ფანარი - დაბრკოლებები რომ გადალახოთ...

წინა კაცი უკანასი ხიდიაო, ხომ გაგიგიათ და თუ ამ წინა კაცს ხელში Holst.ge-ზე შეძენილი ფანარიც უკავია, უკან მხოლოდ კაცი კი არა, მთელი დუნია შეძლებს გზის დაუბრკოლებლად გადალახვას.

ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ დროში, ფაქტობრივად, ნებისმიერ ადამიანს აქვს ტელეფონი, რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად ასევე აქვს განათება, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, როგორც ფანარს. როგორც წესი, ტელეფონის ფანარი მცირე-მცირე საყოფაცხოვრებო საჭიროებებში გვადგება, მაგალითად, საწოლის ქვეშ თუ რამე შეგორდა, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია ხომ დარეკვა და ზარებზე პასუხია? რაც მთავარია, ტელეფონის ნათება საკმაოდ სუსტია - ანათებს ფართოდ და არა - შორს. ამიტომ რა იმალება 5-10 მეტრის იქით, ვერაფერს გავარჩევთ.

მოკლედ, რაც არ უნდა ბოლო თაობის ტელეფონი გვქონდეს, ფანრები მაინც შეუცვლელია და უდავოდ, საკმაოზე ბევრი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას გვიჩნდება.

ცოტა ისტორია

როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ფანრის წინაპარი ჩირაღდანია, რომლის ხანგრძლივი ევოლუციის შედეგი სწორედ ფანარი გახლავთ.

მოწყობილობა, რომლისგანაც შემდგომში პრაქტიკულად, ყველა ტიპის ფანარი წარმოიშვა, ამერიკელმა გამომგონებელმა დევიდ მეიზელმა 1899 წელს დააპატენტა და იმავე წელს პატენტი იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა.

რა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა ფანრის შეძენა დაგჭირდებათ

- სინათლის ნაკადი

ეს არის მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს, რა რაოდენობის სინათლეს გამოიმუშავებს ფანარი და რომლის საზომი ერთეული ლუმენი გახლავთ. გასათვალისწინებელია, რომ უხარისხო ფანარი სუსტად ანათებს, თუმცა მოიხმარს იმდენსავე ენერგიას, როგორც ხარისხიანის შემთხვევაში. ამდენად, ფანრის სიმძლავრე ყოველთვის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება.

- ნათების ტემპერატურა

აღნიშნული მახასიათებელი ფანრის ნათების ფერს განსაზღვრავს. იაფფასიანი მოდელს ცივი ნათება აქვს ცისფერი შეფერილობით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თვალებსაც ძაბავს და საგნების აღქმასაც ამახინჯებს. ოპტიმალურია, შეარჩიოთ მოდელი, რომლის ნათების ტემპერატურა 2500-5000 ერთეულით არის განსაზღვრული.

კლასიფიკაციისთვის გამოიყენება აღნიშვნა Cool White (ცივი) – 6500k-დან, Neutral White  (ნეიტრალური) – 3400-დან 5000-მდე, Warm White (თბილი) – 2200-3000k.

- კვების წყარო

შესაძლებელია, შეიძინოთ ფანრები როგორც ჩაშენებული აკუმულატორით, ისე, ელემენტებზე მომუშავე.

- დენის სტაბილიზაცია

უზრუნველყოფს კაშკაშა განათებას მაშინაც კი, როცა ელემენტი სუსტად არის დატენილი. არსებობს სრული სტაბილიზაცია, როცა ფანარი სრული სიკაშკაშით ანათებს, ხოლო ელემენტის დაცლისას გადადის ნათების საშუალო ან დაბალ რეჟიმზე და ანათებს იქამდე, ვიდრე ელემენტი სრულად არ დაიცლება.

- გაგრილება

ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ფანარი საკმაოდ ხურდება, რის გამოც მისი ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ამის გამო, წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, თბოარინების ელემენტებსაც ითვალისწინებს.

- წყალგამტარობა

ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მყვინთავებისთვის, მეთევზეებისთვის და ასე შემდეგ.

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 900mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ78*230mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869151401137
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით: 2.5 სთ სუსტი ნათებით: 10 სთ
  • ელემენტი - 4V 2000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ95X100mm
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869151423115
  • წონა (კგ) - 0.45
  • სიმძლავრე (W) - 5
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

LEDEX fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ
  • ელემენტი - 4V 4000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - 226X126X148mm
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869141422128
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 7
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება