ექსკლუზიური ინტერვიუ... პერფორატორთან: „შემქმნეს იმისთვის, რომ ადამიანების შრომა გავამარტივო“

ათასნაირი ინტერვიუ გექნებათ წაკითხული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან: მსახიობებთან, მომღერლებთან, მწერლებთან, პოლიტიკოსებთან - მით უმეტეს. ჰოდა, ოდესმე თუ გქონიათ შემთხვევა, რესპონდენტი არც მეტი, არც ნაკლები... პერფორატორი ყოფილიყო?

მაშ, ჩინებული შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ Holst.ge-ზე, მხოლოდ თქვენთვის, გაეცნოთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დარტყმის, დარტყმა-ბურღვისა და ბურღვის პროფესიონალ ხელსაწყოსთან, მრავალგზის გამოცდილ და შრომაში გამოწრთობილ პნევმატიკ პერფორატორთან.

დასაწყისშივე გეტყვით, მისი გულახდილობა, სილაღე და იუმორის გრძნობა გულგრილს არავის დატოვებს:

- მოგესალმებით. დასაწყისში, როგორც წესია, მკითხველს გაეცანით - რა ხართ, რას წარმოადგენთ, რისთვის ხართ შექმნილი?

- არ ვიქნები თავმდაბალი, არც მჩვევია ენის მოჩლექით საუბარი, ჩემი სტიქია ხმაური და ყველაფერთან პირდაპირ, მთელი ძალით შეჯახებაა - შემქმნეს იმისთვის, რომ ადამიანების შრომა გავამარტივო!.. სხვათა შორის, გული მწყდება, როცა ჩემ გამო მეზობლებს შორის უთანხმოება ხდება ხოლმე. უნდა გაუგონ ერთმანეთს, კაცო, როცა ერთს რემონტი აქვს, მეორემ ცოტა უნდა მოითმინოს... ის სიმღერა მაინც ხომ აქვთ მოსმენილი: „ნეტავ, სად მიდიან სიყრმის მეზობლები“?..

- გეშლებათ, ეგ სიმღერა მეგობრებზეა...

- მთავარია, საქმეში არაფერი მეშლება, ჩემო კარგო და სიმღერის ტექსტებში ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ...

- ისე, გიყვართ სიმღერა?

- რატომ არ უნდა მიყვარდეს, რადგან მხოლოდ ბაგა-ბუგი შემიძლია, ესთეტიკა მაკლია?! საყვარელ სიმღერასაც გაგიმხელთ: „დღე და ღამე ლუკმაპურის შოვნაში“ და ხასანბეგურა მიყვარს კიდევ ძალიან...

სიმღერაზე საუბარი კარგია, მაგრამ შრომა არ დაგვავიწყდეს, ჩემი მთავარი დანიშნულება და ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდეთ - შექმნილი ვარ იმისთვის, რომ გავბურღო ისეთი ძლიერი და მყარი მასალა, როგორიცაა, მაგალითად, ქვა, აგური, ბეტონი. გარეგნულად ბურღს კი ვგავარ, დრელს რომ ეძახით ხოლმე, მაგრამ შესაძლებლობების მხრივ ნამდვილად განვსხვავდებით.

- იყო პერფერატორი და...

- ერთი წამით, ახლა მე შეგისწორებთ, რა: პერფერატორი კი არა, პერფორატორი! ჩემი სახელი ლათინური სიტყვა perfor-იდან მოდის, რაც გახვრეტას, გაბურღვას ნიშნავს და არა perfer-იდან, რომელსაც არანაირი თარგმანი არ გააჩნია. მაშ, მეცით პატივი და სწორად მომმართეთ, თუ შეიძლება.

- დიახ, აუცილებლად გავითვალისწინებთ... იყო პერფორატორი და გადარებდნენ დრელს, უკაცრავად - ბურღს, ალბათ, საკმაოდ რთულია. რა სხვაობაა თქვენს შორის?

- აი, უცქირეთ: ბურღის, თქვენებურად - დრელის, ძირითადი ფუნქცია ბურღვა გახლავთ და ორიენტირებულია ისეთ მასალებზე, როგორიც არის ლითონი, ხე. ბურღი ჩაქუჩით კარგად უმკლავდება აგურის გახვრეტასაც, მაგრამ თუკი ბეტონზე მიდგა საქმე, ასეთ შემთხვევაში, მე ვიცი და ჩემმა გუმანმა. ნუ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დრო და თან სურს, ნაკლები ძალისხმევა დახარჯოს, არჩევანი სწორედ პერფორატორზე უნდა შეაჩეროს. თუკი ბურღს დარტყმის ფუნქცია აქვს, ეს მიდი დამატებითი ფუფუნებაა, პერფორატორს რაც ეხება, ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, სიმძლავრეც გაცილებით მაღალი მაქვს, რაც დამატებითი... ის პოპულარული სიტყვა როგორ არის? აა, კი, გამახსენდა - დამატებითი ბენეფიტია.

- თუ შეუძლია დრელს, როგორც თქვენ უწოდებთ - ბურღს, რომელსაც პერფორატორის ფუნქცია აქვს, ჩაგანაცვლოთ?

- მე კი არ ვუწოდებ, კაცო, ასე ჰქვია! მეტად ისეთ საკითხებზე მესაუბრებით... მოიცა, იმ სიტყვას რაღა ჰქვია? აა, გამახსენდა - მეტად სენსიტიურ საკითხებზე მიწევს საუბარი, მაგრამ რა გაეწყობა. ესე იგი, ბურღი ჩაქუჩით, პრაქტიკულად, ნებისმიერი მოცულობის საქმეს გაუმკლავდება, როცა საუბარია ხეზე, ლითონსა და აგურზე, მაგრამ ბეტონისა და ქვისთვის მე ვარ საჭირო, ხომ გესმით? ბეტონი რომ დაამუშაოს, ბურღს ენერგია არ ჰყოფნის, რაც მის შესაძლებლობებს სულაც არ აკნინებს! თუკი მაინც ბურღით მოისურვა ვინმემ ბეტონის გახვრეტა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ბურღს ძალიან უნდა დააწვეს, დიდხანს იმუშაოს, რომ სასურველი შედეგი მიიღოს. შედეგად, გარანტირებული აქვს დაღლა, ხოლო ბურღი, ჩათვალეთ, უფრო მალე გაცვდება.

- რა მოიაზრება თქვენი მუშაობის რეჟიმებში?

- რა მოიაზრება და ილუმინატების შეთქმულების შეფარული თეორიები!..

- არა, საწყენად კი არ გეკითხებით...

- რა მოიაზრება და შემდეგი რეჟიმები: დარტყმა, დარტყმა ბურღვისას და ბურღვა. მხოლოდ ბურღვის შემთხვევაში, დარტყმის მექანიზმი ითიშება. ამ დროს, ჩათვალეთ, დრელის ფუნქციას ვითავსებ... აჰა, მაინც დრელი მათქმევინეთ, რა... დარტყმა ბურღვის დროს ჩემი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც ადვილი მისახვედრია, ერთდროულად ბურღვასა და დარტყმას გულისხმობს.

- ანტივიბრაციული სისტემით თქვენი ყველა „თანამოძმეა“ აღჭურვილი?

- ჰოო, ვიბრაცია გარდაუვალი გვერდითი მოვლენაა, რომელიც პერფორატორის მუშაობისას ჩნდება. რას ვიზამთ, სრულყოფილი არავინ და არაფერია. შემქმნელები სხვადასხვა სისტემას იყენებენ, რათა ვიბრაცია შეამცირონ. დაცვა შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე - პასიური. აქვს თუ არა ანტივიბრაციული სისტემა, ამაზე ფასიც მიანიშნებს. რა ვქნათ, ჩემო კარგო, როგორც ყველა ადამიანი არ იბადება ოქროს აკვანში, ისეა ჩვენთანაც, მაგრამ რაც გვევალება, ნებისმიერ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, სრულყოფილად ვუმკლავდებით. როგორც წესი, ანტივიბრაციული სისტემა გარანტირებულად მძლავრ მოდელებში გვხვდება, რაც პრინციპში, ლოგიკურია.

- ძრავის რომელი განლაგებაა უკეთესი: ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური?

- ხომ გაგიგიათ, „სიყვარულსა მალვა უნდაო“... უი, არა, ეს რა შუაშია, აგერ, ამ გამოთქმას ვგულისხმობდი: „კაცია და გუნებაო“... ზოგს ისეთი მოსწონს, ზოგს - ასეთი. ზოგადად, ვერტიკალური ძრავა ნაკლები სიგრძისაა, უკეთ გრილდება, ვიდრე ჰორიზონტალურად განლაგებული. ვერტიკალური ძრავა უფრო საიმედოა, მაგრამ მწარმოებლები ბურღის კონსტრუქციის შესაბამის, კლასიკურ მოდელებსაც უშვებენ, რადგან სივიწროვეში მუშაობისთვის ის უფრო კომფორტულია. გასათვალისწინებელია, რომ თუკი სამუშაოს უმეტესი ნაწილი ბურღვას უკავშირდება, ვერტიკალური კორპუსის მქონე მოდელი სჯობს.

- რამდენად მნიშვნელოვანია სწორად მოვლა და თუ მოქმედებს ეს ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ოღონდ მართლა!.. როგორც ადამიანს სჭირდება მოვლა, ჩემო კარგო, ზრუნვა, ისეა პერფორატორის შემთხვევაშიც! საუკეთესოს, ანუ მეც კი გამიჭირდება, თუ ზრუნვა მომაკლდა. ვაკუუმ ლიფტინგს ან ლაზერულ ეპილაციას არავინ ითხოვს, საჭიროა მაგალითად, სამუშაოს დასრულების შემდეგ, აუცილებლად იზრუნოთ ინსტრუმენტის კორპუსიდან მტვრის მოშორებაზე. გაპოხვას გირჩევდით მუშაობის ყოველი 25 საათის შემდეგ. ოღონდ, სპეციალურად პერფორატორის საპოხი საშუალებით, ესეც მნიშვნელოვანია. სწორ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მუშაობის პროცესში პერიოდული შესვენებები.

- კი დაგვრჩა კიდევ უამრავი კითხვა, მაგრამ ამჯერად აქ დავასრულოთ. მადლობა საინტერესო რჩევებისთვის და იმედია, კიდევ მოიცლით.

- ინტერვიუებისთვის ყოველდღე არ მცალია, ხომ გესმით, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ როცა კი დაგჭირდეთ, იცოდეთ, რომ პერფერატორი დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის!..

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800W*26MM*3.0J

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528789581
  • წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

STANLEY SHR263K-RU ელ. პნევმატური დრელი 800w

STANLEY perforatori

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048521168
  • წონა (კგ) - 4.58
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4300min
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა - 3.4J
  • დარტყმის სისრაფე - 0-1150min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

CROWN CT18055-ელ. პნევმატური დრელი 1050W SDS MAX

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1050W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT18055
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-550min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + საჭრისები
  • დარტყმის ძალა - 10J
  • დარტყმის სისრაფე - 0-3000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 38mm/22mm

Dewalt D25899K-QS პნევმატური ჩაქუჩი SDS-MAX 1500W

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048182932
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-415min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური
  • დარტყმის ძალა - 17.9J
  • დარტყმის სისრაფე - 0-2040min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 45mm/N/A/N/A

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება