქონდეს, მტრები და ავი თვალის მქონეები იმის იქით წასულან და მოყვარე რომ გაიხარებს და გადაირევა. ჰოდა, ასეთი შედეგი რომ მივიღოთ, დამხმარე ატრიბუტებიც, რაღა თქმა უნდა, ხარისხიანი უნდა იყოს.
სწორედ ხარისხიანი შალაშინი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ნაკეთობაც შესაბამისი მივიღოთ - ავეჯი იქნება, კარები თუ ფანჯრის რაფა, ჩარჩო თუ თაროები, ზედაპირის გათანაბრება თუ ზომების კორექტირება - ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი ელექტრო შალაშინი გვჭირდება.
როგორც ხშირად გვითქვამს ხოლმე, სანამ რამეს შევიძენთ, ჯერ ის არის აუცილებელი, ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება სხვადასხვა ხელსაწყო. რაღა თქმა უნდა, იმავეს გავიმეორებთ ამჯერადაც - თუკი გსურთ, სალაშინი იყიდოთ, კარგად განსაზღვრეთ, რას აპირებთ, რათა როგორც მინიმუმ, ზედმეტი არ გადაიხადოთ.
პრინციპში, პირველი ნაბიჯი მაინც ის არის, რაც ზემოთ ვთქვით - კარგად ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება ელექტრო შალაშინი, თუმცა, რადგან ეს ეტაპი გავიარეთ, უშუალოდ სამოქმედო გეგმა დავაზუსტოთ.
ჰოდა, იმას ვამბობდით, იმისთვის, რომ საიმედო ინსტრუმენტი შეარჩიოთ, აუცილებელია შეისწავლოთ კონსტრუქციის თავისებურებები და კომპლექტაციის შესაძლებლობები. ყურადღება დაუთმეთ ძირითად მახასიათებლებს, დანებსა და მათ ფორმებში გარკვევას.
რეგულარული გამოყენებისთვის პროფესიონალურ ელექტრო შალაშინს ირჩევენ, ხოლო თუ იშვიათად მოგიწევთ ინსტრუმენტის გამოყენება, უმჯობესია, არჩევანი მარტივ მოდელზე შეაჩეროთ.
ელექტრო შალაშინის შერჩევისას, როგორც წესი, შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ:
რაკი სიმძლავრე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, აქცენტი ჩვენც სწორედ მასზე გავაკეთოთ.
ელექტრო შალაშინის სიმძლავრის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ნაკლებად მძლავრი მოდელი ვერ გაუმკლავდება ხის მყარ მასალას, მაგალითად, იფანსა თუ აკაციას, რადგან დანები „გაიჭედება“ და დამუშავების ხარისხი არც ისე სახარბიელო იქნება. მეორე მხრივ, თუკი ძირითადად ფიჭვთან ან ცაცხვთან მუშაობა გიწევთ, მაშინ მძლავრი მოწყობილობა უბრალოდ ზედმეტ ენერგიას ფუჭად დახარჯავს.
გთავაზობთ ხელსაწყოს სიმძლავრის დაახლოებით შესაძლებლობებს სხვადასხვა სახეობის ხესთან მუშაობისას:
ბუნებრივია, არსებობს კიდევ უფრო მძლავრი ელექტრო სალაშინი, თუმცა მისი შეძენა რეკომენდებული და გამართლებულია იმ შემთხვევისთვის, თუკი მასშტაბური პროექტების განხორციელებას აპირებთ.
მიუხედავად იმისა, რა ზომისა თუ სიმძლავრის ინსტრუმენტს შეიძენთ, მუშაობის დროს ეს წესები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: