ეს ყველაფერი რომ გეცოდინებათ, საუკეთესო მაგიდის სანათის შეძენასაც უპრობლემოდ შეძლებთ

საერთაშორისო ექსპერტი მაგიდის სანათების საკითხებში... ალბათ, ბევრნაირი ექსპერტი გაგიგიათ და გაგცინებიათ კიდეც, თუმცა, მაგიდის სანათები და მისი ექსპერტი რაღას ნიშნავს? არც არაფერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სტატუსი არავის აქვს. ნუ, ჯერჯერობით მაინც. სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, ისე „დაამუღამოთ“ მაგიდის სანათების საკითხი, ჯერ ხომ თავად შეძლებთ საუკეთესოს შეძენას და მერე კიდევ ნაცნობ-მეგობრებსაც აბსოლუტურად კომპეტენტურ რჩევებს მისცემთ. იმაზე უფრო მაგარ რჩევებს, ათასნაირი ექსპერტი რომ ჩამოარაკრაკებს ხოლმე ხან ტელევიზიით, ხან - სოციალურ ქსელებში... ამ ყველაფერში კი Holst.ge დაგეხმარებათ, რაღა თქმა უნდა.

მაგიდის სანათი და მისი თავისებურებები

მაგიდის სანათი - ეს არის განათების მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომელიც შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:

  • სამუშაო ან სამეცადინო მაგიდის განათებისთვის - ასეთ ლამპებთან მიმართებაში მოთხოვნებიც საკმაოდ მაღალია და დიდი ყურადღების გამოჩენაც საჭიროა. მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწყობილობა კარგად უნდა ანათებდეს მაგიდის მთლიან ზედაპირს, არ უნდა ღლიდეს თვალებს, არ აჩენდეს ჩრდილებს, ექსპლუატაცია უნდა იყოს უსაფრთხო, მართვა - კომფორტული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - დიდ ადგილს არ უნდა იკავებდეს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, სამუშაო მიზნებისთვის განკუთვნილი მაგიდის სანათის შერჩევისას, ყურადღება მიექცეს მის პრაქტიკულობას, ვიდრე დეკორსა თუ დამატებით ოფციებს;
  • ჟურნალების მაგიდის განათებისთვის საძინებელსა თუ მისაღებში - თუკი ჟურნალების, გაზეთებისა და წიგნების ხშირად კითხვას არ აპირებთ, თამამად შეგიძლიათ, აქცენტი სანათის ვიზუალზე გააკეთოთ და ინტერიერს მაქსიმალურად შეუხამოთ;
  • დამატებითი დეკორატიული ელემენტი ან გარემოზე აქცენტირება - ასეთი მაგიდის სანათის შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მის ძირითად დანიშნულებას, არამედ დამატებით ფუნქციებს. მაგალითად, იგულისხმება, დეკორი, გაფორმება, მასალის სახეობა, ფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ახლა ისიც ვთქვათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შერჩევისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია შემდეგი:

  • კონსტრუქცია;
  • სინათლის წყარო;
  • ფერთა ტემპერატურა;
  • გარეგნობა;
  • კორპუსის მასალა.

ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ.

სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, აქ უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ცივი ნათება - საკმაოდ სპეციფიკურია და მუშაობა ასეთ პირობებში ყველასთვის კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან, ცისფერი სპექტრი მხედველობისთვის არც ისე სახარბიელოა. მეორე მხრივ, მცირე დეტალებთან მუშაობისას, ცივი ნათება უკეთ კონცენტრირებაში გვეხმარება.

ნეიტრალური ნათება - მუშაობისთვის ოპტიმალურია. ოფისებში ხშირად სწორედ ნეიტრალური თეთრი ნათების მქონე განათებას ირჩევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლები ბევრად კონცენტრირებულები არიან.

თბილი ნათება - თვალებისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, მისაღებია მაგიდის სანათებისთვისაც. ერთი კია, ასეთი შეფერილობა უფრო მომადუნებელია და შესაძლოა, სამუშაოზე კონცენტრირება ნაკლებად კომფორტული გახდეს.

რატომ არის სასარგებლო მაგიდის სანათი?

მაგიდის სანათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შეუძლია კითხვის დროს კარგი განათებით უზრუნველგვყოს. რა თქმა უნდა, ტორშერსაც იგივე შეუძლია, მაგრამ მისთვის ადგილს ყოველთვის ვერ იპოვით.

ზოგადად, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგიდასთან მუშაობისას და არა მხოლოდ იქ, განათების ნაკლებობას განვიცდით. რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი არც ისე სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შრომისუნარიანობა დაგვიქვეითოს, მხედველობას რომ აზიანებს, კი გეცოდინებათ. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია სანათი, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რჩევები და რეკომენდაციები სასარგებლო აღმოჩნდება და ზუსტად ისეთ სანათს შეიძენთ, ყველა სფეროს ექსპერტი რომ გადაირევა თქვენი კომპეტენტურობით.

Linus LSH-74419 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E14
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874419
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 5

Linus LSH-74563 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874563
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 40

Linus LSH-74488 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874488
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 40

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება
. query_insert_error