ენერგოეფექტური ნათურები Holst.ge- ზე

ოთახი დადებითი აურით ივსება და სასიამოვნო განწყობა გეუფლებათ. უკეთესად მუშაობს გონება, უამრავი განსხვავებულ იდეაზე ფიქრობთ და პროდუქტიული ხდებით. ამის საწყისი სწორად შერჩეული ნათებაა. სასურველი ფერის ტემპერატურა, გადაღლილ თვალსაც ამშვიდებს და ენერგიას უბრუნებს.  კომფორტული გარემოს შექმნა ნებისმიერი სივრცისთვის აუცილებელია. მნიშვნელობა არ აქვს ნათურას სახლისთვის ეძებთ, თუ ოფისისთვის, ყველა შემთხვევაში სწორად შერჩევა სჭირდება.

რა დაგხვდებათ Holst.ge- ზე ?

Holst.ge იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ონლაინ მაღაზია სხვადახვა ბრენდის ხელსაწყოებს აერთიანებს. განსხვავებული მახასიათებლის ნათურები ხარისხსა და გამძლეობაში იკვეთება. ეს თვისებები კი აუცილებელია კარგი ინსტრუმენტისთვის. Linus და Ledex საუეთესო ნათურებით, მოწინავე ადგილს იკავებს. ბრენდებმა მომხმარებლის სანდოობა დიდი ხანია მოიპოვეს. ამიტომ, როცა სიტყვა ნათურაზე ჩამოვარდება, Linus- ის ბილბორდებიდან წამოსული სხივები გვახსენდება. ასევეა, Ledex - ის ხელსაწყოებზეც. გარდა ამისა, Holst.ge- ის სხვა შემოთავაზებებიც აქვს . მაგალითად, Osram, Luxram და კიდევ მრავალი წარმატებული ბრენდი. ამიტომ, საიტზე ბევრად მრავალფეროვანი არჩევანია. ახლა კი Linus- ისა და Ledex- ის მახასიათებლებს გადავხედოთ.

LEDEX LED22-0945 ნათურა სტანდარტული 15W E27 6500K

Ledex- ის ნათურა სტანდარტული დიზაინისაა. მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ყველგან იყიდება. თუმცა, საკითხავია რამდენად მაღალია ხარისხი და უნდა ვენდოთ თუ არა ასეთ სიტუაციას ? ამაზე გადაჭრით პასუხი რთულია, თუმცა, გეტყვით რატომ უნდა ენდოთ Holst.ge- ისა და  Ledex- ის ნათურებს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი და სიმძლავრე სჭირდება. ამ თვისებების წყალობით, ბევრად უკეთ მუშაობს. Led ნათურის ყველა მახასითებელი ფორმაშია. მაღალი სიმძლავრის მეშვეობით, სივრცეს თანაბრად და სასიამოვნოდ ანათებს. სიმსუბუქე კომპაქტურობას მატებს. ნათურას უმარტივესად შეცვლით და კომფორტულ სივრცეს მოიწყობთ. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Ledex LED standartuli natura

  • ბრენდი - LEDEX       
  • ნათურის ტიპი  - სტანდარტული   
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 1250 lm     
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 15W=120W     
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი  - A++           
  • სიმძლავრე (W) - 15 
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • წონა (კგ) - 0.1

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი

LINUS Lin37-0839 LED ნათურა ჭაღი- 6W E27 3000K

ნათურები როგორც ფორმის, ასევე მოხმარების მიხედვითაც განსხვავდება. მაგალითად, ჭაღს  სხვანაირი ტიპის სჭრდება და ნებისმიერი ნათურა არ გამოდგება. Linus- ის დახვეწილი დიზაინი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. მძლავრი მონაცემები საუკეთესოობაში ხელს უწყობს. ფერის ტემპერატურა მაღალი აქვს და შედარებით თბილი ნათებით ხასიათდება. როგორც ვახსენეთ, მაღალი სამუშაო რესურსი საჭირო თვისებაა. Linus- ის ჭაღის ნათურას კი სრულიად საკმარისი ძალა აქვს. ენერგოეფექტური ხელსაწყო დანახარჯს შეამცირებს , ამავდროულად, კი დიდ სივრცეს გაანათებს. ნათურას ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პრობლემა მარტივად გადაიჭრება.

Linus LED chaghis natura

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - ჭაღი
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 3000K         
  • განათების სიმძლავრე - 470 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 6W=45W       
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++                         
  • სიმძლავრე (W) - 6   
  • პროდუქტის ტიპი - ჭაღი
  • წონა (კგ) - 0.05

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • კოფორტულობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

LINUS Lin9-7778 LED ნათურა სტანდარტული 7W E27 6500K

Ledex- ის სტანდარტული ნათურა უკვე განვიხილეთ, მაგრამ თუ თქვენს საჭიროებას ვერ მოერგო, ალტერნატივაც არსებობს. Linus Led ნაკლები სიმძლავრისაა. ზოგჯერ მთელი ოთახის განათება სულაც არაა საჭირო და პირიქით, ძლიერი ნათება გამაღიზიანებელია. სწორედ ასეთი შემთხვევისთვისაა აღნიშნული მოდელი. სამუშაო რესურსი ზუსტად ისეთივე მაღალი აქვს, როგორიც დანარჩენებს. ამიტომ, გამძლეობის მხრივ საუკეთესოა. ასევე, მოწინავე პოზიციას ენერგოეფექტურობის კუთხითაც იკავებს.

Linus LED natura standartuli

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 600 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 7W=60W       
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი  - A++           
  • სიმძლავრე (W) - 7   
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • წონა (კგ) - 0.1

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • ენერგოეფექტურობა
  • გამძლეობა

LINUS Lin18-7860 LED ნათურა ბურთი -3.5W E27 3000K

ამჯერად Linus ოდნავ განსხვავებულ, ბურთის ფორმის ნათურას გთავაზობთ. თქვენს სახლში თბილი ფერები და სიმყუდროვე აუცილებლად დაისადგურებს. საშუალო სიმძლავრის Led ნათურა ამას მარტივად მოახერხებს. ძალების კონვერტაცია და სამუშაო რესურსი ეფექტურობას მატებს. ნათურა დიდხანს იმუშავებს და ხშირად შეცვლა არ დაგჭირდებათ. ხელმისაწვდომ ფასად და კომფორტულად კი Holst.ge- ზე შეიძენთ.

Linus LED natura burti

  • ბრენდი - LINUS       
  • ნათურის ტიპი - ბურთი       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • ფერის ტემპერატურა - 3000K         
  • განათების სიმძლავრე - 340 lm       
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 3.5W=30W     
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი  - A++           
  • სიმძლავრე (W) - 3.5
  • პროდუქტის ტიპი - ბურთი
  • წონა (კგ) - 0.05          

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა უნდა გაითვალისწინოთ ნათურების შერჩევისას ?

საბოლოოდ, უამრავი ტიპის ნათურას გადააწყდებით. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ფორმის, საჭიროების, სიმძლავრის, ხარისხი, ფერის ტემპერატურისა და სხვა ნიშნებით განსხვავდება. მაღალი სამუშაო რესურსი კი მახასიათებლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ნათურას ეფექტურად მუშაობა და ენერგიულობა სჭირდება. ამიტომ, ამ მაჩვენებლებს ყურადღება მიაქციეთ.

ფერის ტემპერატურა

შესაძლოა ნათებამ თვალები დაამშვიდოს ან პირიქით, გააღიზიანოს. სწორედ ამიტომაა ფერის სწორად შერჩევა მნიშნელოვანი. ძირითადად, ნათება ორგვარია: თბილი და ცივი. გადაჭრით არცერთზე ითქმის თუ რომელია კარგი და ცუდი, რადგან ეს თქვენზეა დამოკიდებული. ადამიანთა ნაწილს ოქროსფერი, ზოგს კი თეთრი ნათება ურჩევნია. გარდა ამისა, ყოველ სივრცეს მასზე მორგება სჭირდება. მაგალითად, სახლისთვის უპირატესობა თბილ ფერებს ენიჭება, მაგრამ ოფისისთვის უმეტესად ცივ ნათებას ირჩევენ. ამიტომ, ეს ყველაფერი მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია.

რა შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო Led ნათურებმა ?

უხარისხო ნათურები დიდი ზიანის მომტანია. მთელი დღის განმავლობაში ჩართულ რეჟიმში ყოფნა, უკვე პრობლემას ქმნის. ხშირად ნათურა ცხელდება და ზოგჯერ სკდება კიდეც.  ეს კი სერიოზულ საფრთხეს ქმნის. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ გადახურება ხანძრის გამომწვევი მიზეზია. მითუმეტეს, თუ ძველი ელექტრო გაყვანილობაა და არც შემოწმებული არ არის. გარდა ამისა, უხარისხო ნაათურები მარტივად ფუჭდება. დაბალი სამუშაო რესურსით დიდხანს ვერ ძლებს და მწყობრიდან გამოდის. ამიტომ, ახლით ჩანაცვლება ხშირად მოგიწევთ. ამავდროულად, წინასწარ უნდა მოიმარაგოთ, იქნებ ღამით გადაიწვა და სიბნელეში აღმოჩნდეთ? მოკლედ, უხარისხო ხელსაწყოებს პრობლემები ახლავს და თქვენს კომფორტს არღვევს. ამიტომ, ნათურები აუცილებლად გამძლე უნდა იყოს.

სად შეიძენთ ხარისხიან ნათურებს ?

თუ საუკეთესო ნათურები და სასიამოვნო ატმოსფერო გსურთ, მაშინ Holst.ge ამ სურვილებს აგისრულებთ. ფართო არჩევნიდან ერთი მაინც მოერგება თქვენს საჭიროებას. საიტზე გაცილებით მრავალფეროვნებაა და მხოლოდ წარმოდგენილი 4 ნათურით  ყველაფერი არ მთავრდება. შესაძენად სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ. საიტიდან იწერთ და მთელი საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება