ელექტროენერგიის „უახლოესი ნათესავი“ - გენერატორი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? |
ელექტროენერგიის „უახლოესი ნათესავი“ - გენერატორი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? |
„ვიკიპედიამ“ დაიტრაბახა, „მე ყველაფერი ვიციო“. „გუგლმა“: „მე ყველაფერს მოვიძიებო“. „ფეისბუკიც“ გამოხტა: „მე ყველას ვიცნობო“. აქ ინტერნეტმა აზიდა წარბი: „ჩემ გარეშე არაფერს წარმოადგენთო“. ბოლო ელექტროენერგიამ ჩაიფხუკუნა მრავალმნიშვნელოვნად: „ხმა გაკმინდეთ, თქვე მატრაკვეცებოვო“. ჰოდა, გენერატორიც გაერია მარაქაში: „ჯიგარ ხარ, ელეო“, ფამილარულად მიმართა ელექტროენერგიას...
ფამილარობა და იქედნობა იქით იყოს და ნამდვილად ენათესავებიან ერთმანეთს ელექტროენერგია და გენერატორი. ჩვენც ავდგეთ და ვნახოთ, ერთი, რა შეუძლია ამ უკანასკნელს, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, რა გავითვალისწინოთ, როგორ მოვუაროთ და ასე შემდეგ.
ადამიანები და გენერატორები უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრობენ და თუკი ჯერ არ გქონიათ ამ ძალიან საჭირო დანადგართან ურთიერთობა, იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი არა მხოლოდ ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლები, არამედ მომსახურების რეალური ვადა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლოატაციის რეჟიმების სწორად დაცვით, გენერატორი გაცილებით დიდხანს შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებას.
გენერატორები საკმაოდ ხანგრძლივი ექსპლოატაციისთვის განსაზღვრული დანადგარები გახლავთ და ნორმალური მოვლის პირობებში, მინიმუმ 10 წლიან მუშაობას უზრუნველყოფენ. რესურსის ამოწურვის შემდეგ კი შესაძლებელია გაცვეთილი კომპონენტების შეცვლა და გენერატორი მუშაობას ისევ გააგრძელებს. მოდელების უმრავლესობას 2-3 კაპიტალური რემონტის გადატანა შეუძლია, რის შემდეგაც უკვე ახლის ყიდვის საკითხი დადგება, რაც პრინციპში, ლოგიკურია.
გენერატორის ტიპის გათვალისწინებით, ბენზინის არის ის თუ - დიზელის, ექსპლოატაციის ვადები შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა საშუალოდ, 10 წელი ორივე მოდელი თავისუფლად ძლებს.
სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:
იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებთ და პრინციპში, ამ არც თუ ისე რთულ პირობებს გაითვალისწინებთ, წესებს დაიცავთ, გენერატორში ჩადებული ინვესტიცია ნამდვილად გამართლებული აღმოჩნდება. მით უმეტეს, Holst.ge წამყვანი მწარმოებლების პროდუქტს გთავაზობთ, რომელთა შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აქვე გთავაზობთ, თუმცა არც უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე გეტყვით უარს - თქვენ მოგვმართეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ!..