ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ხელსაწყო - ლობზიკი

ის თუ იცით, როდის არის ადამიანი სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს?

ახლავე გეტყვით, დიდხანს არ გაგაწბილებთ: როდის და იმ მომენტში, როცა მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის სივს ავსებს!..

ასეა თუ ისე, ადამიანი მუდმივად ცდილობს, მიუახლოვდეს მაინც სრულყოფილებას, მაგრამ აი, ადამიანის მიერ გამოგონილ ამ ინსტრუმენტს სულაც არ სჭირდება, რამე მოიგონოს, გააბუქოს და იფანტაზიოროს - ისედაც სრულყოფილია იმ საქმეში, რისთვისაც შეიქმნა და იმიტომ!..

გთხოვთ, გიყვარდეთ და პატივი სცეთ! თქვენს წინაშეა მისი შესანიშნავინსტრუმენტობა - ბეწვა ხერხი, ასევე ცნობილი, როგორც ლობზიკი, შთამომავალი ხერხთა, ბირდაბირთა და უახლოესი მემკვიდრე ელექტროხერხთა!..

რა შეუძლია და რისთვის არის საჭირო?

ლობზიკი - ჭეშმარიტი ოსტატის არჩევანია! მისი დახმარებით ყველაზე განსხვავებული ოპერაციების შესრულება შეიძლება: გრძივი, განივი, ფიგურული ჭრა, უზუსტესი კვეთა, სხვადასხვა დიამეტრის მქონე მრგვალი თუ მართკუთხა ხვრელების დატანა კონკრეტულ მასალაზე. ინსტრუმენტის კონსტრუქცია და გამოყენების პრინციპი იმდენად მარტივია, რომ მასთან „დამეგობრება“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც მსგავს მექანიზმებთან შეხება წარსულში არასოდეს ჰქონოდა.

ბეწვა ხერხის კონსტრუქცია მოიცავს ალუმინის ან ფოლადისგან დამზადებულ საყრდენი მიმართულების პლატფორმას, რომელიც აფიქსირებს მას დამუშავებისთვის საჭირო კუთხით, რაც მასალის მაღალი სიზუსტით ჭრის საშუალებას იძლევა.

ლობზიკის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სიმკვრივის მასალებთან. ღერძის ბრუნვის შეცვლით მუშავდება ლითონი, ხე, პლასტმასი. აქვე უნდა ითქვას, რომ საჭიროა ფოლადისათვის მინიმალური სიჩქარის განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადახურება.

მოდელები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს დამატებითი აღჭურვილობით, კორპუსის მოწყობით, ნახერხის მოშორების მეთოდებით. ლობზიკის შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, შრომის ინტენსივობა, პირობები, ასევე, სახელურის კონფიგურაცია. როგორც წესი, მას არჩევენ რეგულარულად განმეორებადი ჭრის ტიპის გათვალისწინებით. მრუდე ჭრისას უმჯობესია სოკოს ფორმის მქონე სახელური.

ნებისმიერი ელექტროინსტრუმენტის საბაზო მაჩვენებელი სიმძლავრეა. ლობზიკის შემთხვევაში, ეს მონაცემი 200-დან 900 ვატამდე მერყეობს.

სიმძლავრე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პროდუქტიულობაზე, არამედ მყარ მასალებთან მუშაობის შესაძლებლობაზეც: „სუსტი“ ინსტრუმენტი შესაბამისად იმუშავებს ძლიერ დატვირთვაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის მოძრაობის სიხშირე. სიჩქარის ქვედა ზღვარია 400-დან 800 ბრუნამდე, ზედა 3500-მდე.

როგორ შეარჩიოთ

ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევა ბევრ რამეში ჰგავს კოსტიუმის შეკვეთით შეკერვას: რაღაცნაირად ფორმა მისაღები, კლასიკური და დამკვიდრებულია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თავისებურებები.

ყველა ლობზიკი არ არის იდეალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს ყველა პარამეტრით შეესაბამება. ზოგიერთისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინსტრუმენტის სიმძლავრე, სიჩქარე და კვეთის მაქსიმალური სიღრმე. სხვებისთვის წინა პლანზეა ის ფაქტორი, რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსებიცა და მინუსებიც. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბეწვა ხერხი შესაძლოა, გარკვეულ ოპერაციებში პროფესიონალურს აღემატებოდეს.

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown lobziki

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 550W
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420671
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

BOSCH ბეწვა ხერხი ,,ლობზიკი" 500W GST 700

Bosch lobziki

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06012A7020
  • წონა (კგ) - 2.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 1450-3200min
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 70mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 6mm

Dewalt DCS331N-XJ ელ. ხერხი 18V ელემენტის გარეშე

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 18V
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048356197
  • წონა (კგ) - 3.1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება