| ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ხელსაწყოების ნაკრები სამუშაო მაგიდაზე - რა ჩინებულად ჟღერს, არა? |
| ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ხელსაწყოების ნაკრები სამუშაო მაგიდაზე - რა ჩინებულად ჟღერს, არა? |
მიუხედავად იმისა, რომ ხელსაწყოების ნაკრები უსაზღვროდ სასარგებლო და საჭირომ რამ გახლავთ, 26 მარტის გამარჯვების შემდეგ დიდსა თუ პატარას, თუკი სიტყვა „ნაკრებს“ მოჰკრავს ყურს, აუცილებლად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გაახსენდება და აბსოლუტურად მართალიც იქნება.
თუკი ეროვნულმა ნაკრებმა ბედნიერებისგან გვატირა, აი, ინსტრუმენტების ნაკრები ნერვების მოშლისგან ტირილს აგვარიდებს - უამრავ რამესთან გამკლავებაში დახმარება შეუძლია და იმიტომ.
რაში გვეხმარება ინსტრუმენტების ნაკრები, ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ, თუმცა, სანამ კითხვას შეუდგებით, ერთი გემრიელი რამე ვთქვათ: ეროვნულ ნაკრებს ევროპიდანაც ისე გავეხარებინოთ, როგორც 26 მარტს თბილისიდან გაგვახარა.
დავიწყოთ სახლის ნაკრებით, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, შემდეგ გადავიდეთ საავტომობილოზე, ბოლოს - პროფესიონალურზე.
ასეთი ჩემოდნები ნებისმიერ მამაკაცს უნდა ჰქონდეს, რადგან როცა საჭირო გახდება თაროს დამაგრება, კედელზე ლურსმნის დაჭედება თუ ონკანის გამოცვლა, ინსტრუმენტების ნაკრები მთავარ მშველელად მოგვევლინება.
ამ ჯგუფში შედის კომპლექტები შედარებით რთული ამოცანების შესასრულებლად: შტეფსელის რემონტისთვის, სადენის გაყვანისთვის, ღობის აგებისთვის. აქვე ერთიანდება ხელსაწყოები ადამიანებისთვის, ვისთვისაც ხელით მუშაობა ჰობია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სკამის გამაგრება ან უკეთესი - ახლის შექმნა, ჩიტის სახლის აშენება და ავეჯის გარემონტებაც კი.
დიდი ალბათობით, თქვენი მანქანის საბარგულში მოიძიება სახრახნისი, ბრტყელტუჩა, ხრახნები, ქანჩები. შესაძლებელია, მთელი ეს ჯართის გროვა ატაროთ, ვისი რა საქმეა, მაგრამ ბევრად მარტივი ხომ ინსტრუმენტების ნაკრების შეძენაა, რომელიც უნდა შეიცავდეს:
სასურველია, იქვე იყოს სახრახნისი და ბრტყელტუჩა, თანაც - რამდენიმე სახეობის. ასეთ ჩემოდნებს ირჩევენ ავტომოყვარულები, რომლებიც ფარეხში ავტომობილს არემონტებენ.
ამ ჯგუფში გიგანტები შედიან - all inclusive ნაკრებები. ერთი ასეთი ყუთი შეიძლება შეიცავდეს 200 და მეტ საგანს, ამდენად, მათ იყენებენ სახელოსნოებში, სერვისცენტრებში. რაც მთავარია, ეს არის ინსტრუმენტების ყველაზე ხარისხიანი ნაკრებები: თითოეული დეტალი დიდ დატვირთვაზეა გათვლილი.
ათასგვარი ქანჩებისა და ხრახნების პარალელურად, აქ შეხვდებით ჩაქუჩს, საჭრეთელს და სხვა დეტალს - ელექტრო და პნევმო ინსტრუმენტამდე.
როგორც ყველაზე ჩამოუყალიბებელი ჯგუფი, უნივერსალურ ნაკრებებში ცოტ-ცოტას ყველაფერს გადაეყრებით: წამოსაცმელი და ჯვარედინი ქანჩები, ბრტყელტუჩა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი, რასაც მწარმოებლის ფანტაზია გასწვდება.
თუკი არ იცით, რომელი ხელსაწყოები გჭირდებათ, ეს ყველაზე უნივერსალური ნაკრებია. ასეთ კომპლექტებში ცოტ-ცოტა მართლაც ყველაფერია ისეთი შემთხვევებისთვის, როცა როდის რა დაგჭირდება, არავინ რომ არ იცის.
თუკი ვერ ჩამოყალიბდით, პროფესიონალური სამუშაოებისთვის რომელი ნაკრების შეძენა ჯობს, საზეინკლო ყველაზე წარმატებული არჩევანი იქნება - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი სწორედ ასეთი კომპლექტებია.
ასეთ ჩემოდნებში ხის დამუშავებისთვის საჭირო უამრავი ინსტრუმენტი იმალება: ბურღები, ქლიბები, საჭრეთლები. მშვენიერი არჩევანია, თუკი თქვენი საქმიანობა დურგლობას უკავშირდება.
ელექტრიკოსის მუშაობის აშკარა სპეციფიკა რომ მაღალ ძაბვასთან მუდმივი შეხებაა, კი მოგეხსენებათ. ჰოდა, სწორედ აქ არის სხვაობა ჩვეულებრივსა და ელექტრო ხელსაწყოების ნაკრებებს შორის: ეს უკანასკნელი აუცილებლად აღჭურვილია იზოლირებული სახელურებით, რომლებიც გათვლილია 1000 ვოლტამდე ძაბვასთან მუშაობისთვის. უმეტესად, კომპლექტში შეხვდებით ათასგვარ სახრახნისს, მათ შორის, ინდიკატორს.


