ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო - გენერატორი და... ლოქოც!..

ხომ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, არა? ჰოდა, ელექტროობის ძალიან უცნაური დასაწყისის შესახებ უნდა გითხრათ, უფრო სწორად, დენის დარტყმის შესახებ, რაც აუცილებლად გაგაკვირვებთ! რა არის გასაკვირი და ის, რომ რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, პირველი ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებმაც დენის დარტყმის სიმწარე გამოსცადეს, ძველეგვიპტურ ტექსტებში ჩვენს ერამდე 2750 წლით თარიღდება!

რა თქმა უნდა, იმ დროში არც ელექტროენერგია არსებობდა, არც ლედ-ნათურების შესახებ იცოდა ვინმემ და მით უმეტეს, არც გენერატორები ანათებდა კლეოპატრას იდუმალ საძინებელსა თუ ხეოფსის პირამიდას...

საქმე ის არის, რომ პირველად ადამიანს დენმა დაარტყა... თევზების ბრალეულობით. დიახ, დიახ, თევზების და უფრო თუ დავაზუსტებთ, დამნაშავე ელექტრული ლოქო გახლდათ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თევზის ამ სახეობას საკუთარი გენერატორები აქვს სხეულში, რაც საშუალებას აძლევს, 360 ვოლტამდე გამოიმუშაოს!..

ასე უცნაურად კი დაიწყო ადამიანის ნაცნობობა დენთან, თუმცა ამ ბუნებრივი გენერატორისგან განსხვავებით, ხელოვნური გენერატორი საფრთხეებს ნამდვილად არ გვიქმნის. პირიქით, ადამიანის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ქვემოთ სწორედ ამის შესახებ გვექნება საუბარი.

ვის სჭირდება გენერატორი?

პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მარტივია - ყველას! მით უმეტეს, თუკი კერძო სახლი აქვს და კიდევ მით უმეტეს, თუ აგარაკის მფლობელიცაა, რადგან ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროს ქონა. აქვე ის ვთქვათ, რა თავისებურებებია ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი გენერატორის შერჩევისას:

  • სიმძლავრე;
  • მასა;
  • გაბარიტული ზომები;
  • მუშაობის ხანგრძლივობა;
  • ხმაურის დონე;
  • ჩართვის სიმარტივე;
  • ავტომატურად ჩართვის შესაძლებლობა;
  • ღირებულება.

გენერატორის სიმძლავრე - პირველი, რასაც გენერატორის შერჩვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა არც ისე რთულია: უნდა შეკრიბოთ ელექტრომოწყობილობების სიმძლავრე, რომელთა ერთდროულად ჩართვასაც ფიქრობთ. ელექტრომოწყობილობები, პირობითად, ასე შეგვიძლია გავყოთ:

  • გათბობისა და განათების მოწყობილობები, რომელთა კონსტრუქცია ელექტრომოტორების ქონას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ნათურა და ელექტროღუმელი. ელექტროენერგია სითბოდ ან სინათლედ გარდაიქმნება. მათთვის შესაბამისი სიმძლავრის ნებისმიერი გენერატორი გამოდგება;
  • ელექტრომოტორის მქონე მოწყობილობები, მაგალითად, მაცივრის კომპრესორი, ტუმბო, ელექტროინსტრუმენტები. ელექტროძრავისთვის სიმძლავრის გარკვეული მარაგი იქნება საჭირო - სასტარტო დენი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში, ზუსტად მაშინ წარმოიქმნება, როცა ძრავს მოქმედებაში მოსვლისთვის ბევრად მეტი ენერგია ესაჭიროება. მაგალითი რომ განვიხილოთ, თუკი ჭის ტუმბოს ნომინალური სიმძლავრე 0,5-1 კვტ გახლავთ, სასტარტოდ 3-7 კვტ სჭირდება.

გაითვალისწინეთ! სიმძლავრის არასწორად დაანგარიშებული მაჩვენებელი უარყოფითად იმოქმედებს ექსპლოატაციის ვადაზე, გაზრდის საწვავის მოხმარებას, გამოიწვევს გადატვირთვას და ამ ყველაფერს არც ისე სასიამოვნო შედეგები მოჰყვება!..

ძრავი - უმნიშვნელოვანესი აგრეგატია, რომლის საიმედოობასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იმუშავებს გენერატორი.

საწვავის ტიპების მიხედვით, გენერატორები ასე იყოფა: დიზელისა და ბენზინის.

დიზელის გენერტორი

უპირატესობა - დიდი რესურსი და საწვავის ნაკლები  მოხმარება. კიდევ ერთი თავისებურება ფასია: დიზელის მოდელის ღირებულება საშუალოდ, ორჯერ ძვირია ბენზინის ანალოგთან შედარებით.

დიზელის გენერატორი აქტუალურია, როცა ენერგიის მუდმივი წყაროს საჭიროება დგას, რაც შეეხება შემთხვევებს, როცა დანადგარის ექსპლოატაცია მოხდება როგორც კვების ავარიული წყარო, უკეთესი უკვე ბენზინის ძრავია.

ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, მისი მასა შედარებით დაბალია და ასევე, ფასიც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დიზელის ვერსიისა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ყველა მოდელს არ აქვს ერთი აუცილებელი დამცავი ფუნქცია - ზეთის დონის კონტროლის მექანიზმი, რომელიც გენერატორს საშუალებას არ მისცემს, ჩაირთოს, თუკი კარტერში ზეთის დონე დაბალია. ამდენად, მოტორის ზეთის პერიოდული კონტროლი უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.

ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე

როგორც წესი, პასპორტში მწარმოებელს ორი აუცილებელი მახასიათებელი შეჰყავს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე. რა სხვაობაა მათ შორის და მაგალითად, დანადგარს შეუძლია, რომ იმუშაოს ნომინალური სიმძლავრით და უზრუნველყოს აღჭურვილობა და მოწყობილობები 6 საათის განმავლობაში, შემდეგ კი აუცილებლად სჭირდება ერთსაათიანი შესვენება.

მაქსიმალური სიმძლავრით ექსპლოატაციის პირობებში, გენერატორი საწვავს ორჯერ სწრაფად გახარჯავს, რის შემდეგაც, შესვენება ასევე ესაჭიროება. მუდმივად მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობა, ბუნებრივია, ცვეთის მაჩვენებლებს ზრდის.

გაითვალისწინეთ! თუნდაც ყველაზე პროფესიონალური გენერატორი გქონდეთ საჰაერო გაგრილებით, მწარმოებლის მიერ დადგენილი მუშაობისა და შესვენებების ციკლის უგულებელყოფა კატეგორიულად არ შეიძლება!..

თუკი სიმძლავრის დიდი მარაგის მქონე გენერატორს შეიძენთ, მაგრამ შესაბამისად არ დატვირთავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება: საწვავი ბოლომდე არ დაიწვება, სანთელი ჭვარტლით უფრო სწრაფად დაიფარება, მოტორის ზეთსაც უფრო ხშირად გამოცვლა დასჭირდება და ასე შემდეგ.

ამავე მიზეზით, ბენზინის დანადგარის მუშაობა დატვირთვის გარეშე „უქმი სვლით“ დასაშვებია მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში.

აქედან დასკვნა: ელექტროენერგიით მხოლოდ ჩაიდნისა და ნათურის მომარაგებისთვის ნამდვილად არ ღირს, 6 კვტ-იანი გენერატორის შეძენა!

იმისთვის, რომ ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს, აპარატის აუცილებელი მინიმალური დატვირთვა ამგვარად უნდა გაითვალისწინოთ - სიმძლავრის 20 %, თუ ბენზინის გენერატორზეა საუბარი, ხოლო დიზელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25 % გახლავთ.

ავტომატური მექანიზმი

რეზერვის ავტომატურად გააქტიურებისა და გათიშვის ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის ჩარევის საჭიროება აღარ დგას. მოწყობილობა ცენტრალურ ქსელს აკონტროლებს და როცა ელექტროობა 10 წამზე მეტხანს ითიშება, გენერატორი თავისით ირთვება. თუკი ქსელში ძაბვა კვლავ ჩნდება, ავტომატური მექანიზმი, შესაბამისად, გენერატორს თიშავს.

რომელი გენერატორი უნდა შეარჩიოთ აგარაკისთვის?

პრაქტიკას აჩვენებს, რომ სტანდარტული ელექტრომოწყობილობებისთვის სავსებით საკმარისია მინიმალური სიმძლავრე 2 კვტ-ს ფარგლებში.

თუკი გსურთ, რომ სახლში სრულყოფილად მუშაობდეს ყველა მოწყობილობა 3-4 ადამიანისთვის, არჩევანი უნდა გააკეთოთ გენერატორზე, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 5 კვტ იქნება.

გენერატორის გამძლეობა

გენერატორების რესურსი საშუალოდ, 2500 საათია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აგარაკზე სინათლე თვეში 2-3-ჯერ ქვრება და გათიშვა 5 საათზე მეტხანს არ გრძელდება, მარტივი დასაანგარიშებელია, რომ აგრეგატის მოტორესურსი 15 წელს გასწვდება.

აღნიშნულის მიუხედავად, გენერატორის შერჩევა არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მოტორესურსის ფაქტორს და აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი კომპონტენტებიც:

  • საწვავის ეკონომიურად მოხმარება;
  • როტორისა და სტარტერის სპილენძის გრაგნილი;
  • სტაბილური გამომავალი ძაბვა;
  • საიმედი ჩარჩო და ბუდე, რომელიც დანადგარსა და ავზს მექანიკური დაზიანებებისგან დაიცავს;
  • ბორბლებისა და სახელურების ქონა, თუკი აპარატი მძიმე და დიდი ზომისაა.

იმედია, აქ მოყვანილი ინფორმაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, თუმცა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, Holst.ge კომპეტენტური რჩევების მოცემისთვის ყოველთვის მზად გახლავთ.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 1.1kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022002890
  • წონა (კგ) - 27
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 6 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 98cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156623
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 389cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება