შალაშინს რომ ლაპარაკი შეეძლოს, რას იტყოდა, თუ იცით? არ ვიყავი თავის დროზე დაფასებულიო და მართალიც იქნება. რატომ და იმიტომ, რომ შალაშინი ჯერ კიდევ 1-ელ საუკუნეში არსებობდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, მისი აქტიურად გამოყენება მხოლოდ მე-15 საუკუნიდან დაიწყეს. პრინციპში, 21-ე საუკუნეშიც იმდენი უცნაურად თავისებური ადამიანია, საუკუნეების წინანდელებს რა უნდა მოვთხოვოთ, მით უმეტეს, რომ დღეს სალაშინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინსტრუმენტია საკმაოდ ბევრ პროფესიაში და შესაბამისად, დაფასებაც არ აკლია.
რატომ და რისთვის არის ელექტრო შალაშინი საჭირო?
ხის მასალაზე მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინსტრუმენტი სწორედ შალაშინი გახლავთ, მით უმეტეს, როცა ელექტრო შალაშინი მოეძიება ხელოსანს არსენალში, ჩათვალეთ, მისთვის შეუძლებელი, პრაქტიკულად, აღარაფერია.
მოგეხსენებათ, სალაშინი არსებობს როგორც ელექტრო, ისე - ხელის, განსხვავება კი მათ შორის არა მხოლოდ კონსტრუქციის, არამედ ექსპლუატაციის თავისებურებებშიც არსებობს.
თუკი ელექტრო შალაშინის შეძენის შესაძლებლობას განიხილავთ, მოდით, ასე მოვიქცეთ: გაგაცნობთ ხელსაწყოს სახეობებს, დანიშნულებას, ფუნქციებსა და თავისებურებებს და გადაწყვეტილებას გაცილებით მარტივად მიიღებთ.
ელექტრო შალაშინი, ისევე, როგორც ხელის, ხის ზედაპირების გათანაბრებისთვის გამოიყენება, რაც მასალის ყველანაირი ზედმეტი დეტალისგან გასუფთავებასაც გულისხმობს.
შალაშინის შერჩევისას ეს პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ
თუკი ამ საჭირო ინსტრუმენტის შეძენა გადაწყვიტეთ, ჩვენ იმას გეტყვით, რა პარამეტრებით უნდა შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი? აგერ, კრიტერიუმების სია, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- გარეგნობა - შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ვიზუალური მხარე ყველაზე ბოლოს გასათვალისწინებელი მომენტია, თუმცა, ზოგჯერ გარეგნობა ბევრზე მეტყველებს. მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქცია ფერების მიხედვით იყოფა. კერძოდ, იქმნება მწვანე და ლურჯი ფერის შალაშინები. ლურჯი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის, ხოლო მწვანე - საყოფაცხოვრებო პირობებისთვის. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ ერთეულ ბრენდებს, ყველა სხვა მწარმოებელი მოწყობილობებს საკუთარ ფერებში ქმნის. გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა, რადგან ულამაზესი ხელსაწყოს არჩევა საერთოდ არ ნიშნავს, რომ მუშაობაც ლამაზად და კოხტად მოხერხდება, მით უმეტეს, ხშირად გარეგნობის გამო შესაძლოა, ფასიც მაღალი იყოს;
- სიმძლავრე - პირველი, რასაც ყურადღება უნდა დაეთმოს. რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, ეფექტიანობა და წარმადობაც შესაბამისია. პროფესიონალური ელექტრო შალაშინის სიმძლავრე 1,5 კილოვატიდან იწყება, საყოფაცხოვრებოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0,5 კილოვატია. სიმძლავრე უნდა გაითვალისწინოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის ხის მასალის დამუშავება მოგიწევთ. დაბალი სიმძლავრის საყოფაცხოვრებო შალაშინით მყარი ხის დამუშავება ძალიან რთული იქნება;
- დანების ბრუნვის სიჩქარე - ამ ფაქტორზე დამოკიდებულია მასალის დამუშავების ხარისხი. რაც უფრო მაღალია დანების ბრუნვის სიჩქარე, ხარისხი მით მეტად მისაღებია. საუკეთესო შედეგი წუთში 12-18 ათასი ბრუნით მიიღება. სხვადასხვა მოდელს შეიძლება რეგულატორი ჰქონდეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უხეში ან სუფთა დამუშავებისთვის საჭირო სიჩქარეები შეარჩიოთ;
- დამუშავების სიღრმე - წარმოადგენს ნახერხის ფენის სისქეს, რომელიც ხელსაწყოს მიერ ერთი გასმით წარმოიქმნება. რაც უფრო მაღალია სიღრმის მაჩვენებელი, მით უკეთესია დამუშავების ხარისხი, ასევე, უფრო დიდია სიჩქარეც. დამუშავების სიღრმის დასარეგულირებლად, ხელსაწყო აღჭურვილია სპეციალური რეგულატორით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი სიღრმის მითითება 0-დან 4 მმ-მდე;
- დამუშავების სიგანე - ეს პარამეტრი დამუშავების სიჩქარეს განსაზღვრავს. რაც უფრო ფართოა ხელსაწყოს ბაზა, მით უფრო დიდი ზომის დაფარვა შეიძლება ერთი გასმით;
- წონა - ეს პარამეტრი გავლენას შალაშინის მუშაობაზე ახდენს. თუ ხელსაწყო მძიმეა, ხის დასამუშავებლად ხელოსანს დიდი ფიზიკური ძალისხმევა არ დასჭირდება. საკუთარი წონის ხარჯზე, მძიმე ხელსაწყო ვიბრაციას ამსუბუქებს, ამიტომ ადამიანს მხოლოდ მისი კონტროლი სჭირდება. მსუბუქი შალაშინი 3-4 კგ-მდე იწონის და მინუსი გახლავთ ის, რომ ექსპლუატაციის დროს ვიბრირებს, რის გამოც, საჭიროა არა მხოლოდ მოწყობილობის მართვა, არამედ ფიზიკური ძალისხმევაც;
- დამხმარე მოწყობილობები - ელექტრო შალაშინის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ დამხმარე მოწყობილობებს, როგორიცაა რბილი სტარტის სისტემა, ელექტრო დინამიკური მუხრუჭები, სავენტილაციო მილის არსებობა და ა.შ.
TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
- სიმძლავრე - 220W
- ზომა - 187x92.5mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528798613
- წონა (კგ) - 1.97
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
- ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min
CROWN CT24001HX-შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
- სიმძლავრე - 20V
- ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640186248662
- წონა (კგ) - 2.6
- კვების წყარო - ელემენტი
- ბრუნვის სიჩქარე - 16000min
- მუშაობის სიღრმე - 0-9mm
Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
- სიმძლავრე - 600W
- ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5011402291458
- წონა (კგ) - 3.2
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
- ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
- მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm