ერთად შევარჩიოთ ხარისხიანი ბარგალკა

მეტალი სპეციფიკური მასალაა და ხშირად რთული დასამუშავებელია. თუმცა, მარჯვე ბარგალკასთან ერთად, ნურაფრის შეგეშინდებათ. ინსტრუმენტი რთულს საქმეს მარტივად აქცევს და გულითადად გეხმარებათ. მთავარია ხელსაწყო სწორად შეარჩიოთ და ყველაფერი ზუსტად განსაზღვროთ. ამაში ჩვენ დაგეხმარებით და ბარგალკების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

რა არის და სად გამოიყენება ბალგარკა?

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კუთხსახეხი უნიკალური ხელსაწყოა. ისეთ მასალას ამუშავებს, როგორიცაა მეტალი და როგორ შეიძლება საუკეთესო არ იყოს ?! გარდა დამუშავებისა, დაჭრაც შეუძლია, ოღონდ გააჩნია სიმძლავრესა და სხვა მონაცემებს. რაც შეეხება გამოყენების არეალს, შეზღუდულები არაფერში ხართ. ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ განსაკუთრებით სხვადასხვა საწარმოებში, ავეჯის საამქროებში და ა.შ. შესაძლოა სახლშიც გამოგადგეთ. ზოგადად, თუ მეტალთან რაიმე ფორმით შეხება გაქვთ, აუცილებლად უნდა დაიხმაროთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სიმძლავრესთან დაკავშირებით?

ბევრნაირი ბალგარკა არსებობს და შერჩევა რთულია. ამდენ ხელსაწყოს შორის, თქვენთვის საჭირო მონაცემების მქონე უნდა იპოვოთ. შევეცდებით ძიების პროცესი გაგიმარტივოთ და ინსტრუმენტის მახასიათებლები დეტალურად გაგაცნოთ. სიმძლავრით დავიწყოთ, რადგან ერთ-ერთი ყევლაზე მნიშვნელოვანი მონაცემია. პირველ რიგში, საქმის სპეციფიკა უნდა განსაზღვროთ. მაგალითად, როგორი სამუშაო უნდა შეასრულოს ხელსაწყომ ? მასალის მხოლოდ დამუშავება მოუწევს თუ დაჭრა ? ამ ყველაფერს თავად განსაზღვრავთ და როცა კითხვებზე პასუხი გექნებათ, შემდეგ ჩვენს რჩევებს მიჰყევით. თუ კი ბარგალკა მეტალის დასაჭრელად გჭირდებათ, მაშინ მძლავრი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. 2600W ამ ყველაფრისთვის საკმარისია. საკმაოდ დიდი ძალაა და რთულ საქმეს უმკლავდება. რაც შეეხება დამუშავებას, ამ შემთხვევაში ნაკლები სიმძლავრე საკმარისია. მაგალითად, 2200W ან კიდევ უფრო მცირე, 900W.

ბრუნვის სიჩქარეზე რას ვიტყვით ?

თამამად ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი მახასიათებელია და მისი გათვალისწინება გვმართებს. შეიძლება ითქვას, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რომელიც სიმძლავრეზე. ცხადია, მეტალის გასაჭრელად სწრაფი ბალგარკა უფრო გამოგადგებათ, ვიდრე ნელი. თუმცა, შედარებით მარტივ საქმეს, დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოც უმკლავდება. ამიტომ, ყველაფერი საქმიდან გამომდინარე უდნა განსაზღვროთ.

ფორმის მიხედვით, რამდენი სახის კუთხსახეხი არებობს ?

ძირითადად, ორი სახის ხელასწყოს ვაწყდებით, კერძოდ, გრძელ და მოკლეტარიანს. უპირატესობას ვერცერთს მივანიჭებთ, რადგან თქვენზეა დამოკიდებული, თუ რომლით უფრო კომფორტულად იმუშავებთ. ამჯერად, ორივე სახის ინსტრუმენტს წარმოგიდგენთ, არჩევანში კი შეზღუდულები არ ხართ. როგორსაც მეტად მოირგებთ, სწორედ ის უნდა შეიძინოთ.

რატომ მოყვება დამატებითი ნივთები ?

ჩამოთვლილი ოთხი ხელსაწყოდან, კომპლექტაცია ყველას მოყვება. საერთოდ რა მოიაზრება დამატებით ნივთებში და რაში გამოიყენებთ მათ ? ძირითადად, კომპლექტი სახელურს, დამცავსა და ქანჩს მოიცავს. ჩამოთვლილი თითოეული ხელსაწყო გამოსადეგია და სხვადასხვა მიმართულებით დაგეხამრებათ. ასე რომ არ იყოს, საერთოდ არც მოყვებოდა. ამიტომ, ცალკე შეძენა აღარ მოგიწევთ და კუთხსახეხთან ერთად, ყველა მათგანი თქვენთან იქნება.

რომელი ბრენდის ხელსაწყოებს განვიხილავთ ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში მრავალფეროვნებაა. ამას კი ქვემოთ ჩამოთვლილი ბრენდები მოწმობს. ოთხ ხელსაწყოს განვიხილავთ და ყველა სხვადასხვა ბრენდს ეკუთვნის. ერთმანეთის პირისპირ Dewalt, Bosch, Stanley და Crown - ია. თანაბარ კონკურენციაში არიან. თითოეული ბრენდი ხარისხიან პროდუქტს გთავაზობთ. ყველა შემთხვევაში გამძლეობა და მაღალი სამუშაო რესურსები უცვლელია. უპირატესობას რომელს მიანიჭებთ, ეს უკვე თქვენი ნებაა.

კიდევ რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ს ?

ის თუ იცით, რომ  ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ ? დიახ, ჩვენს ონალინ ჰიპერმარკეტში, ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. მთავარია სურვილი და საიტზე რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და ინსტრუმენტებს სულ მალე, კარის ზღურბლთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანის სერვისი უფასოა. მოკლედ, ყველაფერიი იდეალურადაა აწყობილი. ყველაზე კარგი მაინც ის არის, რომ ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და დროს ზოგავთ. ასევე, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ფართო არჩევანია. აქ სხვადაასხვა ბრენდსა და უამრავ ხელსაწყოს გადააწყდებით. ახლა კი შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და კუთხსახეხები ახლოდან გავიცნოთ.

Dewalt DWE4579-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 230mm 2600W

პირველი ბრენდი Dewalt- ია და მის ხარისხიან ხელსაწყოს გაგაცნობთ. ყველაფერთან ერთად, ბარგალკა მძლავრია და მეტალს თავისუფლად ჭრის. 2600W- ი ამისთვის საკმარისი რესურსია. ამიტომ, ხელსაწყოს არაფერი აშინებს და ყველანაირ საქმეს ასრულებს. სხვა მონაცემებიც ხელს უწყობს, კერძოდ, ბრუნვის სიჩქარე და კვების წყარო. ასევე, საშალო ზომისაა და კომპაქტურობითაც გამოირჩევა. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება. კომპლექტში სახელური და დამცავი შედის.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 2600W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 230mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6500min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • კომპლექტაცია
  • გრძელი ტარი
  • გარანტია

BOSCH კუთხსახეხი 2200w 230mm GWS 22-230 H

Bosch - ის შესახებ თუ გსმენიათ ? ცნობილი ბრენდია და მისი ქება ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი. თუ არადა, ახლა გაიგებთ, რომ ბრენდი მართლაც გამორჩეულია. ყველანაირად სანდოა და მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს. ეს კონკრეტულ კუთხსახეხიც სწორედ ასეთია. მძლავრია, მაღალი რესურსები აქვს, სწრაფი და კომპაქტურია. კარგ ბალგარკას მეტი არც არაფერი სჭირდება. კომპლექტაციაც მოყვება, კერძოდ, დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი.

Bosch bargalka

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 2200W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 230mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6500min         
  • ფუნქციები - Restart Protection         

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • ფუნქციები
  • გარანტია

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

Stanley - ზე გადავიდეთ და ვთქვათ, რომ კუთხსახეხს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. ინსტრუმენტი მოკლე ტარიანია, საშუალო ზომისაა და მსუბუქია. ფუნქციებიც ხელს უწყობს და რესურსებიც მაღალი აქვს. ხელსაწყოს დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ნივთებთან ერთად უკეთ იმუშავებთ და სირთულეებს მარტივად დაძლევთ.

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • გარანტია

CROWN CT13497-125R-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 860W 125mm

Crown - ის კუთხსახეხი მოკლე ტარიანია და მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სხვებთან შედარებით დაბალი სიძლავრისაა. 860W- ი დიდი ძალა არ არის, თუმცა, მსუბუქი საქმისთვის საუკეთესოა. ხელსაწყოს დამატებითი ნუვთები მოყევბა. სახელური და დამცავი ხელს გაგიმართავთ და  მუშაობის დროს დაგეხმარებათ. ყველაფერთან ერთად, ინსტრუმეტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ისიც არ დავივიწყოთ, თუ როგორ მარტივად შეიძენთ Holst.ge - ზე.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 860W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • სიჩქარე
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება