სულ რომ მუხლები მგლისა გქონდეთ, გული რკინისა და დედამიწის ზურგზე არაფრის გეშინოდეთ, ფანარი მაინც დაგჭირდებათ, მით უმეტეს, იმდენი სახეობის არსებობს, შესაძლოა, დაჯერებაც გაგიჭირდეთ. ასე მაგალითად, იცოდით, ჩაქუჩიანი ფანარი რომ არსებობს? და „ტრანსფორმერი“ ფანრის შესახებ გქონდათ გაგონილი? ნუ, სტანდარტული, ათასი ზომა-წონის ხომ იცით და იცით. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის მოძიება, ნახვა და შეძენა Holst.ge-ზე შეგიძლიათ, ძალიან მარტივად და ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში.
როგორი ფანრები არსებობს, რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ, როცა ამ საჭირო მოწყობილობის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ქვემოთ ყველაფერს ნათელს მოვფენთ:
ფანრები სახეობების მიხედვით
სათაურსა და შესავალშიც უკვე აღვნიშნეთ, რომ უამრავი შესაძლებლობისა და მახასიათებლის მქონე ფანარი არსებობს, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს მოწყობილობა შემდეგ ტიპებად იყოფა:
- ხელის ფანარი - „ტრადიციული“ და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფანარი, რომლის ზომებიც შესაძლოა, იყოს როგორც ადამიანის ჯიბეს მორგებული, ისე, საკმაოდ მოზრდილი. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, უდიდესი ფართობის განათება შეუძლია;
- ბრელოკი - კომპაქტური ფანრები, რომელთა სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა გზა ფეხებთან გაინათოს;
- ტაქტიკური - მაგრდება იარაღზე. როგორც წესი, იყენებენ სამხედროები, მცველები და მონადირეები;
- ველოფანრები - მაგრდება ველოსიპედებზე და ანათებს დაახლოებით 10-20 მეტრის მანძილზე. არის გამძლე და მდგრადი ვიბრაციებისა და დარტყმების მიმართ;
- შუბლის - თავზე ან ჩაფხუტზე ქამრის დახმარებით მაგრდება. ასეთი ფანარი ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელები თავისუფლად ჰქონდეს და საქმე დაუბრკოლებლად აკეთოს. პოპულარულია ტურისტებში, სპელეოლოგებში, ხელოსნებში და ასე შემდეგ;
- შორი განათების - ზემძლავრი მოდელი, რომელიც დაახლოებით 150-200 მეტრის მანძილზე ანათებს. განსაკუთრებით აქტუალურია სამხედროებსა და მონადირეებში.
რა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება
- სინათლის ნაკადი. ეს არის მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს, რა რაოდენობის სინათლეს გამოიმუშავებს ფანარი და რომლის საზომი ერთეული ლუმენი გახლავთ. გასათვალისწინებელია, რომ უხარისხო ფანარი სუსტად ანათებს, თუმცა მოიხმარს იმდენსავე ენერგიას, როგორც ხარისხიანის შემთხვევაში. ამდენად, ფანრის სიმძლავრე ყოველთვის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება.
- ნათების ტემპერატურა. აღნიშნული მახასიათებელი ფანრის ნათების ფერს განსაზღვრავს. იაფფასიანი მოდელს ცივი ნათება აქვს ცისფერი შეფერილობით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თვალებსაც ძაბავს და საგნების აღქმასაც ამახინჯებს. ოპტიმალურია, შეარჩიოთ მოდელი, რომლის ნათების ტემპერატურა 2500-5000 ერთეულით არის განსაზღვრული.
კლასიფიკაციისთვის გამოიყენება აღნიშვნა Cool White (ცივი) – 6500k-დან, Neutral White (ნეიტრალური) – 3400-დან 5000-მდე, Warm White (თბილი) – 2200-3000k.
- კვების წყარო. შესაძლებელია, შეიძინოთ ფანრები როგორც ჩაშენებული აკუმულატორით, ისე, ელემენტებზე მომუშავე.
- დენის სტაბილიზაცია. უზრუნველყოფს კაშკაშა განათებას მაშინაც კი, როცა ელემენტი სუსტად არის დატენილი. არსებობს სრული სტაბილიზაცია, როცა ფანარი სრული სიკაშკაშით ანათებს, ხოლო ელემენტის დაცლისას გადადის ნათების საშუალო ან დაბალ რეჟიმზე და ანათებს იქამდე, ვიდრე ელემენტი სრულად არ დაიცლება.
- გაგრილება. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ფანარი საკმაოდ ხურდება, რის გამოც მისი ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ამის გამო, წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, თბოარინების ელემენტებსაც ითვალისწინებს.
- წყალგამტარობა. ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მყვინთავებისთვის, მეთევზეებისთვის და ასე შემდეგ.
რომელი უფრო მომგებიანია - აკუმულატორიანი თუ ელემენტებიანი?
თუკი ფანარი რეგულარულად გჭირდებათ, ყოველდღე, ან თუნდაც მხოლოდ უქმეებზე, აკუმულატორი და დამტენი მოწყობილობა შედარებით მაღალ ღირებულებას მალე დაგავიწყებთ. ხოლო თუ ფანარი უჯრაში „ყოველი შემთხვევისთვის“ უნდა მოათავსოთ, უმჯობესია, არჩევანი ელემენტებიანზე გააკეთოთ.
ამასთან ერთად, თუკი ხანგრძლივ ლაშქრობაში აპირებთ წასვლას, აუცილებლად უნდა განიხილოთ ფანრები ელემენტებით, ვინაიდან აკუმულატორის დატენის შესაძლებლობა, დიდი ალბათობით, არ გექნებათ.
კიდევ რა უნდა იცოდეთ ფანრის შეძენის წინ?
- ლაშქრობისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის ან მოგზაურობისთვის შეარჩიეთ მოდელი, რომელიც რამდენიმე რეჟიმით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა პირობებში სიკაშკაშე შეამციროთ ან მოუმატოთ;
- ფანარში ერთდროულად რამდენიმე შუქდიოდი საშუალებას მოგცემთ, ნათურების რაოდენობა აკონტროლოთ და ამით ელემენტი დაზოგოთ;
- როგორც წესი, ფანრის კორპუსი ლითონის შენადნობებისგან ან მყარი პლასტიკისგან მზადდება. მინებიც შეიძლება პლასტიკისგან იყოს შექმნილი, რაც აბსოლუტურად მისაღებია.
LIN-3387 ფანარი ხელის ჩაქუჩით 3W

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
- ელემენტი - 500mAh
- ზომა - Φ55x33x162mm
- დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 3W + COB
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6114185293387
- წონა (კგ) - 0.13
- სიმძლავრე (W) - 3
LIN-91956 ფანარი თავზე გასაკეთებელი სენსორული headlamp 3W+3W

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
- ელემენტი - 1200mAh დატენვადი
- ზომა - 32x18x280mm
- დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 3W XPE LED + 3W COB LED
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6114185291956
- წონა (კგ) - 0.068
- სიმძლავრე (W) - 3w + 3w
LIN-5862 ფანარი „ტრანსფორმერი“ 2*10W+5W

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
- ელემენტი - დატენვადი
- ზომა - 90x68x212mm
- დამატებითი მახასიათებლები - ნათება: 2x10W COB + 5W XPG LED
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6114185295862
- წონა (კგ) - 0.44
- სიმძლავრე (W) - 2x10 +5